zodiaqo - 20 ივნისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივნისი » 20 » zodiaqo
12:01 PM
zodiaqo

გემოვნება და სტილი ყალიბდება სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით-აღზრდა,გარემო,სოციალური მდგომარეობა.მაგრამ ასტროლოგები მიიჩნევენ რომ ადამიანს გემოვნება დაბადებისთანავე უყალიბდება.




ვერძი-არ იზიარებენ ერთ,კონკრეტულ სტილს.ისინი იცმევენ იმას,რაც იმ მომენტში მოსწონთ.არ აქცევენ ყურადღებას ფერთა შეხამებას,ახალგაზრდებს მოსწონთ სპორტული სტილი,ტანისამოსი-ტყავისაგან და ჯინსები.ასაკის მომატებისას ისინი მაინც ახალგაზრდულ სტილს ანიჭებენ უპირატესობას და არ უყვართ საქმიანი(სოლიდური) ჩაცმულობა.ქალები ნებისმიერ ასაკში ატარებენ მინი-კაბებს,მათ უყვართ კაშკაშა მაკიაჟი.მამაკაცებს მოსწონთ განსაკუთრებული დეტალები,მაგ:მყვირალა ჰალსტუხი.


ურო-მათთვის მნიშვნელოვანია ტანისამოსის ხარისხი.ისინი არ მისდევენ მოდას,მაგრამ იცმევენ დიდი გემოვნებით.მათ ყველაზე უკეთ გამოსდით კარგი ნივთების არჩევა.ასევე კარგად ახერხებენ ხარისხისა და ფასის შეხამებას.ისინი არ იყიდიან ტანისამოსს ერთი სეზონისთვის,მაგრამ არც იაფფასიან ნივთს დაჯერდებიან.ყოველთვის ახერხებენ ოქროს შუალედის პოვნას.უპირატესობას ანიჭებენ კლასიკურ,უნივერსალურ მოდელებს ნატურალური მასალისაგან.ქალებს მოსწონთ აქსესუარები ნატურალური ქვებისა და ხისაგან,უფრო მეტადაც კი ვიდრე ოქრო და ვერცხლი.



ტყუპები-მშვენივრად გრძნობენ დროის მოთხოვნილებებს და ახერხებენ მოდური ტენდენციების შეთვისებას.მათ მოსწონთ დემოკრატიული სტილი,გაჭაღარავებამდე ატარებენ ჯინსებს,ქურთუკებს და სვიტერებს.ტყუპებს არ მოსწონთ საქმიანი სტილი და მკაცრი კოსტიუმები.ქალ ტყუპებს უხდება აქსესუარები,რომელიც გეომეტრიულ ფორმებს მოიცავს და შესრულებულია თანამედროვე სტილში.ამ ნიშნის ადამიანები დიდი სიამოვნებით ატარებენ სინთეტიკურ ქსოვილს.ძირითადად ზამთრისათვის ირჩევენ სინთეტიკურ ქურთუკებს და არა ნატურალურ ბეწვს.


კირჩხიბი-ძალინ იშვიათად მისდევენ მოდას,აქვთ საკუთარი რომანტიული სტილი.უპირატესობას ანიჭებენ თავისუფალ სტილს.არ მოსწონთ მკაცრი სილუეტები,ამჯობინებენ ფართო გაშლილ ტანისამოსს.ქალი- კირჩხიბის გატაცებაა ნაციონალური სტილის ტენდენციები.ამ ნიშნის წარმომადგენლებს უხდებათ შალი,გრზელი კაბები და აქსესუარები ტრადიციულ სტილში.მამაკაცებს მოსწონთ საშინაო სპორტული კოსტუმები.კირჩხიბი ვერ იტანს სინთეტიკურ მასალას უპირატესობას ანიჭებენ ნატურალურს.






ლომი-ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.გამოირჩევიან არამხოლოდ ბუნებრივი სილამაზით,არამედ ჩაცმის სტილითაც.ლომისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი,ინდივიდუალური სტილის წარმოჩენა.ლომები ფულს არ ზოგავენ ძვირფასი აქსესუარებისათვის,განსაკუთრებით ოქროსა და ვერცხლს ანიჭებენ უპირატესობას.მამაკაცები ყოველთვის ყველაზე უკეთ გამოიყურებიან.ამიტომაც შეიძლება ითქვას ლომები არ მისდევენ მოდას,ისინი მას ქმნიან!


