-ეშლი რთულია ერთი და იგივე როლის თამაში? -არა, თუმცა ცოტა მოსაბეზრებელი. -შენ და სავანას რამე საერთო გაქვთ? -ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ორივეს საკუთარი გზა გვაქვს. მე არ გავზრდილვარ ისეთ მდიდარ ოჯახში როგორშიც სავანა გაიზარდა, აი ეს არის ერთ-ერთი დიდი გასხვავება. -ცეკვავ, მღერი და პარალელურად მსახიობიც ხარ. არის რამე რისი კეთებაც არ შეგიძლია? -ეს არის სპორტი -როდესაც სკოლაში მიხვედი ,,ჩიერლიდერებზე" როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა? -ჩვეულებრივი. დედაჩემი და ჩემი და იყვნენ ,,ჩიერლიდერები" სკოლაში და ახლა მე ვარ (იცინის) -სკოლაში ისეთივე პოპულარული იყავი როგორც სავანა? -არა. ძალიან მორცხვი ვიყავი. როდესაც ახალ სკოლაში მივედი, ვცდილობდი ყველასთან გამომენახა საერთო ენა, რაც ძალიან გამიჭირდა. -რომელ მსახიობთან გსურს მუშაობა? -ბევრთან. ესენი არიან: ჯონი დეპი, ჯენიფერ ენისტონი, კამერონ დაისი, ადამ სენდლერი და ა.შ -კომედია უფრო მოგწონს თუ დრამა? -ორივე ძალიან მომწონს.