თინა მახარაძე - 9 თებერვალში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » თებერვალი » 9 » თინა მახარაძე
3:12 PM
თინა მახარაძე




- თეატრალური ინსტიტუტის მესამე კურსზე ვსწავლობ. გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში ვარ. ძალიან მიხარია, რომ მასთან მოვხვდი. ბოლო დროს არაფრის დრო არ მრჩება. სულ გადაღებებზე ვარ. სახლში დასაძინებლად მივდივარ. ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში გადაღებების მეტი არაფერი ხდება.

- სერიალში მონაწილეობა სწავლაში ალბათ გიშლის ხელს... 
- რა თქმა უნდა, ძველებურად ვეღარ დავდივარ თეატრალურში. ინსტიტუტში რეპეტიციებზე აუცილებლად უნდა იარო. მნიშვნელობა არა აქვს, მონაწილეობ თუ არა სპექტაკლის იმ ეპიზოდში. გიორგი შალუტაშვილი ხელს მიწყობს.

- სერიალში როგორ მოხვდი? 
- გავიარე კასტინგი. წინასწარ გეგმები არ დამისახავს, არც კი ვიცოდი, რისი კასტინგი იყო.

- ამბობენ, რომ მართლა გარეუბანში ცხოვრობ... 
- ნამდვილად ასეა, გლდანში ვცხოვრობ.

- კიდევ რით ჰგავხარ შენს გმირს? 
- თამუნა ჭელიძე ჩემსავით სულ იღიმება, რაც უნდა პრობლემა ჰქონდეს. ოპტიმისტი და კარგი ტიპია და ნაკლებად აინტერესებს, რას იტყვიან გარშემო მყოფები მასზე. ყველაფერთან ერთად დაბნეულია. ამ ყველაფრით ჩემი გმირი მგავს. რაც მთავარია, თამუნას უყვარს თავისი საქმე. ამაშიც ვგავართ ერთმანეთს.

- როლისთვის ძალიან შეგცვალეს. ყველაზე მეტად რა გიქმნის დისკომფორტს? 
- ყველაზე მეტად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული მიჭირს. ასეთი ფეხსაცმლით არადსროს მივლია. თამუნას ფეხსაცმელს კი საშინელი ქუსლი აქვს, ფეხებს მტკენს, ვიღლები და სცენასა და სცენას შორის სულ ვზივარ. კბილის ბრეკეტებიც დიდ დისკომფორტს მიქმნიდა, მაგრამ ახლა შევეჩვიე და ვერც ვგრძნობ, რომ მიკეთია.

- შენს გმირში რა არ მოგწონს? 
- აშკარაა, რომ ჩაცმულობა არ უნდა მომწონდეს. სხვა ყველაფერი მომწონს. თვითონ იმდენად საინტერესო ტიპია თავისი სასაცილო მანერებითა და მიმიკებით, რომ მომწონს. კარგი ტიპია და არ ღიზიანდები მის დანახვაზე.

- იყვნენ ისეთი ახლობლები, რომლებმაც ვერ გიცნეს? 
- რამდენიმე ახლობელმა ვერ მიცნო. მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, შენ ხარ თუ არაო. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ბევრი უცხო მცნობს. ქუჩაში გამვლელები მეკითხებიან, შენ ის გოგონა არ ხარ, ახალ სერიალში რომ თამაშობო. რომ ვიღიმები, განსაკუთრებით მაშინ მცნობენ. როგორც ჩანს, ბრეკეტები ძალიან ვერ მცვლის.

- შენი გმირი ტელეწამყვანობაზე ოცნებობს, შენ რაზე ოცნებობ? 
- ალბათ ყველა მსახიობი ოცნებობს, რომ ოსკარი აიღოს. ვამტკიცებ ხოლმე, აი, ნახეთ, მე ოსკარს აუცილებლად ავიღებ-მეთქი. კარგი მსახიობი რომ ვიყო, ვიცი, ამისთვის ბევრი უნდა ვიმუშაო. ღმერთის წყალობით, ჯერჯერობით მიმართლებს. ჩემს ნიჭზე რომ ვილაპარაკო, ძალიან სასაცილო იქნება. ჯერ არაფერი გამიკეთებია ისეთი, რომ ჩემი ნიჭი გამოჩნდეს, მაგრამ გვაცადეთ (იცინის).

