ლედი გაგა HBO-ს ეთერში ატირდა,როცა ბავშვობა და მძიმე ყოველდღიური ყოფა გაიხსენა.მომღერალმა მაყურებელს თავისი მეორე,გაცილებით უფრო ფაქიზი მხარე უჩვენა.მასზე დოკუმენტური ფილმი საკონცერტო ტურის MONSTER BALL-ის დროს გადაიღეს. ''ხანდახან თავს უიღბლოდ ვგრძნობ,როგორც ოდესღაც სკოლაში ვგრძნობდი და ყოველ დილით,როცა საწოლიდან ვდგები,ჩემს თავს ვეუბნები,რომ სუპერვარსკვლავი ვარ და უნდა გავძლო,რომ ჩემი ფანებისთვის უნდა ვიყო ისეთი როგორიც მათ სურთ რომ ვიყო.მავანი მუდმივად ჩემს განადგურებაზე ოცნებობს მე კი სულ ბრძოლა მიწევს''.-ამბობს თვალცრემლიანი გაგა. ''ხალხი ჩემში მხოლოდპარიკსა და პომადას ხედავს და არ ესმით ჩემი.მინდა რომ მათი დედოფალი ვიყო,თუმცა ხანდახან ამს ვერ ვგრძნობ.სკოლაში მსუქანასმეძახდნენ და დამცინოდნენ რადგან დიდი ცხვირი და ხუჭუჭა თმა მქონდა''-ტიროდა მომღერალი.