wonderful lovestory(part 11) - 15 მაისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » მაისი » 15 » wonderful lovestory(part 11)
6:24 PM
wonderful lovestory(part 11)
ოთახში სელენა და ჯასტინი დავინახე. სელენა მას კოცნიდა. თვალებში დამიბნელდა, თავი ვეღარ შევიკავე და ძირს დავეცი. ჯასტინი მომვარდა, სახეზე მეფერებოდა. როგორც იქნა გავაანალიზე ყველაფერი და ჯასტინს ხელი ვკარი. სელენას ირონიით აღსავსე სახე შევნიშნე. ოთახიდან ტირილით გავვარდი. ჯასტინი გამომეკიდა. გიჟივით ყვიროდა:

- თაკო გთხოვ მომისმინე, ყველაფერს აგიხსნი. ხელი ჩამავლო და ცრემლებს მწმენდდა, - ჯასტინ თავი დამანებე, რა უნდა ამიხსნა, დავინახე სელენას როგორ კოცნიდი. მე მეგონა რომ გულწრფელად გიყვარდი, შენი მჯეროდა, მაგრამ თურმე მწარედ ვცდებოდი. ასე რატომ მომექეცი? გულში ლახვარი რატომ გამიყარე? მე ხომ უზომოდ მიყვარდი. რატომ მიღალატე? – არა თაკო მე მიყვარხარ, გთხოვ მომისმინე, ყველაფერს აგიხსნი. – არა ჯასტინ გთხოვ ნუღარ მტანჯავ. ეს ვუთხარი და გამოვიქეცი. აღარ მინდოდა გული მტკენოდა.რომ მოვდიოდი ჯასტინის ხმა გავიგონე: " გთხოვ თაკო, ნუ მიმატოვებ, მე უშენოდ ვერ გავძლებ, მიყვარხარ და მუდამ მეყვარები” რომ მოვდიოდი ცაზე გაიელვა და საშინელი წვიმა წამოვიდა. მე ვტიროდი და წვიმაში მოვრბოდი. სახლში ტირილით შევედი, ერთიანად სველი ვიყავი და ვკანკალებდი. ჩემები მომცვივდნენ და მეკითხებოდნენ – რა მოხდა თაკო? – მე არაფერი მითქვამს მათთვის, დაჩოქილი ვიყავი და ტირილს არ ვწყვეტდი. ვყვიროდი: - "ასე რატომ მომექცა, მე ხომ მიყვარდა” მშობლები კითხვას მიმეორებდნენ, მარი სახეზე მეფერებოდა. მამამ ხელში ამიყვანა და საწოლში ჩამაწვინეს, მერე რა მოხდა აღარ მახსოვს, ბოლოს მხოლოდ ექიმი დავინახე და ჩამეძინა. თაკო, თაკო როგორ ხარ? – დედააა, ცუდად, სუსტად ვარ. – თაკო რა მოხდა გუშინ, ჯასტინთან, მომეჩვენა რომ მან გაგანაწყენა. – გთხოვ დედა მისი სახელი აღარ მიხსენო... ეს ვუთხარი და ტირილი წამსკდა, - თაკო ძვირფასო მომიყევი. მე გადავწყვიტე მისთვის ყველაფერი მომეყოლა, რადგან დედას ყოველთვის შეეძლო დავემშვიდებინე. არც ეხლა შევმცდარვარ, მისმა ტკბილმა საუბარმა ცოტა დამამშვიდა, მაგრამ გატეხილი და დაჭრილი გული ვერ მომიშუშა... იმ დღეს თითქმის სულ მეძინა, მეორე დილით უკვე შემეძლო საწოლიდან წამოდგომა, მაგრამ ვინ დაგანება. ის ის იყო დედა ჩემი ოთახიდან გავიდა და ადგომა დავაპირე რომ ოთახში ნაცნობმა მზერამ შემოანათა. ამ მზერის დანახვას არ ველოდი და საშინლად ავფორიაქდი. ეს ჯასტინი იყო, - თაკო შეიძლება? უნდა დაგელაპარაკო, ასე არ შემიძლია, ასე ვერ გიყურებ, გთხოვ მომის.. არაა ეხლავე დატოვე ჩემი სახლი, დამივიწყე, ჩემი სახელი დაივიწყე, ჩემი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ჯობს სელენასთან წახვიდე და ისევ განაგრძოთ ჩემი დაცინვა " რა კარგად მოვატყუეთო” – თაკო გთხოვ ეს ასე არაა, შენ არ გესმის. – ყველაფერი მშვენივრად მესმის ჯასტინ, ამას რომ ვეუბნებოდი ისე ვუყვირე მას აღარ უცდია რამე ეთქვა ჩემთვის, ცრემლიანი თვალები შემომანათა,

მერე თავი ჩაღუნა და უხმოდ გავიდა ჩემი ოთახიდან, გული ძალიან მეტკინა, ჩავიკეცე და ხმამაღლა ვტიროდი, ოთახში ჩემები შემოვიდნენ მაგრამ მე ისეთი გაღიზიანებული და გულნატკენი ვიყავი მათ ვუყვირე და ოთახიდან გავიდნენ, ჩემს თავს ვერ ვცნობდი, დღითიდღე უფრო ცუდად ვგრძნობდი თავს, ჯასტინი საშინლად მენატრებოდა, მასთან გატარებული ბედნიერი წუთები მახსენდებოდა და გული უფრო და უფრო მტკიოდა, "რატომ მიღალატა?” სულ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში და ფიქრების ლაბირინთში ვიკარგებოდი... მინდოდა ყველაფერი მიმეტოვებინა და აქედან გავქცეულიყავი, ყველასგან შორს ვყოფილიყავი, ჩემს თავთან მარტო დავრჩენილიყავი და განუწყვეტლივ მეტირა, მე ჯასტინი ძალიან მიყვარდა მაგარამ ვხვდებოდი, რომ ვკარგავდი და ეს უფრო მეტად მტკენდა გულს  ... იმ ღამეს ბევრი ვიფიქრე და საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე. დილით ეს გადაწყვეტილება მშობლებს და გოგოებს გავაცანი და მე და დედამ წამოსვლა გადავწყვიტეთ.
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 825 | დაამატა: prettygirl | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
7 - ავტორი: selly_marie
(მასალა) თარიღი: (2011-05-15 7:46 PM)




0



პასუხი
magariaa