როგორ გამოიყურება რობერტ პატინსონის და ქრისტენ სთიუარტის შვილი
რობერტ პატინსონსა და ქრისტენ სთიუარტს შვილი რომ ყავდეს, როგორი იქნებოდა? 'ბინდი'-ს ახალ სერიაში ამ კითხვას პასუხი გაეცემა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წყვილის ქალიშვილის როლს ცხრა წლის მსახიობი მაკენზი ფოი შეასრულებს: იგი უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს როლზე. ამის შესახებ Еonline.com-ზე მსახიობმა ჩარლი ბიულიმ განაცხადა, რომელიც ფილმში ვამპირ დემეტრის როლს ასრულებს. უნდა აღინიშნოს, რომ მაკენზი - გამოცდილი მსახიობია: მან უკვე მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სერიალში და სარეკლამო რგოლში.