TEENAGE LOVE ♥ - 17 ივნისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივნისი » 17 » TEENAGE LOVE ♥
2:04 PM
TEENAGE LOVE ♥


TEENAGE LOVE ♥

სიყვარული (პრობლემა - შეყვარებულთან დაშორება)♥

თინეიჯერებს ხშირად "გვიყვარდება" და ხშირად გვეუბნებიან, რომ ეს არ არის სერიოზული და არასწორია. რა განსხვავებაა ზრდასრული ადამინაების სიყვარულსა და თინეიჯერების სიყვარულს შორის? ან საერთოდ რა არის სიყვარული და არის თუ არა ის რეალური გრძნობა? ჩემი აზრით, სიყვარული უბრალო ილუზიაა, რომელიც ყველასთვის ინდივიდუალურია. ოჯახის წევრების სიყვარული, მეგობრების სიყვარული, კარგი ურთიერთგაგებაა და მიჩვევაა მათთან, ხოლო სიყვარული ბიჭსა და გოგონას შორის, უბრალოდ, მეგობრობაა, რომელსაც ვნებაც ახლავს თან. ეს სიყვარული არ არის არც ავადმყოფობა, არც ძალიან ძლიერი გრძნობა, რომლის დავიწყებაც ძნელია, ეს უბრალოდ გრძნობაა, რომელიც ყველას გვსურს განვიცადოთ, რადგან ხშირად გვინახავს ის ჩვენს ტელეეკრანებზე ზღაპრული ელფერით და წაგვიკითხავს რომანებში ახდენილი ოცნებებით სავსე. ეს ყველაფერი ახდენს ჩვენზე, თინეიჯერ გოგონებზე, ძალიან დიდ ზეგავლენას. ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ ბიჭების უმრავლესობას შეუძლია გოგონა უფრო სწრაფად დაივიწყოს, ვიდრე გოგოს ბიჭი. გოგონებს თავი იმდენი სისულელით გვაქვს გამოტენილი, იმდენად მეოცნებე და თბილი არსებები ვართ, რომ არარსებულს ვეძებთ ამქვეყნად და ამიტომ, ბიჭთან ურთიერთობაშიც ბევრი გვეშლება. ბიჭები კი უფრო რეალისტები არიან და ამიტომაც ვერ პატიობენ საყვარელ ადამიანს ადვილად, არიან უფრო ამაყები და დაუფიქრებელი სისულელეები, რომლებსაც ნებისმიერი ტიპის გოგონები ხშირად ჩავდივართ ისეთი სიყვარულის გამო, როგორსაც ჩვენ ვხედავთ, მათგან ძალიან შორსაა. რეალურად სიყვარული, ალბათ, გრძნობაა, რომლის დროსაც ადამიანთან, რომელიც გიყვარს, თავს კარგად გრძნობ, მისი გესმის, მასაც ესმის შენი და ერთმანეთის მიმართ რაღაც ლტოლვაც გამოძრავებთ, სიყვარულს სწორედ ასეთს ხედავს, ალბათ, ბიჭების უმრავლესობაც, გოგონები კი ამ სიყვარულის უკან, კიდევ რაღაც სხვას ხედავთ. უფრო ვაკვირდებით დეტალებს, ადვილად ვამჩნევთ პატარა ნაკლსაც, გული ბიჭებზე უფრო ძალიან გვტკივა... გოგონები თითქოს ყოველთვის ვხედავთ იმას, რისი დანახვაც გვინდა და ეს რეალობაში გვერევა, ხშირად, უბრალოდ გვჭIრდება ვიყოთ ვიღაცაზე დამოკიდებულები, ამიტომ ხშირადაც ვტყუვდებით. რა თქმა უნდა, არსებობენ ძლიერი გოგონებიც, რომლებსაც შეუძლიათ მოვლენების რეალურად შეფასება, მაგრამ ისინიც მაინც გოგონები არიან და შეყვარებულთან დაშორებისას, შინაგანად უფრო დიდ სისუსტეს გრძნობენ. ალბათ, ბევრს ხშირად ძალიან გვიან აღმოგვიჩენია, რომ ჩვენს საყვარელ პიროვნებას სულ სხვანაირს ვხედავდით, ან ხშირად დაგვიცინია დაქალისთვის, როდესაც შეყვარებულის გამო დეპრესიაში ყოფილა, მაგრამ მალევე იგივე თავადაც დაგვმართნია. ეს იმიტომ ,რომ ვართ გოგონები. გვაქვს სათუთი ბუნება და. მაგალითად, შეყვარებულთან დაშორების შემდეგ, როგორც არ უნდა ვეცადოთ თავის მაღლა დაჭერას, საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას ხომ მაინც უამრავი ფიქრი გვიპყრობს და ჩუმად, ცრემლიც მოგვდის ხოლმე.

