THAT SHOULD BE ME (part 8) - 7 აგვისტოში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აგვისტო » 7 » THAT SHOULD BE ME (part 8)
6:41 PM
THAT SHOULD BE ME (part 8)
Book J.B: 
ელისი წავიდა მე მარტო დავრჩი, ვერ შევძელი მისი გაჩერება, მაგრამ იმაში მაინც დარწმუნებული ვიყავი რომ ელისს ისევე ვუყვარდი როგორც მე მიყვარდა და აუცილებლად დაბრუნდებოდა. ასე ვიჯექი და ვფიქრობდი, მერე წამოვედი სანაპიროდან და სახლში წავედი. იქ დედა, მამა და დრეიკი დამხვდნენ. ახსნა არც დამჭირვებია უკვე ყველაფერი ნათელი იყო და ყველამ იცოდა რომ მე ელის ბრაუნი მიყვარდა. არაფრის თავი არ მქონდა პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე დავეგდე რასაც ქვია :დ 
Book Elise: 
სახლში რომ შევედი დედა და მამა მისაღებში იჯდნენ და ირონიული სახით მიყურებდნენ. 
- რა ხდება? 
მამა: - ელის ჩემო გოგონა რატომ გავიგე ეს ამბავი მე ბოლოს? (შუბლზე მაკოცა) 
მე თავი დავხარე 
- მამა..( ბორძიკით ვამბობდი რაღაც სიტყვებს) 
- ელის არაფერი არ არის ასახსნელი საყვარელო. სიყვარული სირცხვილი არ არის, როგორც ჯასტინის ლაპარაკიდან მივხვდი მას ძალიან უყვარხარ, ემჩნევა რომ შენთვის სულსა და გულს გაიღებს. ჩემო გოგონა თუ დარწმუნებული ხარ შენს გრძნობებში მიდი ჯასტინთან და ყველაფერი მოუყევი. გული გადაუშალე. ბედნიერებას ხელს ნუ შეუშლი ძვირფასო. სიყვარულს შანსი უნდა მისცე. 
მე მამას ვუსმენდი და ვგრძნობდი რომ ყველაფერი ზუსტად ისე უნდა გამეკეთებინა როგორც ის ამბობდა. 
- მამა იცი... 
- რა იყო ლამაზო? 
- მიყვარხარ, მიყვარხარ ძალიან (მაგრად ჩავეხუტე და ვაკოცე) 
- კარგი ელის ეხლა წადი დაიძინე და აბა შენ იცი.(თვალი ჩამიკრა) 
- კარგი მამა (გავუღიმე და ოთახში ავედი) 
შხაპი მივიღე და საწოლში ჩავწექი. ჯასტინზე ფიქრი არ მშორდებოდა. მამას სიტყვები კი გამუდმებით ჩამესმოდა. ვიცოდი ვიცოდი რომ ჯასტინი უსაზღვროდ მიყვარდა, მაგრამ რაღაც მაბრკოლებდა და ვერ გამეგო რა. ასე ვფიქრობდი და ჩამეძინა. 
დილა: 
დილით ძალიან კარგ ხასიათზე გამეღვიძა,
ახლა უკვე დანამდვილებით ვიცოდი რომ ჯასტინი უნდა მენახა და მეთქვა მისთვის რასაც ვგრძნობდი. აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი და დრეიკს დავურეკე. 
- Hi Drake, rogor xar? 
- Kargad chemo princesa shen? 
- Mec kargad.Drake xo ar ici sadaa justini? 
- Ohhh shen justins kitxulob? Elise ra xdeba? Rame xdeba shens tavsac da me ar vici? 
- Nu kargi, aqamde ragacas vgrdznobdi,magram gushin davrwmundi rom me juso martla dzalian miyvars. 
- Vaime ra magaria, ori chemi sauketeso megobari sheyvarebulebi iqnebian. 
- Drake morchi cancars da mitxari sadaa juso. 
- Justini bouling centrshia lamazo. 
