თვითმხილველთა მიერ ნაამბობი მისტიური ისტორიები - 3 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 3 » თვითმხილველთა მიერ ნაამბობი მისტიური ისტორიები
2:05 PM
თვითმხილველთა მიერ ნაამბობი მისტიური ისტორიები
1)შავი ქალი გზაზე 

რუსი ქალბატონი სვეტა ყვება: "მე და ჩემი მეუღლე, ოლეგი გზაზე მივდიოდით, ღამე იყო და ბევრი მანქანა არ მოძრაობდა. უცბად დავინახეთ ქალი, რომელსაც შავი სამოსი ეცვა, ჩემმა ქმარმა ვერ მოასწრო მანქანის დამუხრუჭება და რამოდენიმეჯერ დაეჯახა ქალს, თუმცა ის უვნებელი იყო, მანქანა კი ოდნავ დაზიანდა და იმ ტერიტორიიდან ორი კაცი მოვიდა ჩვენს დასახმარებლად. შავებში ჩაცმული ქალბატონი კი კვლავ ჩვენთან იდგა და დუმდა.ჩვენ კაცებს ვუამბეთ, თუ რა მოხდა და ერთმა კაცმა მითხრა მე: 
-თქვენს მანქანას წავიყვანთ და შევაკეთებთ, მაგრამ აქ ვერანაირ ქალს ვერ ვხედავთ. 
-როგორ? ვერ ხედავთ? ის ხომ აქ დგას.- ვუპასუხე მე. 
-უკაცრავად?! 
-ოი, რა სწრაფად წასულა, ახლავე დავეწევი მას. 
ოლეგი გაიქცა ქალის მოსაყვანად და გზაზე გადაირბინა, უცებ ის შავებში ჩაცმული ქალბატონი დაინახა, რომელსაც ახლოს მანქანამ ჩაუარა და შემდეგ თითქოს ჰაერში დაიფერფლა. 
ჩემი ქმარი უკან დაბრუნდა და ყველაფერი მოგვიყვა. მეორე კაცმა გვითხრა: 
-თქვენს გარდა უამრავი ადამიანი ნახულობს ამ ქალს. 
ჩვენი მანქანა წაიყვანეს, ეს ამბავი კი დღემდე ვერ დაგვივიწყებია." 


2)სარკე. 

ელენა ყვება:"როდესაც მე პატარა ვიყავი, დედამ მის მეგობართან წამიყვანა სტუმრად, საქმე არაფერი მქონდა, ამიტომაც ვუსმენდი იმას, რასაც დედა და მისი დაქალები ყვებოდნენ. დაიწყეს მოყოლა ერთ გოგონაზე, სახელად ანა, რომელიც მათი მეგობარი ყოფილა და მასთან ერთად სარკეში მკითხაობდნენ. დედაჩემმა და ანამ. იჩხუბეს, დედას სიზმარში ანა უნახავს და გადაუწყვეტავს მასთან შერიგება, მაგრამ როდესაც მივიდა მის სახლში, ის უკვე გარდაცვლილი იყო, მიცვალებულ ანას ხელში გატეხილი სარკე ეჭირა. ამის შემდეგ დედამ და მისმა სამეგობრომ სარკით მკითხაობა შეწყვიტა." 

3)ღვინის ლაქა 

ალექსი ყვება:" სოფელში ვისვენებდი და საღამოობით სოფლის კლუბში დავდიოდი, ერთ საღამოსაც იქ ლამაზი გოგონა გავიცანი, რომელსაც თეთრი კაბა ეცვა. შავი ღვინო დავლიეთ და შემთხვევით მას კაბაზე ღვინო დაეღვარა. ეს გოგონა ძალიან მომეწონა და ვთხოვე, რომ კიდევ ერთხელ სადმე შევხვედროდით, ის დამთანხმდა და მითხრა რომ მასთან ხვალ მივსულიყავი, მისამართიც ჩამაწერინა. 
მეორე დღეს გოგონას სახლისაკენ გავემართე, დავაკაკუნე კარზე და სახლიდან მოხუცი ქალი გამოვიდა. მოხუცს ვთხოვე, რომ ელიზასთვის( გოგონა, რომელიც გუშინ გავიცანი) ეხმო. თავიც წარვუდგინე და ვუთხარი, რომ ელიზას მეგობარი ვიყავი. 
მოხუცმა კი მიპასუხა: "შვილო, ის ელიზა, რომელზეც შენ ლაპარაკობ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ის ჩემი ერთადერთი შვილი იყო" 
მე ვუმტკიცებდი,რომ გოგონა გუშინ კლუბში ვნახე. 
ელიზას საფლავი გათხარეს და ნახეს, რომ გოგონას თეთრ კაბაზე ღვინის ლაქები ჰქონდა." 

