"ზღაპრული ცხოველები.სად ვიპოვოთ ისინი.”
ნიუტ სკამანდერი.სპეციალური გამოცემა ალბუს დამბლდორის წინასიტყვაობით.
ეს წიგნი ეკუთნის ჰარი პოტერს,აგრეთვე რონ უისლისაც,იმიტომ,რომ თავისი წიგნი სრულიად გამოუსადეგარია.
და რატომ არ ყიდულობ ახალ წიგნს?
წერე შენი სახელმძღვანელოთი.ჰერმიონი.
მყრალა_ბომბების ყიდვას ჯობდა წიგნი გეყიდა.
მყრალა_ბომბები უფრო მაგარია…
ჰარის უყვარს მტირალა მირტლი!
მრავალფეროვნებისთვის,უისლი ჩემს წიგნში ერთხელ მაინც ჩამოწერე რაიმე ხეირიანი გუნდები.
სარჩევი
1)ავტორის შესახებ
2)ალბუს დამბლდორის წინასიტყვაობა
3)ნიუტ სკამანდერის შესავალი
4)წიგნის შესახებ
5)რა არის ცხოველი?
6)მცირედი ზღაპრულ ცხოველებში გათვითცნობიერებულ მაგლებზე
7)ჯადოსნურ არსებათა მიჩქმალვა
8)რატომ არის საჭირო მაგიზოოლოგია
9)მაგიის სამინისტროს კლასიფიკაცია
10)ზღაპრული არსებები ანიდან_ჰაემდე
ავტორის შესახებ
ნიუტონ("ნიუტ”)არტემის ფიდო სკამანდერი ქვეყნიერებას მოევლინა 1897.მას ჯადოსნური არსებებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუღვივდა,ჯიშიანიჰიპოგრიფების მომთვინიერებელი მშობელი დედის
წყალობით.ჰოგვორტსის ჯადოქრობისა და მაგიის სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუტმა მუშაობა დაიწყო მაგიის სამინისტროში,ჯადოსნური არსებების რეგულირებისა და კონტროლის დეპარტამენტში.აქედან მოყოლებული,ორი წლის მანძილზე მუშაობდა შინაური ელფების აღმრიცხველ სამმართველოში და რომელსაც იxსენიებს,როგორც”საშინლად მოსაწყენს”.ამის შემდეგ,ის გადაიყვანeს ცხოველთა დივიზიაში,სადაც ჯადოსნური არსებების შესახებბრწყინვალე ცოდნამხელი შეუწყო სამსახურში მის მალევე დაწინაურებას.
სწორედ ნიუტ სკამანდერს ეკუთნის 1947 წლიდან შემოღებულიმაქციების რეესტრის შექმნა.ის ყველაზე მეტად ამაყობდა 1965 წელს მიღებული ექსპერიმენტალური გამრავლების აკრძალვის გამო,როდესაც დიდ ბრიტანეთში შეწყვიტეს ისეთი მონსტრების ჯიშის გამრავლება,რომელიც არ ექვემდებარებოდა გაწვრთნას.დრაკონების იზოლირებისა და საძიებო ბიუროში მუშაობისას მისტერსკამანდერს ხშირადუხდებოდა საზღვარგარეთ წასვლა.ეს იყო ერთ_ერთი გზა უხვად შეეგროვებინა ინფორმაცია მსოფლიო ბესტსელერისტვის”ზღაპრული ცხოველები.სად ვიპოვოთ ისინი”,რომელიც ამჟამად 52-ე რედაქციით გამოდის.
ნიუტ სკამანდერი 1979 წელს დააჯილდoეს მერლინის მეორე ხარისხის ორდერით,ჯადოსნურიარსებებისა და მაგიზოოლოგიის შესწავლის საქმეშიფასდაუდებელი ღვაწლის გამო.ამჟად ის, გავიდა რა პენსიაზე,ცხოვრობსდორსეტში,თავის მეუღლე პორპენრინასთან დასაყვარელ შინაურ ნიზლებთან:ხტუნიასთან,მილისა და ბოქრიორასთან ერთად.