- Kargi madlob, miyvarxar. 
დრეიკთან ლაპარაკს მოვრჩი და ქვევით ჩავედი , მამა სამზარეულოში საუზმობდა. 
- ელის მოდი შენც ისაუზმე 
- არა მამა მადლობ არ მინდა, გავდივარ მე. 
- სად მიდიხარ? 
მე ეშმაკურად გავხედე და თვალი ჩავუკარი. 
- აააა მაშინ სასწრაფო საქმე გქონია (გამიცინა და მანაც თვალი ჩამიკრა) 
დედა: - მოკლედ თქვენ ამ ნამიოკებით ლაპარაკს ვერ გადაგაჩვიეთ რა. 
- ოოოფ კარგი რა დედიკო ნუ ბრაზობ. (მივედი და ვაკოცე) 
მერე ჩემი აიფონი ავიღე და ბოულინგ ცენტრისკენ წავედი. შევედი თვალებით ჯუსოს ვეძებდი და აი ვიპოვე კიდეც მაგრამ რა ვიპოვე. ოოოო ღმერთო ჩემი ამას რას ვხედავ, ნუთუ მართლა მე ვხედავ? თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. (სელენა და ჯასტინი ერთმანეთს კოცნიდნენ) მე ისტერიული ტირილი ამიტყდა, ამ დროს ჯასტინმა გამოიხედა და სელენას ხელი კრა. ჩემსკენ წამოვიდა. მე თავი დავხარე და გასასვლელისკენ გავიქეცი. 
- ელისსს, ელის ყველაფერს აგიხსნი. შენ სულ სხვაგვარად ფიქრობ გთხოვ მოიცა. 
- რა გინდა ჯასტინ? ის უნდა ამიხსნა თუ როგორ დამამცირე გუშინ კონცერტზე, მერე სანაპიროზე და როგორ მამცირებ ახლა? 
- არა ელის გთხო... 
- არაა (სიტყვა არ დავამთავრებინე) ჯასტინ ღმერთია მოწამე მიყვარდი მთელი არსებით. აქაც იმიტომ მოვედი რომ მეთქვა თუ როგორ მიყვარდი, მაგრამ ახლა სულ სხვა რამეს გეტყვი ჯასტინ. მძულხარ, მძულხარ მთელი არსებით და იმედი მაქვს რომ შენც ოდესმე იგრძნობ ასეთ ტკივილს და დაიტანჯები. ღმერთს ვთხოვ რომ ის რასაც ახლა ვგრძნობ შენც განიცადო. ატირებული გამოვიქეცი ისე რომ უკან აღარ მომიხედავს. მესმოდა ჯასტინის ყვირილი, მაგრამ მე უკან მაინც არ გამიხედავს. 
სახლში მივედი დედა და მამა გასულები იყვნენ, ატირებული გიჟივით ავედი ოთახში და საწოლზე დავწექი.
 
ტირილს არ ვწყვეტდი. მძულდა მეზიზღებოდა ჯასტინიც და სელენაც. ვერ ვეგუებოდი იმას რომ ის ყველაფერი რაც წინა დღეს ჯასტინთან განვიცადე ფარსი იყო და მეტი არაფერი. ამის ატანა უბრალოდ არ შემეძლო. გული ვეღარ იტევდა ამდენს, მინდოდა ვინმესთვის გული გადამეშალა. ასე კარგა ხანს ვიწექი საწოლზე და ტირილს არ ვწყვეტდი. ამასობაში ჩემებიც მოვიდნენ. 
- ელის დედა სახლში ხარ?(ქვევიდან ხმა მომესმა, ხმა თანდათან ახლოვდებოდა და ჩემი კარის სახელუსრიც ამოძრავდა) 
- ხო დედა აქ ვარ (ვუთხარი ტირილით) 
- რა გჭირს საყვარელო? რატო ტირი? გამიღე კარი. 
მეც ავდექი და კარი გავაღე. დედა რო დავინახე კიდე უფრო ავტირდი და მაგრად ჩავეხუტე. 
- დედა რატომ? რატომ მე? რატო ხდება ისე რომ სიყვარულს ვერასოდეს ვინარჩუნებ? რატომმმმმმმმმ!!! 
- რა მოხდა შვილო ჯასტინთან? 
მე დედას ყველაფერი მოვუყევი დაწვრილებით. 
- კარგი დედიკო თუ იმ ბიჭს ნამდვილად უყვარხარ და შენი სიყვარულიც საკმარისია იმისთვის რომ ერთად იყოთ ღმერთი არ დაუშვებს თქვენს დაშორებას. არ იტირო ჩემო ფერიავ. (ჩამეხუტა და ოთახიდან გავიდა) 
Book J.B: 
ელისი წავიდა. ვერ ვიჯერებდი რომ მე ის დავკარგე და ვერასოდეს ვერ ვიქნებოდი მასთან, ვერ დავტკბებოდით სიყვარულით. ისე გავმწარდი ისე რომ დარბაზში გიჟივით შევვარდი და სელენას დავეტაკე. 
- მომისმინე ეხლა სელენა და თან ეს სიტყვები შენი ცხოვრების მანძილზე არ დაგავიწყდეს. ახლა ამ კარიდან გავიდა ადამიანი რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს და შეიძლება ვეღარასოდეს დავიბრუნო შენი ასეთი სულელური ქცევის გამო. ერთხელ და სამუდამოდ შეუშვი მაგ თავში რომ მე შენ არ მიყვარხარ მე ელისი მიყვარს, მიყვარს და არ მოგცემ იმის უფლებას რომ მეორედ ასეთი საშინელი რამ ჩაიდინო. არ მოგცემ ამის უფლებას გაიგე???? მეორედ ახლოსაც არ გამეკარო, იცოდე სელენა თუ ელისი არ შემირიგდა ამას ცხოვრების ბოლომდე არ გაპატიებ.!!!! (საშინლად ვუღრიალე და დარბაზიდან გამოვედი) 
სახლში გამწარებული შევედი, ისეთი გაცოფებული ვიყავი რომ ლამის ყველაფერი დავლეწე. 
- ჯასტინ შვილო რა მოხდა? 
- დედა ნუთუ არასოდეს არ ვიქნები ბედნიერი, ნუთუ ვერასოდეს შევძლებ სიყვარულით დავტკბე იმ ადამინთან რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. რატომაა ჩემი ცხოვრება ასეთი არეული? რატომ? აღარ მინდა ასე გაგრძელება, ასეთი არც პოპულარობა მინდა და არც კარიერა, თუ ელისი არ მეყოლება გვერდით. (თვალებზე ცრემლები მომადგა) 
- ჯასტინ საყვარელო დაწყნარდი და მშვიდად და გარკვევით ამიხსენი ყველაფერი, იქნებ შევძლო და რამით დაგეხმარო. 
მე დედას დავუჯერე და ყველავერი დაწვრილებით მოვუყევი. 
- საყვარელო ასე ნუ ნერვიულობ, დარწმუნებული ვარ რომ ელისს ისევ ისე უყვარხარ. თქვენ ერთმანეთისთვის ხართ დაბადებული. ღმერთი თქვენს დაშორებას არ დაუშვებს. მერწმუნე საყვარელო ასე იქნება. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ ხელი არ უნდა ჩაიქნიო. ღმერთის და შენი სიყვარულს გწამდეს და აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება. 
დედასთან საუბარმა ცოტა დამამშვიდა, მერე ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე დავწექი. ელისთან საუბარი და შეხვედრა მინდოდა, მინდოდა კვლავ მეკოცნა მისთვის, მეთქვა რომ ისევ ისე ძლიერ მიყვარს. გამექარწყლებინა მისთვის ეჭვები. მისი კოცნის სურვილი მკლავდა. ასე ვიყავი და ერთი იდეა მომივიდა. სკაიპში შევედი და ჩემს ბედზე ელისი იქ იყო. 
