კრიტიკოსები იშვიათად არიან კმაყოფილები ფილმის სერიული გაგრძელებით, ანუ შემდგომი სერიებით. მაგრამ ‘იქს-ადამიანები: პირველი კლასის’ შემთხვევაში სულ სხვანაირად მოხდა.
ვაშინგთონ ფოსთი: ‘იქს-ადამიანები’ გამოირჩევა მდიდარი ნარატით და რეალობისგან იშვიათი დისტანციით, რაც ასე ძალიან სჭირდება ფანტასტიკური ჟანრის ფილმებს. კარგად შექმნილი ატმოსფერო და კარგი ‘ექშენი’, კინოდან გამოსვლის შემდეგ, დატვირული მოგზაურობის ეფექს იძლევა’.
ნიუ-იორკ დეილი ნიუსი: ‘ფილმი კარგი საყურებელია… ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ის მაშინვე ითრევს მაყურებელს მუტანტების სამყაროში… ის არის მასშტაბური, ეფექტური და რაც მთავარია გონებმახვილური’… ვოლ სთრით ჟურნალი: ‘ფილმი ისეთი სანახაობაა, რომ არასდროს დაგენანებათ ბილეთში გადახდილი ფული. ის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გართობა იქნება თქვენთვის და კიდევ კარგი ფილმის ნახვის მძაფრ აპეტიტს დაგიტოვებთ’.
განსაკუთრებული მოწონება იყო მსახიობ ჯეიმს მაკავოის მიმართ, პროფესორ ჰავიერის როლში. ის მართლაც არაორდინალური გმირის სახეა; ეს მსახიობი ყოველთვის რეჟისორის(მეთიუ ვოუ) ფავორიტი იყო და ფილმზე დამტკიცების შემდეგ ისინი თითქმის ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებას რიგ საკითხებზე. მაგალითად მაგნეტოს როლზე მათ მსახიობი ერთად შეარჩიეს.
‘მე ძალიან მიყვარს იქს-ადამიანების სამყარო’… ამბობს რეჟისორი; ‘ხშირად მეკითხებიან: როგორია ჩემი მუშაობის სტილი? ის ძალიან მარტივია, მე მხოლოდ მინდა რომ კარგად მოვყვე ამბავი, ამიტომ ჩემ ფილმში ყველა კადრი ამისთვის მუშაობს’.
|