ქალწული-ქალწულის სტილს შეიძლება ვუწოდოთ საქმიანი, მათ მოსწონთ სიმარტივე და რაციონალიზმი ტანსაცმელსი მათ კარგად გამოსდით ერთი და იგივე ტანსაცმლის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება.ქალწულები არ იხარჯებიან ტანსაცმელში,პირიქით ისინი ეკონომიურად უყურებენ ამ საკითხს,ძვირფასი აქსესუაერების მიმართ გულგრილნი არიან.მათ ყურადღებას იპყრობს ორიგინალური ბიჟუტერია.მამაკაცებს არ აინტერესებთ მოდა.ქალწულების სტიქიაა-კოსტიუმი და პიდჯაკი.



სასწორი-ყველაზე ელეგანტური ნიშანია.ამ ნიშნის ქვეშ იბადებიან ყველაზე ცნობილი დიზაინრები და მოდელიორები.ქალებს უხდება საღამოს კაბები,ბრწყინავი აქსესუარები.უპირატესობას ანიჭებენ პასტელის ტონებს.სასწორი დიდად არ ეთაყვანება საქმიან სტილს.


ღრიანკალი-იდუმალებით მოცულ ქალს უყვარს თავისი ფიგურის დემონსტრირება ამიტომაც მოსწონთ დეკოლტე.მათ მოსწონთ მასიური აქსესუარები.მამაკაცი მოდას არ მისდევს,მაგრამ გარკვეულ სტილს ემორჩილება,არ მოსწონა ახალგაზრდული სტილი და გამომწვევი ფერები,უპირატესობას ანიჭებენ მუქ,შავ ფერებს.ღრიანკალს არ მოსწონს მკაცრი კლასიკა.



მშვილდოსანი-იშვიათად აქვთ სტილის შეგრძნება,არ აინტერესებთ მოდა.მაგრამ რადგანაც ყოველთვის მაღალ თანამდებობებზე უხდებათ მუშაობა,უწევთ გარდერობის განახლება.მამაკაცებს უძნელდებვათ საქმიანი კოსტიუმების ჩაცმა,მაშინაც კი რაიმე დეტალს უმატებენ რათა სტილი გამოკვეთონ.



თხის რქა-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მოსწონთ მუქი ფერები.შავ,ნაცრისფერ და მუქი-ლურჯი ფერია სამოსში თავს კომფორტულად გრძნობენ.მათ ძალიან უხდებათ კოსტიუმები და ფორმის ტანსაცმელი.თხის რქას საკუთარი სტილი აქვს, რომელსაც ყველა ვერ გაიგებს.ქალებს არ იტაცებს მაკაჟი,თავს არ იტვირთავენ აქსესუარებით,მაგრამ მოსწონთ ძვირფასეულობა,განსაკუთრებით კი ძველებური.


მერწყული-
"ტანსაცმელი ადამიანისათვის და არა ადამიანი ტანსაცმელისთვის”-ეს მათი დევიზია.ისისნი არ ატარებენ ზვირფას ტანცაცმელს და აქსესუარებს.არ უყვართ ნივთებზე ზრუნვა.გამოირჩევიან ექსტრავაგანტული სტილით





თევზები-რომანტიული არსებები არიან.ქალებს მოსწონთ ნაზიტონები.არ უხდებათ ბიჟუტერია,სასურველია ნატურალური ქვების ტარებია.მამაკაცები ან პროფესიონალურ დონეზე სწავლობენ,ან საერტოდ არ აინტერესებთ.ზოგჯერ საერტოდ არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ გარეგნობას,მაგრამ აუცილებლად გამოთქვამენ შენიშვნებს სხვების მიმართ.

(wyaro ucnari...)
კატეგორია: სხვა | ნანახია: 2706 | დაამატა: xattia | რეიტინგი: 1.5/2
სულ კომენტარები: 6
6 - ავტორი: mariko
(მასალა) თარიღი: (2011-06-20 9:17 PM)




0



პასუხი
me kuro vaar