თქვენი მასწავლებელიც ასე ამბობს? გაკვეთილზე რაღაცაზე იცინი... -სემესტრის ბოლოს მე გავიცინებ! -მას რვეული სახლში დამრჩა. -თავი რატომ არ დაგრჩა?! -მას შემდეგ გაკვეთილზე გამოვალ რა. -შემდეგზე შემდეგში ვილაპარაკოთ. -წელს უკვე დიდები ხართ და რასაც წინა წელს აკეთებდით აღარ გეპატიებათ (ყოველ წელს) თუ კარგად არ იცი გაკვეთილი და ნელ-ნელა ყვები. -თუ არ იცი თქვი და დაჯექი! -აბრძანდით ფეხზე! ფეხზე სულ ყველა! -დაეგდეთ! (თუ გაბრაზებულია) -მე არ ვიყო ქალი შენ თუ ნიშანი გაღირსო! -მას მე შეიძლება საკონტროლო გავაცდინო. -ორი ღამე არ დამეძინება ნერვიულობისგან (ირონიული სახით) როდესაც შენი ოროსანი კლასელი ყვება გაკვეთილს და მასწავლებელი ამბობს -ვინც უკარნახებს იმას დავუწერ ორიანს! საკონტროლოს წერისას -შევამჩნევ, რომ ვინმე ვინმესგან იწერს? ორივეს გავუფორმებ ერთიანს. როდესაც საღეჭ რეზინს ღეჭავ -მე როდესმე შემოვსულვარ ღლაჭუნით? -თქვენ თქვენს ოჯახებს არ ცემთ პატივს -ბავშვი ოჯახის სარკეა -20 წელია ამ სკოლაში ვასწავლი და მსგავსი კლასი არ მყოლია! -მე ყველაფერს ვხედავ და ყველაფერი მესმის (არადა შეიძლება ვინმე გამწარებული ჭამს ''კუბეტს'' ან თუნდაც უსმენს მუსიკას) -მშობლის გარეშე ჩემს გაკვეთილზე არ დამენახო. -უკვე ორი ოქმი გაქვს. დღეს მესამეს დავწერ! -მანდატურს გავატან შენს თავს! P.S მართალია მე სკოლის დამთავრებამდე კიდევ რამდენიმე წელი მაქვს წინ, მაგრამ ჩემს ახლობლებს, რომ ჰქონდათ ბოლო ზარი, თითქოს რაღაც სევდა ამოვიკითხე მათ თვალებში. ამიტომაც გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გამეხსენებინა ის ჩვეული და უკვდავი ფრაზები, რომლების გამოყენებაც მასწავლებლების საყვარელი თუ არა მუდმივი საქმეა. დააფიქსირეთ - ასე ამბობს თქვენი მასწავლებელიც? აგრეთვე გაგვაცანით სხვა ფრაზები, რომლებსაც ის ხშირად გეუბნებათ და ერთად ვიხალისოთ.
|