x-ადამიანები ‘marvel’-ის ერთ-ერთი საუკეთესო კომიქსია. ისისი სუპერ-გმირები არიან; მზარი ანტი-მუტანტური ტალღის დროს, პროფესორმა იქსევიერმა შექმნა თავშესაფარი ვეტჩესტერის ოლქში, რათა იქ გაეწვრთნა ახალგაზრდა მუტანტები, თავიანთი ზალების კაცობრიობის სასიკეთოდ გამოყებნებაში და რათა დაემტკიცებინა, რომ მუტანტებს შეუძლიათ გახდნენ გმირები. იქსევიერმა ერთად შეკრიბა ციკლოპი, ყინულის კაცი, ნაგელოზი, მხეცი, ჯინ გრეი და უწოდა მათ X-ადამიანები; რადგან ისინი ფლობდნენ ზებუნებრივ ძალებს ე.წ. ‘იქს-გენის’ წყალობით, რაც ნორმალურ ადამიანებს არ გააჩნიათ. გუნდის სახელწოდება X-ი სწორედ ამ ზებუნებრივ ძალაზე მიანიშნებს.
როგორც ცნობილია მუტაცია რადიო-აქტიული გამოსხივების შედეგად ვითარდება და X-ადამიანების მშობლები სწორედ ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობდნენ შეერთებული შტატებისთვის.
ეს კომიქსი თავის დროზე მწერალ სტენ ლის და მხატვარ ჯეკ კირბის მიერ არის შექმნილი.
პიველად ეს კომიქსი 1963 წელს გამოიცა და მას შემდეგ უამრავი რამ (სატელევიზიო სერიალი, მუსიკა, ფილმები) არის მის მიხედვით შექმნილი.
მხატრვრული ფილმების ბოლო სერია 2011 ჯერ არ უნახავს მაყურებელს; ის კინოთეატრებში 23 ივნისს გამოდის. ეს უკანასკნელი, ისევე როგორც წინა სერიები დაუვიწყარ სანახაობას და ფანტაზიის ზრაპრულ ლაბირინთებს გვთავაზობს.
|