უბედური ბედნიერება.. თავი (1) - 21 აპრილში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აპრილი » 21 » უბედური ბედნიერება.. თავი (1)
10:37 PM
უბედური ბედნიერება.. თავი (1)

კიდევ ერთი ჩემი მოთხრობა... ვისაც დაგაინტერესებთ წაიკითხეთ. smile

მაისი იწურება... ხალხი ისეა შეწუხებული, რომ უკვე აღარ იცის, რომელ ჩრდილს შეაფაროს თავი. განსაკუთრებით მოსწავლეები იტანჯებიან, რომლებიც იძულებულნი არიან, რომ გაკვეთილზე ისხდნენ და მოსაბეზრებელ საუბარს უსმინონ. ამ გვალვის პერიოდში, მერვე კლასის მოსწავლე, თოთხმეტი წლის მარიამი, წიგნებს ჩახუტებული სკოლიდან სახლში ბრუნდება. საინტერესო ის არის, რომ ჯერ ადრეა სახლში დაბრუნება. მარიამს გულისშვიათი დაავადება აქვს, როდესაც ის ცუდად გრძნობს თავს, გაკვეთილებიდან მიდის. მარი თავდახრილი მიუყვება გზას, როდესაც უცბად ვიღაცას შეეჯახა და მისი ყველა წიგნი მიმოიფანტა.
-უკაცრავად. -ბოდიში მოიხადა მარიამმა უკმაყოფილო სახით. ის ისე ცუდად გრძნობდა თავს, რომ მზად იყო ცრემლები გადმოყარა
თვალებიდან.
-პირიქით... ეს ჩემი ბრალი იყო, მე უნდა მოგიხადო ბოდიში. -თქვა ბიჭმა, როდესაც დაინახა, მარიამის ნაზი და ლამაზი სახე. ბიჭმა წამოაყენა და წიგნები ააკრეფინა. მან მიიხედ-მოიხადა და მზერა ერთ მშვენიერ ყვავილზე შეაჩერა. შემდეგ ბიჭმა მოწყვიტა ყვავილი და მარის გაუწოდა. -კიდევ
ერთხელ გთხოვ, რომ მაპატიო. -მარიმ ყვავილი გამოართვა ბიჭს და გაიღიმა. მან ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, ისე წავიდა ბიჭი.
მარი ავიდა სახლში, წამალი დალია და დასასვენებლად წამოწვა. ჩაეძინა და ძილში ის ბიჭი ნახა. როდესაც გაიღვიძა, თავს კარგად გრძნობდა,
უფრო მეტიც... ის ბედნიერი იყო. შხაპი მიიღო და დაწვა. მისი ლამაზი, ნაზი, ქერა თმები გაიშალა ბალიშზე. მარიამმა ამოიოხრა, ოხვრას იმ დღის ცუდი შეგრძნებები ამოაყოლა და დაიძინა.
მეორე დღეს ისევ შეხვდა იმ ბიჭს, მაგრამ ხმა არ გაუცია. ასე გრძელდებოდა სასწავლო წლის
ბოლომდე. სწავლის ბოლო დღეს, ბიჭმა მოიკრიბა გამბედაობა და მიესალმა მარის:
-გამარჯობა.
-გამარჯობა. -გაკვირვებით უპასუხა მარიმ.
-რა გქვია?
-მარი.

-მე საბა. სასიამოვნოა. -გაუღიმა ბიჭმა.
-ჩემთვისაც. -ღიმილითვე უპასუხა მარიმ.
-კარგი. მე უნდა წავიდე, იმედია ისევ შეგხვდები გაიცინა საბამ და წავიდა.

