season 1
season 3
MARI'S BOOK
ხმები მესმოდა მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი ... ბოლოს ძალა მოვიკრიფერ რაც გამჩნდა და ვიყვირე
-აი აქედან ისმის... ახლა უფრო მკაფიოდ გავიგე მათი ხმა
-მარი .. მარიი.. და ჯუსო დავინახე.. მასთან ერთად მაიკი, ჩემი ძმა, ნინი და ნიკა იყვნენ ...
-მარი ეს ?
-მაპატიე...
ეს ამოვილუღლუღე და გავითიშე, მაგრამ ჯუსოს მკერდის სითბოს მაინც ვგრძნობდი...
============================
მართალია ბუნდოვნად მაგრამ მაინც მესმოდა.. ნინიმ დეიდამისს დაურეკა და შეატყობინა რომ მიპოვეს... თურმე ჩემი მშობლებიც იქ ყოფილან..
-მანქანებში განაწილდით!..
-მე და მარი ერთ მანქანაში ჩავჯდებით
-არა ჯასტინ მარი შენთან ერთად არ იქნება
-ჩხუბს ნუ დავიწყებთ!.. ასე მოვიქცეთ, ერთი მანქანა ნინიმ და ნიკამ წამოიყვანონ და მეორე მანქანაში ჩავსხდეთ ყველა..! საჭესთან მე ვჯდები!..
-უკან მე და მარი
-მაიკ მარის გვერდძე დაჯდომაზე იოცნებე
-ჩხუბი შეწყვიტეთ.. ჯასტინ ფრთხილად არ დაგივარდეს
-ეს გააჩერეთ!..
თბილ ლოგინში სრულიად გამოვფხიზლდი.. აღარც მციოდა..
-მარი ეს რატომ გააკეთე?
-დედა მამა მაპატიეთ.. მე უბრალოდ გასეირნება მინდოდა..ვერ მივხვდი როგორ მოსაღამოვდა, ამ დროს წვიმა დაიწყო და დავიკარგე კიდეც
-კარგი .. გთხოვ ეს აღარ გააკეთო
და დედა თბილად ჩამეხუტა.. მერე მამიკოც ჩამეხუტა..
-ჩვენ ეხლა უნდა წავიდეთ, რადგან მამაშენს სამუშაოზე იბარებენ .. ორი დღეა არ ყოფილა... მე კიდევ ახლა დავიწყე მუშაობა და
-კარგი დე მესმის წადით
ჩემ ოთახში დარჩნენ ჯუსო,ნიკა,ნინი,თოკე და მაიკიი. ჯუსოს და მაიკის ყურებისას მივხვდი რომ ჯასტინი უფრო მიყვარდა. სიჩუმე იყო ხმას არავინ იღებდა.. ეს სიჩუმე მე დავარღვიე:
-ჯას ჩემი პასუხია
-ახლა პასუხს მნიშვნელობა არა აქვს...მითხრა და მომიახლოვდა.. მე ვერ გავუძელი და მას ვაკოცე
-ოთახში მარტო თქვენ არ ხართ..
გაბრაზებული შემოგვხედა ორივეს.. განსაკუთრებით კი მე...ყურადღება არ მიმიქცევია მისთვის და ვუპასუხე:
-მაშინ მარტო დაგვტოვეთ
კვახედ ვუთხარი და ჯუსოს მივუახლოვდი რათა მეკოცნა, მაგრამ მომიშორა,როგორც ჩანს მასაც ეუხერხულებოდა მაიკის წინ ჩემი კოცნა.. დაძაბულობა რომ ჩაეხშო ნინის მომიახლოვდა და მომეხვია..
-მეგობარო იცი როგორ მენატრებოდიიი!.. ძალიან მეშინოდა!..
-მეც მეშინოდა შენ და.... ვეღარ დავასრულე აქ ხმა ჩამიწყდა
-იცით რა ცოტახანი მარტო დამტოვეთ ჩემ დაქალთან...
ყველა გავიდა..მაგრამ ნინი ჯუსო არ გაუშვა და ჩვენ ოთახში სამი დავრჩით..
-მაინტერესებს პასუხზე რას ამბობდი წეღან მარი?! და ბარემ ჯასტინსაც უთხარი
-ჩემი პასუხიაა ...
მოუთმენლად შემაწყვეტინა ნინიმ
-სწრაფად, სწრაფად უკვე ვეღარ ვითმენ ძალიან მაინტერესებს
-დამაცადე და ვიტყვი
-კარგი გპიდები ხმას აღარ გამოვიღებ
-ჩემი პასუხია კი
-მარი ხო არ მეხუმრებიი?
-არა ჯას.. თანახმა ვარ
ჯუსო ჩემთან მოვიდა, ლოგინიდან ამომიყვანა, ძლიერად მომეხვია და მაკოცა
-უკაცრავად
-ისევ შენ იდიოტოო?
-მარისთან ლაპარაკი მინდა
-მარი გინდა შენ მასთან ლაპარაკი ?
-კიი?
-მაშინ წამო ნინი
-არა სამივე წადით.. ჩავიცმევ, დაბლა ჩამოვალ და ვილაპარაკოთ თუ გაწყობს მაიკ?
-კი ოღონდ მარტო მინდა შენთან ლაპარაკი
-მეც მაგას გეუბნევი
-მაშინ ჩვენ წავედით
ტანისამოსი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი...