ქურთუკი, რომელიც სიმღერაზე „Thriller" გადაღებულ ვიდეორგოლში მაიკლ ჯექსონს აცვია, აუქციონის „The Music Icons" ერთ-ერთი ლოტი იქნება.
აუქციონის ორგანიზატორი დარენ ჯულიენი აცხადებს, რომ ჯექსონის ქურთუკი „ყველაზე ცნობადი და ღირებული" გახდება. ლოტის თავდაპირევლი ღირებულება 200 000 დოლარს შეადგენს. აუქციონზე დამსწრეებს საშუალება მიეცემათ ჯექსონის სხვა ნივთებიც შეიძინონ - მაგალითად მაისური, რომელიც ეცვა სიმღერაზე „Scream" ვიდეოს გადაღების დროს.
აღსანიშნავია, რომ აუქციონზე აგრეთვე გაიყიდება სხვა მუსიკოსების კუთვნილი ნივთებიც. კერძოდ ერიკ კლაპტონის გიტარა და ბობ დილანის ტუჩის გარმონი. საერთო ჯამში აუქციონზე 600 ნივთი იქნება წარმოდგენილი.
ვაჭრობა აუზციონის სახლში „Julien's Auctions" ლოს-ანჯელესში 25-26 ივნისს გაიმართება.
სიმღერა „Thriller" მაიკლ ჯექსონის 1982 წლის იმავე სახელწოდების ალბომშია შესული. რგოლი პირველად პუბლიკას 1983 წელს წარუდგინეს. ვიდეოს ხანგრძლივობა 14 წუთია.
|