Nobody :- hi elise rogor xar? 
Elise : - hi, rogor var? sashinlad, ise sashinlad rom verc warmogidgenia. 
გული გასკდომაზე მქონდა მის ასეთ ტანჯვას რომ ვუყურებდი და თან ეს ყველაფერი სელენას ბრალი იყო. 
Nobody : -rato? Ra moxda? 
Elise :- moxda iseTi ram rasac sityvebiT ver agiwer. Es martla dzlieri dartyma iyo chemtvis. Ici dznelia adamiani romelic uzomod giyvars sxvastan ertad dainaxo, naxo rogor kocnis sxvas. Gaaanalizo is rom yvela misi natqvami sityva farsia da meti araferi. Es ubralod dzalian didi tkivilia romelsac ver agiwer. 
ამას ვკითხულობდი და ცრემლები თავისით მომდიოდა, ვერ ვითმენდი ამ ყველაფერს, ელისთან შეხვედრა მინდოდა, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი. 
Nobody : - elise mendobi? 
Elise :- ici cota dzneli satqmelia, faqtiurad ar gicnob, magram ratomgac mgonia rom amave dros dzalian kargad gicnob. Mgonia rom ukve saukunea rac urtiertoba gvaqvs. 
Nobody: -mashin ar ginda shevxvdet? Ertmanets guli gadavushalot. Shen shens gulis nadebs gamandob me chemsas. 
Elise: - ar vici. Ukve 8 saatia. Magram kargi winadadebaa. 
Nobody : - xo da modi shevxvdet. 
არ ვიცოდი რას მომწერდა, მაგრამ მეგონა რომ დამთანხმდებოდა. 
Elise:- mashin kargi. Shegxvdebi da sad? 
მე ერთი კლუბის მისამართი მივეცი და შეხვედრაზეც იქ შევთანხმდით. ამავე დროს კლუბის დირექტორთან დავრეკე და 1 საათით კლუბის დაცლა ვთხოვე. დიდი ხანი კი ვეჩალიჩე, მაგრამ ბოლოს მაინც დავიყოლიე. სამაგიეროდ კარგად გადავუხადე. 
Book Elise: 
არ ვიცოდი რატომ დავთანხმდი სრულიად უცხო ადამიანს შეხვედრაზე მაგრამ ვგრძნობდი, რომ ის ამ სიტუაციაში ძალიან დამეხმარებოდა. დედას და მამას მოვატყუე ვითომ სამანტასთან და ლუსისთან მივდიოდი და გამიშვეს. 
აი უკვე კლუბთან ვარ. შესვლაზე ცოტა ვიყოყმანე, მაგრამ მაინც გავბედე. რომ შევედი ყველაფერი ჩაბნელებული იყო.ცოტა შემეშინდა მაგრამ თავი დავიწყნარე. 
- ჰეი არის აქ ვინმე? 
- ჰეი Nobody აქ ხარ? 
არავის ხმა არ ისმოდა. უცებ ვიგრძენი ვიღაც მომიახლოვდა და სახეზე ხელით მომეფერა. მერე ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან და ნაზად მაკოცა.

როცა ყველაფერი გავაანალიზე იქ უკვე არავინ არ იყო და კლუბშიც სინათლე იყო ანთებული. იქვე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი თუ ნეტა ვინ უნდა ყოფილიყო ის. მისი ნაზი სურნელი მეცნობოდა, მაგრამ საიდან ვერ ვხვდებოდი. მერე გონს მოვეგე და სახლში წასვლა გადავწყვიტე. კლუბიდან გამოვედი და გზას გავუდექი....
შეასწორა : Miss_Cyrus
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 874 | დაამატა: prettygirl | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 8
8 - ავტორი: prettygirl
(მასალა) თარიღი: (2011-08-09 5:37 PM)




0



პასუხი
mixaria ro mogewonat smile miyvarxart smile