wonderful lovestory(part 10) - 15 მაისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » მაისი » 15 » wonderful lovestory(part 10)
5:59 PM
wonderful lovestory(part 10)
დილით თვალები რომ გავახილე ჯასტინის სახე დავინახე და დავიყვირე – ჯასტინნნ, აქ რას აკეთებ?... – შენ გიყურებ (იცინის)


დედაშენმა მითხრა, რომ გამეღვიძებინე ძილისგუდა, მაგრამ ძალიან საყვარლად გეძინა და შემეცოდე გასაღვიძებლად, თანაც იცი ძილში ჩემი სახელი ახსენე. – რა? მე შემრცხვა და ლოყები გამიწითლდა, მაინც რა ვთქვი? – თქვი, რომ გიყვარვარ. – ეგ ხომ ისედაც იცოდი და გავუღიმე. – გუშინდელის გამო კიდე მიბრაზდები? ისე შემომხედა სიცილი ამივარდა. – არა აღარ გიბრაზდები, იმიტო რომ მიყვარხარ. მერე მისი ხელები ავიღე, თვალებზე ავაფარე და ყურში ვუთხარი – თვალები არ გაახილო. სწრაფად ავდექი და ჩაცმა დავიწყე, ჯასტინი თითებიდან იჭყიტებოდა – ჯასტინ ! – რა იყო (იცინის) – ნუ იჭყიტები  ჩაცმა რომ დავამთავრე მასთან მივედი, შუბლზე ვაკოცე და ვუთხარი შეგიძლია გაახილო თვალი. ჯასტინმა თვალები გაახილა და მისი ხელის ერთი მოძრაობით მის კალთაში ავღმოჩნდი. ჯასტინნნნ! – რა იყო? – არაფერი, იცი როცა შენთან ვარ თავს დაცულად ვგრძნობ. ეს რომ ვუთხარი მას გაეცინა და გულში ჩამიკრა. მე ავდექი და სარკესთან მივედი, ტუჩის საცხს ვისვამდი, ჯასტინი ჩემთან ახლოს მოვიდა. დებილივით მიყურებდა და ტუჩემს ენით ილოკავდა.

უცებ თავში გიჟურმა აზრმა გამიელვა, რომ არ გამეკეთებინა არ შემეძლო... ახლოს რომ მოიწია მე საცხი ლოყაზე მოვაცხე, - რა, რა გააკეთე? – რა გავაკეთე? ვუთხარი და თან სიცილს არ ვწყვეტდი  ჯასტინი ჩემსკენ სიცილით წამოვიდა, მე ყვირილით გავიქეცი, ისიც გამომეკიდა. მთელ სახლში დავრბოდით და იქაურობა თავდაყირა დავაყენეთ. ბოლოს ჯასტინმა მაინც დამიჭირა და სამაგიერო კოცნით გადამიხადა  შემდეგ მე და ჯასტინი ერთად ვსეირნობდით ხელი-ხელ ჩაკიდებულები. ის დღე ძალიან მხიარულად გავატარეთ. საღამოს მან შინ მომაცილა. მე გადავეხვიე და ის ის იყო რომ შინ უნდა შევსულიყავი დავუძახე – ჯასტინ. ჯასტინი შემობრუნდა. მე მისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე. მან მაკოცა და ვუთხარი. – უზომოდ მიყვარხარ... – მეც თაკო და გამიღიმა. შინ შევედი, ჩემს ოთახში ავირბინე, შხაპი მივიღე და საწოლში ჩავწექი. ჩემს ბედნიერებაზე ვფქირობდი, მეშინოდა ეს სიხარული არ გამქრალიყო. ამაზე ვფიქრობდი და ჩამეძინა. დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ჯასტინის მესიჯი იყო: "თაკო გარეთ გამოდი საყვარელო” ინტერესმა შემიპყრო ფანჯრიდან გადავიხედე და ჯასტინი დავინახე მოტოციკლით. მე სწრაფად მოვწესრიგდი და ქვევით ჩავირბინე, კარი ჩუმად გავაღე, არ მინდოდა ჯასტინს ხმა გაეგო. ჩუმად მივეპარე, თვალებზე ხელი ავაფარე და ლოყაზე ვაკოცე. ჯასტინი ჩემსკენ შემობრუნდა და გადამეხვია. – როგორ ხარ ლამაზო? – კარგად ჯასტინ, - გინდა მოტოციკლით გავისეირნოთ?მე მოტოციკლის ყოველთვის მეშინოდა მაგრამ ეს არ შევიმჩნიე და დავთანხმდი. ჯასტინის უკან ვიჯექი, უჰჰჰ ძალიან მეშინოდა და ჯასტინს მაგრად ვუჭერდი ხელს. ჯასტინს თითქოს ეს სიამოვნებდა და იღიმებოდა. – ჯასტინ სად მივდივართ? – უნდა მოგიტაცო. (იცინის) – სერიოზულად  - ჩემს ჩამწერ სტუდიაში. – იქ რა გვინდა? – სიურპრიზია. – კარგი. ეს ვუთხარი და ისევ მაგრად მოვხვიე ხელები და თავი მხარზე დავადე. უკვე მივედით. ჯასტინმა წელზე ხელი მომხვია და სტუდიაში შევედით. იქ რაიანი და დრეიკიც იყვნენ. ორივემ ერთად დაიყვირა ჩემი გოგო და გადამეხვივნენ. მერე მე პუფში ჩავჯექი და ჯასტინს ვკითხე – აბა რა არის შენი სიურპრიზი? მან გიტარა აიღო და სიმღერა დაიწყო, სიმღერა სიყვარულზე იყო, ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნო მელოდია ჰქონდა. ჯასტინი მთელი გრძნობით მღეროდა და თან თვალს არ მაცილებდა. გულში ჩამწვდომი მზერა ჰქონდა. ჯასტინმა სიმღერა რომ დაამთავრა დადუმდა და ღიმილით შემომხედა... მე ხმას ვერ ვიღებდი, ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი. დუმილის შემდეგ ჯასტინმა თქვა, ეს სიმღერა შენ დაგიწერე. ეს რომ თქვა სახე გაუნათდა. – ჯასტინ მე, მე გაოცებული ვარ, არაჩვეულებრივი იყო. თაკო მე მინდა ეს სიმღერა ერთად შევასრულოთ ჩემს კონცერტზე ერთ კვირაში. – დიდი სიამოვნებით ჯასტინ, მე არც კი ვიცი რა გითხრა ეს უნაკლო იყო. ჯასტინმა გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. მე და ჯასტინი დიდი მონდომებით ვემზადებოდით კონცერტისთვის ყოველდღე დავდიოდი მასთან სტუდიაში და სიმღერას ვწერდით. ერთ დღეს სტუდიაში მივედი და კარი რომ გავაღე თავზარი დამეცა, აღქმის უნარი დავკარგე და ლამის მუხლები ჩამეკეცა...
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 675 | დაამატა: prettygirl | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 - ავტორი: selly_marie
(მასალა) თარიღი: (2011-05-15 7:47 PM)




0



პასუხი
magaria