ვალერი მელაძემ ფოტოგრაფი ცემა. მომღერალი ჯგუფ "ვიაგრას" სოლისტ ალბინა ჯანაბაევასთან ერთად ქუჩაში სეირნობისას ფოტოგრაფმა გადაიღო. ვალერი მელაძეს ნერვებმა უმტყუნა. უკმაყოფილო მომღერალი ფოტოგრაფს გაეკიდა და მისთვის აპარატის წართმევას ცდილობდა. "ვალერი თავს დამესხა და სიტყვის თქმის საშუალებაც არ მომცა. იგი ცდილობდა კამერა წაერთმია. ძალიან შემეშინდა და წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, ის ხომ ფიზიკურად ჩემზე ძლიერია", - ყვება დაშავებული ფოტოგრაფი. მას შემდეგ, რაც მელაძემ ფოტოგრაფს ფლეშბარათი წაართვა, შემთხვევის ადგილს გაეცალა. ფოტოგრაფმა კი პოლიცია გამოიძახა. "შემპირდნენ, რომ მომხდარს უყურედღებოდ არ დატოვებენ", - ამბობს ფოტოგრაფი. მელაძეს მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.