Uimedo Siyvaruli - 25 ივლისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივლისი » 25 » Uimedo Siyvaruli
11:16 AM
Uimedo Siyvaruli

ლექტორი : ახლა თავს ვეღარაფრით გავიმართლებ. ორიოდე სიტყვის თქმის ნება დამრთეთ!
მოსამართლე : გაუშვით! ილაპარაკოს!
ზურა მას ზიზღით უყურებდა, მის თვალებში შურისძიების ცეცხლი გიზგიზებდა და გიას რომ არ დაეჭირა, შეიძლებოდა მოეკლა კიდეც.
ლექტორი : იმედია თავს არ შეგაწყენთ. ამ ამბავს იმიტომ არ ვყვები, რომ თავი შეგაცოდოთ, არა, ასე არ იფიქროთ! უბრალოდ მინდა გულიდან ამოვანთხიო ის, რაც ამდენი წლის მანძილზე არავისთვის მომიყოლია. . . არც იმას გთხოვთ, რომ ჩემი ამბავი გულთან ახლოს მიიტანოთ, არც თავის გამართლებას ვცდილობ. უბრალოდ. . . არვიცი რატომ მინდა ამის მოყოლა, მაგრამ მაინც უნდა მოვყვე და ძალიან გთხოვთ, მომისმინეთ და მერე თუ გინდათ ქვები დამიშინეთ!
როცა ჩემი მშობლები დაქორწილდნენ, არცერთი მათგნი მდიდარი არ ყოფილა, უფროსწორად რომ ვთქვათ კი _ ორივე ძალიან ღარიბი. . . თუმცა მათ ერთმანეთი ნამდვილად უყვარდათ. მალე მეც გავჩნდი. დედაჩემი ძალიან ლამაზი იყო, ულამაზესი. . . ერთხელ მას შემთხვევით თვალი მოჰკრა ცნობილი სამოდელო სააგენტოს მფლობელმა, ძალიან მოეწონა და თავისთან მაღალანაზღაურებადი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა მოდელად სამუშაოდ. დედაჩემიც დასთანხმდა. . . რომ არ დასთანხმებოდა. . .თუმცა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს! როცა ეს მამაჩემმა გაიგო, ძალიან გაბრაზდა. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დედაჩემმა მეც მიმატოვა კარგი სამუშაოსა და მდიდარი საყვარლის გულისთვის. მაშინ მე 11 წლის ვიყავი. მამაჩემმა ლოთობა დაიწყო. გამუდმებით მცემდა და თავის უბედურებას მე მაბრალებდა, დღემდე ვერ ვხვდები რაში ვიყავი დამნაშავე. თუმცა მალე ისიც დაიღუპა. მეზობლებმა ბავშვთა სახლში მიმაბარეს. იქიდან კი ერთმა მდიდარმა ოჯახმა მიშვილა. უშვილოები იყვნენ და უბრალოდ მემკვიდრე უნდოდათ. უცხოეთის საუკეთესო სასწავლებლებში ვსწავლობდი, ყოველთვის საუკეთესო სტუდენტი ვიყავი, დიპლომები, სტიპენდიები, კონფერენციები. . . საბოლოოდ კი ჩემგან კარგი იურისტი დადგა. მაგრამ მთელი ცხოვრება რაღაც მაკლდა. . . ეს იყო სითბო, მშობლების სიყვარული. . . ფული ყოველთვის მქონდა, საკმარისზე მეტიც კი. მაგრამ მე ეს არ მაინტერესებდა. სიყვარული, სითბო მწყუროდა.
შემდგომში შევხვდი ერთ გოგონას, მართლა ძალიან ლამაზი იყო, მე, ვისაც ამდენი ხნის მანძილზე არავინ არ შემყვარებია, მან თავბრუ დამასხა. მის გარეშე ერთ წუთსაც ვერ ვჩერდებოდი, ყველგან ის მელანდებოდა. სარკეში ჩავიხედავდი და ჩემი სახის ნაცვლად, მის თვალებს ვხედავდი. მალე ჩემს გრძნობებში გამოვუტყდი, აღმოჩნდა, რომ მასაც ვუყვარდი, ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებოდა. მეც მეტი რა მინდოდა, ჩემს თავს ვაჯერებდი და თავი ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი მეგონა. შემდგომში მითხრა, რომ მოდელობა უნდოდა და ამისათვის თანხები ესაჭიროებოდა, ის კი საკმაოდ ღარიბი ოჯახიდან იყო. მე მის ამ სურვილზე, მძიმე მოგონებების მიუხედავად, თვალი დავხუჭე და ყველანაირად გვერდში დავუდექი. წარმატების მიღწევაში დავეხმარე. მაგრამ შემდგომში გაირკვა, რომ მას მხოლოდ ანგარება ამოძრავედა და მარტო ჩემი ფული უნდოდა. . . როდესაც ამას მივხვდი, იგი უკვე ძალიან მიყვარდა. უდიდესი იმედგაცრუება ვიგრძენი, ეს კი საშინელებაა. მე ხომ ის ანგელოზი მეგონა, ვაიდეალებდი და მის გარეშე ჩემი სიცოცხლე ვერ წარმომედგინა... ამიტომ ამ ამბის გაგების შემდეგ თავის მოკვლის ზღვარზე ვიდექი, მაგრამ არა. . . თავი არ მომიკლავს, რაღაცამ შემაჩერა. . . ჩემში