Who Loves Cackes? - 4 აპრილში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აპრილი » 4 » Who Loves Cackes?
9:29 PM
Who Loves Cackes?

ტორტი დათუნია

ათქვიფეთ 250 გრამი კარაქი, დაამატეთ ერთნახევარი ჭიქა შაქარი, 4 კვერცხი, 200 გარმი არაჟანი, 2 ჭიქა ფქვილი სოდა ძმრით. ცომი გაყავით ორად. ერთი ნახევარი ჩაასხით ქვაბში, მოაყარეთ 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი, ზემოდან მოასხით ცომის მეორე ნახევარი. შედეთ გაზქურაში და როცა გამოცხვება მოასხით შოკოლადის გლაზური.



შავი ტორტი

ერთ ჯამში აურიოთ 2 ჭიქა ფქვილი, 2 ჭიქა შაქარი, 6 ს.კ. კაკაო, 1 ჩ.კ. სოდა და ვანილი. ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ 5 კვერცხისა და 2 ჭიქა შაქრის გოგლი-მოგლი, დაუმატოთ 1 ქილა მაწონი და პირველ ჯამში მომზადებული ნარევი. გავაკეთოთ არაჟნის სისქის ცომი, დავასხათ ცხიმმოსმულ, ფქვილმოყრილ ტაფაზე. გამოვაცხოთ 5 ფენა, მე-5 მოსაფხვნელად. ფენები დავნამოთ და გაუკეთოთ მოხარშული კრემი. კ რ ე მ ი: 1 ლიტრი რძე, 1 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა ფქვილი მოვხარშოთ და როცა გაცივდება შევათქვიფოთ 1 კოლოფი კარაქი და ვანილი.



ნიგვზის ტორტი

კვერცხის გული კარგად გათქვიფეთ შაქრის ფხვნილში, შიგ აურიეთ დანაყილი ნიგოზი, პურის ფქვილი და კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა, ყალიბს წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ დანაყილი ორცხობილა, მოაქციეთ შიგ მომზადებული მასალა და და შედგით ღუმელში გამოსაცხობად. როცა გამოცხვება, ცოტა შეაგრილეთ, მერე ყალიბიდან ამოიღეთ და მოაყარეთ დანაყილი შაქრის ფხვნილი, ან ტორტი გაჭერით ორ ფენად, ზედ წაუსვით მოხარშული შოკოლადის ან კაკაოს კრემი, მერე ფენები შეაერთეთ და ზედაპირი მორთეთ კარაქნარევი იმავე კრემით. მ ა ს ა ლ ა: კვერცხი - 4 ცალი, შაქრის ფხვნილი - 1 ჩ.ჭ., დანაყილი ნიგოზი - 1 ჩ.ჭ., პურის ფქვილი - 1/2 ჩ.ჭ., დანაყილი ორცხობილა - 1 ს.კ., ცხიმი ფორმის წასასმელად, ცალკე მასალა კრემისთვის.



ტორტი დღე და ღამე

3 კვერცხი, 1-12 ჭიქა პესოკი, 2 ქილა არაჟანი, 1 ჩაის კოვზი სოდა ძმარში გახსნილი , ცოტა მარილი, ვანილი, 2 ჭიქა ფქვილი. გამოვაცხოთ 3 ნაწილად, ამათგან ერთში ავურიოთ კაკაო და გამოვაცხოთ. კრემი: 2 ქილა მოხარშული სგუშონი, 150გრ. კარაქი და ვანილი.


ტორტი ადვილი

100 გრ კარაქი და 150 გრ შაქარი, ცალი კვერცხის გული და ვთქვიფოთ 10 -15 წუთი, დავუმატოდ ვანილი და 150 გრამი ფქვილის 25 გრ სახამებელის და 25 გრ სოდის ნაზავი და ისევ ვთქვიფოთ 15 წუთის განმავლობაში. 4 ვერცხის ცილა ავთქვიფოთ და დავუმატოდ 100 გრ შაქარი და ვანილი, ისე ავთქვიფოთ რომ გამოვიდეს სქელი ბეზე. გავაცხელოდ ტორტის ფორმა წავუსვათ კარაქი და ფირფიტასავით გავაბრტყელოდ ნამხვრის ცომი და თავზე დავასხად ბეზე, ამ მასას თავზე მოვაყაროდ გახეხილი ნუში და 30 წთ შევდგათ ღუმელში საშუალო ცეცხლზე. ნამცხვარი მარტივი და გემრიელია.


ფორთოხლის ტორტი

ინგრედიენტები 10 კვერცხი 3.5ჩჭ შაქარი 300 გრ კარაქი 1 ჩჭ ნიგოზი 4ც ფორთოხალი 500 გრ ორცხობილა 1 ჩკ სოდა ძმრით 10 კვერცხის ცილის და 3.5 შაქრის გოგლიმოგლში თანდათან შევურიოთ გული, 300გრ გამდნარი კარაქი, 1ჩჭ ნიგოზი და 500 გრამი საკეპ მანქანაში გატარებული ორცხობილა. 4 ც მოხარშული მანქანაში გატარებული ფორთოხალი, (ფორთოხალი ვხარშოთ 20 წთ). 1ჩკ. სოდა ძმრით და ვანილი. ცომი გავყოთ 2 ნაწილად და გამოვაცხოთ ცალცალკე. კრემი ნებისმიერი სურვილისამებრ.


