მე და ჯუსოს იმ დღის მერე არ გვინახავს ერთმანეთი.. მე საქართველოში წამოვედი.. და უკვე ორი დღეა მშობლებთან ვარ..
უმისოდ დროის გაყვანა ძნელი იყო...ჯასტინი მენატრებოდა, მისი კოცნა და მოფერება.. ხან ვფიქრობდი რომ მაშინვე უნდა დავთანხმებოდი მაგრამ მერე მაიკი მახსენდებოდა.. არ ვიცოდი რა ხდებოდა ცუდად ვიყავი
===========================
ჯუსო მენატრებოდა.. მის გვერდით ყოფნა მინდოდა, მაგრამ მაიკი მასთანაც მინდოდა.. თავი მისკდებოდა იმაზე ფიქრით რომელი უფრო მიყვარდა და რომელთან მინდოდა ყოფნა..
საშინელებაა გაურკვევლობაში ყოფნა, მითუმეტეს როცა შენს თავს ვერ ხვდები რა ხდება..
-მარი რა გჭირს ? უკვე დავიღალე ერთი კვირაა ასეთ დღეში ხარ..
-ნინი მაპატიე .. ცუდად ვარ.. ვერ ვხვდები რომელი უფრო მიყვარს მაიკი და ჯუსო
-კარგი რა!.. უკვე ვეღარ ვიტან ასეთ დღეში რომ გხედავ.. აღარ შემიძლია.. დღესვე ჩავალაგებ და ლონდონში დავბრუნდები
-არა ნინი გთხოვ
ვთქვი და ხმა გამიწყდა
-მარი მხოლოდ იმ შემთხვევაში დავრჩები თუ შენ თავს მოიძლიერებ დაგამხიარულდები
-გპირდები
-პირველი მოდი სადმე გავემგზავროთ
-არა საზღავრგარეთ არავითარ შემთხვევაში არ წამოვალ
-საზღვარგერეთი არც მიგულისხმია
-აბა?
-წამოდი დეიდაჩემთან წავიდეთ.. იქ კარგი ბუნებაა. სიმშვიდე.. მოკლედ კარგად დაისვენებ.. ოღონდ მოწყენა არ შეგეძლება.. მდინარეზე ვივლით, ვივლით ლაშქრობებზე... იქ მაქვს პატარა ქოხი ხეზე და მის აღდგენაში დამეხმარები და ა.შ
მოკლედ თანახმა ხარ?
-კი
-ძალიან კარგი.. ბარგი ჩაალაგე თოკოს და ნიკასაც შევატყობინებ და ერთად წავიდეთ...უფრო კარგ დროს გავატარებთ
-კარგი ჩავალაგებ
-ოღონდ იცოდე დეიდაჩემი მთაში ცხოვრობს და თბილი ტანისამოსიც ჩაალაგე
-კარგი კარგი
ნინი გავიდა .. მე კი ჩალაგება დავიწყე.. ტანისამოსის დანახვაზე ჯუსო მახსენდებოდა, ეს იმიტომ რომ ყველაფერი მან მიყიდა.. ტირილი მინდოდა, მაგრამ ჩემი მეგობრის წყენინება არა ამიტომ თავს ყველანაირად ვიკავებდი..
ერთ საათში ყველანი მზად ვიყავით... თოკომ წაგვიყვანა თავისი მანქანით.. დაახლოებით ორ საათში ჩავედით.. წამებს ვითვლიდი.. უკვე ცუდად გავხდებოდი და ჩვენც მივედით..
-ნინი როგორ ხარ? დეიდამისი ნინის მოეხვია და მერე ჩვენ მოგვესალმა..
-გამრჯობათ ბავშვებო .. ნინიმ მითხრა რომ ჩემთან მოდიოდით და ძალიან გამიხარდა.. იმედია აქ არ მოიწყენთ.. ახლა სახლში შემოდით ცოტა დაისვენეთ
სახლში შევედით ... ნინის დეიდა ლილი ძალიან კარგი ქალი აღმოჩნდა.. მე მართლაც მინდოდა დასვენება, მაგრამ მოინდომეს რომ მდინაზე წავსულიყავით და მეც ძალით წამიყვანეს..
-აბა მარი წამოდი ვიცურაოთ
-არ მინდა თოკო
-რა ცურვა არ უნდა?
-ხო არ უნდა ცურვა ნინი
ნინიმ ჩემ ძმას რაღაც ჩაჩურჩულა თოკოს.. მერე კი ორივემ სიცილით შემომხედა
-ახლა რა მოიფიქრეთ?
-უნდა გაგაგრილოთ
-თოკო დამსვი.. დამსვი
-თოკო არ დაუჯერო ჩააგდე წყალში
ჩემ ძმამ წყალში ტანსაცმლით ჩამაგდო..
-იცოდეთ ამოვალ და ორივეს დაგხოცავთ
-მართლა ?
-ნინი შენ განსაკუთრებით
-უი უი ნუ ცხარობ სიხარულო... ნიკუშ არ გამოუშვა, უნდა ჩამოვიდე და ვნახოთ ვინ ვის დაახრჩობს
ნინი წყალში ჩამოვიდა.. ხან მე ვუგებდი ბრძოლაში ხან ის, ძალიან კარგი იყო , ეს ჩემ გასამხიარულებლად გააკეთეს და გამოუვიდათ კიდეც..
ლილისთან ყოფნა კარგი იყო... მისი გაკეთებული საჭმელიც ძალიან მომწონდა.. მადაც მომივიდა და სრულიად გამოვიცვალე ორ დღეში..
საღამოობით იმ ხეზე ვიკრიფებოდით რომელზეც ლამაზი ქოხი იდგა.. ის ქოხი ჩვენ გავალამაზეთ,შევღებეთ..
ავდიოდით და ვთამაშობდით ხოლმე.. გვიანობამდე იქ ვიყავით.. სახლში მხოლოდ სასაუზმოდ და დასაძინებლად შევდიოდით
მთელი 2 იქ ვიყავით.. თოკო და ნიკა წამოვიდნენ.. მე და ნინი კი ცოტახანი ისევ იქ დავრჩით, მინდოდა ლილის ნაირი მხიარულ ქალთან კიდევ ცოტახანს ყოფნა..
მოახლოვდა ის დრო როცა ჯუსო უნდა ჩამოსულიყო და პასუხი მეთქვა მე კი არ ვიცოდი რა მეთქვა.. ცოტახნიტ მარტო ყოფნა მინდოდა და ტყეში გამოვიქეცი დილით ადრე.. წერილი დავტოვე რომ ჩემი ძებნა არ დაეწყოთ..
ახლა უამრავი დრო მქონდა საფიქრებლად და ვფიქრობდი კიდეც..
მთელი დღე ისე ვიხეტიალე რომ ვერ მივხვდი როდის დაღამდა.. ამ დროს წვიმამაც დასცხო და შემეშინდა.. საცოდავად ტყეში მარტო ვიყავი, მციოდა და თან გზაც ვეღარ გავიგენი.. ტირილი დავიწყე და ვერ ვჩერდებოდი...
Nini's book
-დეიდა შეგიძლია ტელეფონი მომცე?
-აიღე სიხარულო
-მარი ძალიან იგვიანებს დავურეკავ...
-გიპასუხა?
-გათიშული აქვს
-რა?
-დეიდა უკვე მეშინია .. დავურეკავ თავის ძმას
-მიდი მიდი დაურეკე.. სწრაფად მართლა საშიშია მითუმეტეს წვიმს
-თოკო შენ ხარ?