რაღაც არაადამიანურამა ზიზღმა გაიღვიძა, როგორც ამბობენ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო, აქამდე ამის არ მჯეროდა, მაგრამ როცა საკუთარ თავზე გამოვცადე, იძულებული გავხდი დამეჯერებინა. სიძულვილი სიყვარულზე ძლიერია. ჩემი ზიზღი იყო მოდელებისადმი, ამ გრძნობამ შემიპყრო და გადავწყვიტე ყველა მოდელი, ვინც კი შემხვდებოდა, სიცოცხლეს გამომესალმებინა. ვიცი, ეს სიგიჟეა, ვიცი, მანიაკი ვარ, მაგრამ ჩემს თავს ვერ მოვერიე, მეტისმეტად სუსტი აღმოვჩნდი. თითოელი მკვლელობის ჩადენის შემდეგ ჩემი თავი უფრო მეტად მეზიზღებოდა, სარკეში ვეღარ ვიხედებოდი, ხოლო მაშინ, როცა ჩავიხედავდი, ვხედავდი ურჩხულს, რომელსაც არ ვიცოდი რა ერქვა. მემგონი მიხვდით, თუ რატომ იყო ყველა მსხვერპლი მოდელი. რატომ ჰქონდა ყველას 11_11 ჭრილობა? იმიტომ, რომ ყველა ჩემი უბედურება 11 წლის ასაკში დაიწყო, ვიცი, ეს სიგიჟეა და ამას სხვა ახსნა არ გააჩნია. სულ ესაა რისი თქმაც მსურდა, ეხლა კი როგორ გენებოთ, ისე განმსაჯეთ. ოღონც ძალიან გთხოვთ, არ შემიბრალოთ, თორემ ჩემი თავი კიდევ უფრო მეტად შემზიზღდება.”
ხალხი დაიბნა, არ იცოდნენ რა ეფიქრათ ლექტორზე. ზოგს ეცოდება და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, ზოგს ამ მძიმე აღსარებამაც კი ვერ მოულბო გული.
თუმცა ლექტორს მაინც სამუდამოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მას თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ოთხკედელს შუა გამომწყვდეულს უნდა გაეტარებინა, არამედ იმიტომ. . . თუმცა, მისთვისაც ძნელი იყო ამის გაგება. შეიძლება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მოუწია მისი მძიმე წასულის გახსენება. . . ანდაც იმიტომ. . . იმიტომ რომ. . . ძნელია ამ კითხავზე პასუხის გაცემა, რადგან არ მინდა ვინმეს თავზე შემოვახვიო ჩემი აზრი. ზოგი ლექტორში დაინახავს ადამიანის ტყავში გარდასახულ მხეცს, ზოგი კი _ დაჩაგრულ, სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანს. ამიტომ იმის განსჯა, თუ რისი იყო ეს ცრემლები, თითოეული თქვენგანისთვის მომინდვია!
მილიციელებს მისთვის უკვე ხელბორკილები უნდა დაედოთ, როცა ლექტორმა ერთ-ერთ მათგანს იარაღი ამოაცალა. ხალხი უკვე აშლილიყო თავისი ადგილებიდან, როცა გასროლის ხმა გაისმა. ყველამ ბრალდებულის სკამისკენ გაიხედა. ლექტორი ძირს ეგდო და ზურას შეჰყურებდა, თითქოს პატიებას სთხოვდა. ზურა კი იდგა უძრავად. გულის სიღრმეში შეიძლება ეცოდებოდა კიდეც, მაგრამ ადამიანური სისუსტე არ აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ მისთვის ეპატიებინა მისთვის ყველზე ძვირფასის წართმევა.
ამის შემდეგ გავიდა წლები. გიას და თაკოს ერთმანეთი შეუყვარდათ. თაკომ ტყუპები გააჩინა : გოგო და ბიჭი. სახელად კი თეა და ზურა დაარქვეს.
ზურამაც მოიყვანა ცოლი. სწორედ ჯვრისწერის დღეს გამოეცხადა მას თეა. ანგელოზს ჰგავდა. მან ზურას გაუღიმა და წამში გაქრა. ამან ზურას დანაშაულის გრძნობა გაუქრო. მას ეგონა, რომ მისი ქორწინებით თეას ხსოვნას ღალატობდა, თუმცა ახლა ასე აღარ თვლიდა.
ზურამ დარჩენილი წლები თავის ოჯახთან ერთად ბედნიერად გაატარა, მაგრამ თეა არ დავიწყებია. ის მის გულში დარჩა როგორც პირველი, დიდი და წმინდა სიყვარული, რომლის დავიწყებაც მისთვის შეუძლებელი გახდა.
,,სხვა რაა სიყვარული თუ არა ღმერთი. ღმერთი კი არა სიკვდილი.
რადგან მას დაუმკვიდრებია სიყვარული სამარადჟამოდ, ვისაც სიკვდილის საფასით შეუსყიდნია

MiYvArXaArTt....
კატეგორია: Love ისტორ.. ★ | ნანახია: 811 | დაამატა: anushkebi98 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
3 - ავტორი: mari_miley
(მასალა) თარიღი: (2011-07-25 8:53 PM)




0



პასუხი
magaria dzdz miyvarxar dzdz