პოლროფსონი

5 კვერცხი, 3 ჭიქა ფქვილით გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავუმატოთ 3 ს/კოვზი კაკაო და ავურიოთ, შემდეგ 150 გრ გამდნარი მარგარინი- ავურიოთ, 2 ჩაის კოვზი სოდა ძმრით,-ავურიოთ, დავუმატოთ 3 ჩაის ჭიქა ფქვილი. ცომი ორ ნაწილად გამოვაცხოთ. კრემი: 300 გრამი კარაქი ამოვიყვანოთ, დავუმატოთ 1 ცალი სგუშიონი. შეიძლება თეთრი და მოხარშული სგუშიონიც.



ტორტი "უცნობი"

ავიღოთ 10-ი ცალი კვერცხის ცილა, კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ 10-ი სუფრის კოვზი შაქარი, დავუმატოთ კვერცხის გული, 1-ი ცალი ვანილი, 1-ი სუფრის კოვზი სოდა ძმარში გახსნილი და 1-ი ცალი კაკაო. შემდეგ ფრთხილად ავურიოთ 10-ი სუფრის კოვზი ფრქვილი. მიღებული მასა გავყოთ ორ ნაწილად და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე. გამომცხვარ ბისკვიტებს წავუსვათ კრემი, ზევიდან დავასხათ შოკოლადის მინანქარი.

"ოლიმპია"

7 ცალი კვერცხი, 7 სადილის კოვზი შაქრის ფხვნილი, 50 გრამი შოკოლადი, 1 სადილის კოვზი ფქვილი.
კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქრის ფხვნილთან ერთად. დაუმატეთ დარბილებული შოკოლადი, ფქვილი და ბოლოს-კვერცხის ცილა, რომელსაც წინასწარ მაგრად ათქვეფთ. გამოაცხვეთ ოთხ მრგვალ ნაწილად. მორთეთ კაკლის კრემით, შოკოლადითა და ნუშით.
კაკლის კრემის მოსამზადებლად საჭიროა: 200 გრამი კარაქი, 4 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 100 გრამი შესქელებული რძე, 1 ცალი კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი კონიაკი.
ავთქვიფოთ კარაქი, დავუმატოთ შესქელებული რძე, კონიაკი, ათქვეფილი კვერცხის ცილა. ერთხელ კიდევ კარგად ავურიოთ ერთმანეთში და ბოლოს ჩავუმატოთ ნიგოზი.
შოკოლადის მოსამზადებლად საჭიროა: 200 გრამი კარაქი, 1/8 ლიტრი წყალი, 1 ჩაის კოვზი კაკაო.
აურიეთ ერთმანეთში შაქარი და კაკაო. დაასხით წყალი, გახსენით და წამოადუღეთ. გადმოიღეთ ცეცხლიდან, ცოტა გააგრილეთ (60-80) გრადუსამდე და პერიოდულად ურიეთ ხის კოვზით. ჯერ კიდევ თბილი დაასხით ტორტის ზედაპირს და მოაყარეთ გახეხილი ნუში.


ტორტი

150 გ ფქვილი, 1/3 ჩ/კ მარილი, 90 გ. მარგარინი, ნახევარი ჭიქა წყალი, 100 გ. შაქარი.
შიგთავსის მოსამზადებლად საჭიროა: 300 გ ხაჭი, 100 გ არაჟანი, 80 გ შაქარი, 3 კვერცხი და 100 გ კივი, 100 გ მწვანე ვაშლი.
ჯამზე დაყარეთ ფქვილი, ხელით გააკეთეთ სიღრმე და მასში ჩაამატეთ გამლღვალ მარგარინში არეული შაქარი. თანდათან დაამატეთ წყალი და მოზილეთ ცომში. შემდეგ მას მიეცით სასურველი ფორმა, შედგით ჰაერღუმელში და გამოაცხვეთ 5-10 წუთის განმავლობაში. ხაჭო, არაჟანი ერთმანეთში აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვან მასად აქციოთ. მასში შეურიეთ ათქვეფილი კვერცხი და დაამატეთ გახეხილი ხილი. ღუმლიდან გამოიღეთ ნახევრად გამომცხვარი ბისკვიტი. მის შუაგულში მოათავსეთ ეს მომზადებული მასა, მერე კი ისევ შედგით ჰაერღუმელში და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში.

ხილის ტორტი

საჭიროა: 1 ქილა მაიონეზი, 2 ჩაის ჭიქა შაქარი, 3 ცალი კვერცხი, 100 გრამი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი კარაქი, 0,5 ჩაის კოვზი სოდა, 0,5 ჩაის ჭიქა ფქვილი.