- ორშაბათ საღამოს შენს ოჯახში დიდი მღელვარებაა, ოჯახის წევრებთან ერთად უყურებ სერიალს? ალბათ ბევრს ნერვიულობ... 
- ჩემს ოჯახთან ერთად სერიალისთვის არასდროს მიყურებია. მყავს და, ძმა და პატარა დისშვილი. ისინი ერთად უყურებენ. მე ყოველთვის სხვაგან ვარ ამ დროს. სერიალი რომ მთავრდება, დედა მირეკავს და მეუბნება, რომ მოვეწონე. შენიშვნებიც მივიღე ოჯახის წევრებისგან. თავიდან ბრეკეტები ლაპარაკში ხელს მიშლიდა და ტუჩების არაბუნებრივი მოძრაობა მქონდა. თავიდან სულ მეუბნებოდნენ, ტუჩებს რა არაბუნებრივად ამოძრავებო. ძალიან განვიცდიდი, მაგრამ მგონი, ჩემს გმირს უხდება.

- სახლში თითქმის არ ვარო, მითხარი. სერიალში მონაწილეობამდეც ასეთი დღის რეჟიმი გქონდა? 
- მანამდეც ასე იყო, მაგრამ სერიალი დამამძიმებელი გარემოება აღმოჩნდა. რაც ჩემს ცხოვრებაში მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, მეათეხარისხოვანი გახდა. გადაღების პროცესში ბევრ რამეს ვსწავლობ და დიდ გამოცდილებას ვიღებ. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ ვეღარ ვახერხებ კითხვას. ყველაზე დიდი დისკომფორტი მაქვს მაშინ, როდესაც არ ვკითხულობ და ჩანთებით წიგნები არ დამაქვს.

- პირად ცხოვრებაზე რას იტყვი? 
- არაფერს.

- ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაქვს პირადი ცხოვრება? 
- რა თქმა უნდა, მაქვს პირადი ცხოვრება, მაგრამ ამ თემაზე არასდროს ვისაუბრებ. მე მაყურებელს ვაინტერესებ იმიტომ, რომ თამუნა ჭელიძე ვარ და თინა მახარაძის პირადი ცხოვრება არ მგონია, ვინმესთვის საინტერესო იყოს.

- შენი გმირი ცალმხრივად შეყვარებულია, შენ თუ ყოფილხარ ანალოგიურ სიტუაციაში? 
- არა, გულწრფელად გეუბნები. არასდროს მიჩნდება ინტერესი ადამიანის მიმართ, თუ ინტერესი მისგან არ წამოვიდა. მალაპარაკებთ მაინც პირად ცხოვრებაზე... აღარაფერს ვიტყვი (იცინის).

- სახლში იშვიათად ვარო, მითხარი, კარგი დიასახლისი ხარ? 
- ჭურჭელი არასდროს გამირეცხავს.

- რატომ? 
- 13 წლის ასაკში გავრეცხე პირველად და თითები გადავიჭერი. მამაჩემმა მითხრა, კიდევ კარგად გადარჩიო. ჩემი და თამუნა დაბადებულია იმისთვის, რომ იყოს კარგი დედა და ცოლი. ყველაფერი იდეალურად აქვს დალაგებული. ჩემს ოთახში რომ შემოხვიდეთ, საშინელი არეულობაა. შეიძლება, ყავის ჭიქა იდგეს რამდენიმე დღე და აზრად არ მომივიდეს მისი გატანა. შეიძლება სავსე საფერფლეები იდგეს და გადაყრა არც მომაფიქრდეს. ოთახში წიგნები იატაკზე მიწყვია იმ თანმიმდევრობით, როგორც უნდა წავიკითხო. დედა რომ ალაგებს ოთახს, წიგნებს თაროზე აწყობს, მე ისევ ძველ ადგილს ვაბრუნებ. ის, რაც სხვისთვის დალაგებულად გამოიყურება, ჩემთვის არეულია.

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1223 | დაამატა: selly-seluka | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: mariko1
(მასალა) თარიღი: (2011-12-10 9:09 PM)




0



პასუხი
როგორ მიყვარს ეს ფილმი