მარის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ის ისე გაიქცა სახლში, რომ არავის დამშვიდობებია. სისწრაფისგან მისი გრძელი, ნაზი თმები მოუსვენრად დახტოდნენ მარის თავს უკან, თითქოს მათაც უხაროდათ მისი ბედნიერება. მარი მივიდა სახლში, აიღო დღიური და ჩაწერა თავისი განცდები.
ზაფხულის განმავლობაში მარი ბევრჯერ შეხვდა საბას. ისინი ძალიან დაახლოვდნენ.
სექტემბერი მოახლოვდა. მარიამს უხაროდა, რადგან სწავლა დაიწყებოდა და თავის მეგობრებს ნახავდა, მაგრამ მას გაახსენდა, რომ საბამ სკოლა დაამთავრა და გული დაწყდა.

მიუხედავად ამისა, მთელი წელი მარი და საბა ერთმანეთს ხვდებოდნენ და ვერც კი შეამჩნიეს, როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი. საბა მარის სკოლაში აცილებდა, სადაც ყველა ამბობდა, რომ კარგი წყვილი იყო.
გავიდა დრო. საბამ მუშაობა დაიწყო. მარის ინსტიტუტი ახალი დამთავრებული ჰქონდა. საბამ მას ერთად ცხოვრება შესთავაზა, რაზეც მარიამი დათანხმდა. ერთ წელიწადში, მარის დაბადების დღეზე, საბამ მარის მანქანა აჩუქა. მას ისე უხაროდა ეს ყველაფერი, რომ სულ გადაავიწყდა, რომ დაავადებული გული ჰქონდა.
შემოდგომა იწურება. ხეებს ფოთლები გასცვენია და შიშველი ტოტები უხეში დასანახია. მიწა წითელ-ყვითელი ფოთლებით არის მოფენილი. ღამღამობით ისეთი ყინვებია, წყალი იყინება. მარი სამსახურიდან ბრუნდება თავისი მანქანით. მოსახვევში მას საბურავი ყინულზე აუსრულდა და ავარია მოუვიდა. საბა დროებით მივლინებაში იყო. მარი საავადმყოფოში მოხვდა. ექიმებმა შეატყობინეს, რომ მას გულის გადანერგვა სჭირდებოდა, მაგრამ დონორი არ ჰყავდათ.
მარი დღითიდღე ცუდად ხდებოდა, მაგრამ მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საბასთვის არაფერი ეთქვა. სამწუხაროდ, მარი ძალიან ცუდად გახდა, მას დიდი ხანი არ ჰყავდა ნანახი თავისი
სიყვარული. მას უნდოდა, რომ შეეგრძნო მმისი სიახლოვე, შეხებოდა მას და ეგრძნო მისი არომატი.
საბედნიეროდ, გამოჩნდა დონორი ჯანმრთელი გულით. მარის გაუკეთეს გულის ოპერაცია და გადაუნერგეს. იგი გამოჯანმრთელდა. მას არაფერი
აღარ აწუხებდა, გარდა მოუთმენლობისა. მარის სურდა, რომ სწრაფად გამოწერილიყო და ენახა საბა.
ზუსტად ორ დღეში მარი გამოწერეს. ის გახარებული დაბრუნდა სახლში იმედით, რომ ნახავდა საბას, მაგრამ ის შინ არ დახვდა. მარიმ
იფიქრდა, რომ სამსახურში იყო, მაგრამ უკვე უნდა დაბრუნებულიყო. მარი ანერვიულდა, შიშისგან ატაცებულმა და განწირულმა ისიც კი იფიქრა, რომ საბამ მიატოვა. ამის გაფიქრება და გულში ჩხვლეტა ერთი იყო. მარი წამლის ასაღებად გაექანა. წამალთან ერთად ფურცელი იდო, სადაც დიდი ლამაზი ასოებით ეწერა:

"ნუ გეშინია ძვირფასო, მე მუდამ
შენთან ვიქნები, რადგან შენს მკერდში
ჩემი გული ცემს.
 შენი saba...

კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 748 | დაამატა: anuKi-TaY | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 8
8 - ავტორი: SaloOo
(მასალა) თარიღი: (2011-04-22 2:44 PM)




0



პასუხი
magariaaaaaaaaaaa