მომზადების წესი:
ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა შაქართან ერთად. დავამატოთ მაიონეზი, არაჟანი, სოდა, ფქვილი და აურიოთ ყველაფერი ერთმანეთში. მიღებული ცომი გადავიტანოთ ცხიმმოსმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში, შემდეგ შევდოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. როდესაც ბისკვიტი მზად იქნება, გამოვიღოთ, შევაგრილოთ და გადავუსვათ რაიმე ჯემი და ზემოდან მოვაწყვოთ ხილი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და დარჩენილი შაქარი. მოღებული ბეზე გადავუსვათ ტორტს და შევდოთ ცივ ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე. როდესაც ბეზე კარგად შეშრება და დაიბრაწება მაშინ უკვე ტორტი მზად არის smile

ტორტი ''კლეოპატრა''

4 ჭიქა ფქვილი, 1/2 ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 100გრ ნაღების კარაქი, 2 ცალი კვერცხი, 1/2 ჩაის კოვზი სოდა, მარილი და ვანილი გემოვნებით. მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი დავფინოთ ქაღალდზე და გავასწოროთ. მასზე დავდოთ ფარში (გახეხილი ვაშლი შაქრით, ან დაკეპილი ქიშმიში მანქანაში გატარებულ შავ ქლიავთან ერთად), შემდეგ დავადოთ ცომის გაბრტყელებული და გასწორებული მეორე ნაჭერი და გამოვაცხოთ ფურნაკში 35-40 წუთი.
მზა ტორტს მოვასხათ ზევიდან ათქვეფილი ცილა შაქრით (2 კვერცხის ცილა და 3 სუფრის კოვზი შაქარი) და შევდოთ ფურნიკში კიდევ 15-20 წთ. ცილას შეიძლება შევურიოთ დაჭრილი ნიგოზიც.

''შოკოლადის'' ტორტი

შევურიოთ 150გრ ნაღების კარაქი 6 კვერცხის გულს. ნელ-ნელა დავუმატოთ 150გრ შაქარი და ვურიოთ 20-25 წთ. ნარევს დავუმატოთ გახეხილი შოკოლადი, 6 კვერცხის ათქვეფილი ცილა და 40გრ ფქვილი. გამოვაცხოთ, გაცივების შემდეგ გავჭრათ ორ ფენად და წავუსვათ ათქვეფილი ნაღები ან შოკოლადის კრემი. ზევიდან და გვერდებზე წავუსვათ შოკოლადის მინანქარი ან ათქვეფილი ნაღები.
შოკოლადის კრემი: ორთქლზე მოვხარშოთ სქელი კრემი 4 კვერცხის გულისა და 150გრ შაქრისგან. გახეხილი შოკოლადი შევურიოთ 100გრ ნაღების კარაქს, შემდეგ შევურიოთ ადრე მომზადებულ კრემს.


ფახლავა

სატენის მოსამზადებლად ავთქვიფოთ 4 კვერცხის ცილა, 2 ჭიქა შაქრის ფხვნილი და 200გრ წვრილად დაჭრილი ნიგოზი. ცალკე შევურიოთ ერთმანეთში 300გრ არაჟანი, 300გრ ნაღების კარაქი ან მარგარინი, 1/2 ჩაის კოვზი სოდა და 4 ჭიქა ფქვილი. ცომი გავყოთ 3 ნაწილად. გავათხელოთ სამივე ნაწილი, მათგან ყველაზე დიდი ჩავაფინოთ ტაფაზე და წავუსვათ სატენი. შემდეგ დავაფინოთ მეორე ფენა, წავუსვათ სატენი, დავაფინოთ მესამე ფენა, წავუსვათ სატენი და ქვედა ფენის ნაპირები ამოვკეცოთ ზევით.

ტორტი ''შორენა''

ავიღოთ 6 კვერცხის გული, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი კაკაო, 1 ჭიქა არაჟანი, 1 ჩაის კოვზი სოდა, 100გრ ნაღების კარაქი და 1 ჭიქა ფქვილი. ეს ყველაფერი შევურიოთ და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე 40-45 წთ. შემდეგ ნამცხვარი გავაციოთ, წავუსვათ კრემი.
კრემი: 6 კვერცხის ცილა და 1,5 ჭიქა შაქარი ავურიოთ.
კრემის წასმის შემდეგ შევდგათ 5 წუთით ქურაში, წავუსვათ შოკოლადის მინანქარი.
მინანქარი: 50გრ ნაღების კარაქი, 6 სუფრის კოვზი კაკაო, 3-4 სუფრის კოვზი წყალი ან რძე, 1/2 ჭიქა შაქარი.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 1363 | დაამატა: AnnE | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3
3 - ავტორი: ani_ani
(მასალა) თარიღი: (2011-04-06 9:25 PM)




0



პასუხი
crying crying crying crying mindaaa fdos fdos fdos question salute salute salute salute salute