4)ცოცხალი მკვდარი 

ნატალია ყვება:"მდიდარ ოჯახში გავჩნდი და ფუფუნებაში ვიზრდებოდი, მალე პატარა დაც მეყოლა, რომელსაც ლენა დაარქვეს. მე და ლენას კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ის გულჩათხრობილი იყო. გავიდა დრო, საცხოვრებლად ცალკე ბინაში გადავედი, ოჯახთანაც ხშირი კავშირი არ მქონდა, რადგან სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობდით. ერთ საღამოს დედამ ტელეფონით შემატყობინა, რომ ლენამ თავი მოიკლა, მე სასწრაფოდ ჩავედი მშობლიურ ქალაქში, ლენა მეორე დღეს დავკრძალეთ და მე რამოდენიმე დღით მშობლებთან დავრჩი. 
ღამით საშინელი სიზმრები მაწუხებდა, სულ ჩემს გარდაცვლილ დას ვხედავდი. ეს დედას მოვუყევი და რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ ლენას გვამი ამოგვეთხარა (დედას ეჭვი ჰქონდა, რომ ლენა ცოცხლად დავმარხეთ). ღამით ჩუმად ამოვთხარეთ, კუბოს თავი ავხადეთ და ვიხილეთ საშინელი სურათი: კუბო შიგნიდან მთლიანად დაკაწრული იყო,ჩემი დის გვამი კი გვერდზე იყო გადატრიალებული". 


5)ახალი ბინა 

სემი ყვება:"ოჯახთან ერთად ახალ ბინაში გადავედით, რომელიც საკმაოდ იაფად შევიძინეთ და კომფორტულადაც მოვეწყვეთ.თუმცა სახლი არც ისეთი კარგი აღმოჩნდა, როგორიც ჩვენ გვეგონა-ღამით ქალის ტირილი, ბრახუნი, ნაბიჯების ხმა გვესმოდა და ყველას ძალიან გვეშინოდა. დედამ მეზობელს ჰკითხა ბინის ისტორია და მეზობელმა თქვა:" მე ამ უბანში დიდი ხანია ვცხოვრობ და თქვენი ბინის ამბავი დეტალურად ვიცი, ამ ბინაში მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ქმარი კიბოთი გარდაიცვალა და ცოლი ამას ძალიან განიცდიდა, ქალმა მთელი ბინა შავი ნაჭრებით"მორთო" , ღამეების განმავლობაში ხმამაღლა ტიროდა, რაღაც შელოცვები ისწავლა და მათი მეშვეობით მის გარდაცვლილ ქმარს უკავშირდებოდა, რამოდენიმე ხანში კი მოხუცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტიზამ მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი ვერ დაადგინა, ხალხი იმას ამბობს, რომ ქალი ეშმაკმა წაიყვანა, რადგანაც მისი სული ეშმაკეულ ძალებს დაუკავშირდა" 
ალბათ ამიტომაც არ გვასვენებენ გარდაცვლილების სულები, გვინდა სახლის გაყიდვა, მაგრამ მას არავინ იყიდის."
კატეგორია: სასაცი.. / საინ.. | ნანახია: 673 | დაამატა: FenTy | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2 - ავტორი: demisumagresifani
(მასალა) თარიღი: (2011-09-03 3:15 PM)




0



პასუხი
dz magariaaa mara yvela vicodi biggrin