იმისათვის, რომ არ მოვტყუვდეთ, ძალიან არ მოვიწყინოთ, როდესაც შეყვარებულთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა, უნდა ვისწავლოთ მოვლენების რეალურად შეფასება და ჩვენი საქციელის შედეგად მიღებულ შედეგებზე წინასწარ ფიქრი, რაც, არც თუ ისე, მარტივია. სამწუხაროა ასე, რომ არის, მაგრამ არაფერში გამოგვადგება ზღაპრული შეხედულება სიყვარულზე, რადგან ამის საფუძველზე, ჩემი აზრით, ბევრ შეცდომას დავუშვებთ, რადგან ამ დროს გვგონია, რომ შეყვარებულს სამუდამოდ ვეყვარებით, თუნდაც ამას არ ვაღიარებდეთ და გაგვიქრება მისი დაკარგვის შიში. ეს კი, უმეტეს შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს. გოგონას იმედის ჩაქრობა მაინც ძალიან ძნელია, ამიტომ, ყოველი ახალი ურთიერთობის დაწყებისას გვგონია, რომ აი "ის" არის ჩვენი ერთადერთი, ეს კი ჩვენთვისვეა ცუდი. ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი ასაკის ადამიანმა, თუნდაც სიყვარულში, უნდა დაიტოვოს უკან დახევის გზა და ბოლომდე არ უნდა მიეცეს გრძნობებს სანამ არ დარწმუნდება, რომ ეს არ არის ილუზია და მართლაც ნამდვილი გრძნობაა. ეს ჩვენს თავში დარწმუნებულობა, ოდნავი სიამაყე და მიუწვდომელი არსების იმიჯი, დამიჯერეთ, ჩვენვე დაგვეხმარება.

გამოთქმები სიყვარულზე, რომლებიც ყველაზე კარგად აგიხსიან ყველაფერს)) ♥:

კაცი სულითა და გულით მონადირეა, იყავი ყოველთვის ოდნავ მიუწვდომელი,
თუმცა მიანიჭეთ გამარჯვების შეგრძნება და ამ მომენტში იყავით 'შაქარივით ტკბილი'!

"მე იმისთვის კი არ მიყვარხარ, თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე შენ გვერდით."


"ჯერ ისწავლე შენი თავის სიყვარული. თუ თავად არ იცი შენ რა გაბედნიერებს, ვიღაც სხვა ოდესმე როგორ შესძლებს შენს გაბედნიერებას?"

"როდესაც შეყვარებული ხარ, არ შეგიძლია დაძინება, რადგან რეალობა შენს სიზმრებზე უკეთესია."

"არავის მისცე უფლება გახდეს შენი ყველაფერი, რადგან როდესაც ის წავა, შენ გაქვს არაფერი."

"თუ შენ ყოველთვის განსჯი ადამიანებს, არ გექნება დრო მათი სიყვარულისა."

"სიყვარული: ჩვენ ვფიქრობთ მასზე, ვვოცნებობთ მასზე და ძილი გვიფრთხება მასზე ნერვიულობით. როდესაც ვიცით, რომ ჩვენ ის არ გვაქვს, ჩვენ ვეძებთ მას. როდესაც აგმოვაჩენთ მას, არ ვიცით რა მოვუხერხოთ. როდესაც ჩვენ ის გვაქვს, ჩვენ გვეშინია მისი დაკარგვის. ის ცვალებადი წყაროა სიხარულისა და ტკივილის. მაგრამ არ ვიცით, რომელი მათგანი იქნება ერთ მომენთში და რომელი - მეორეში. ეს მოკლე სიტყვაა, ადვილად დასამარცვლი, ძნელად აღსაწერი და აუცილებელი რამ ცხოვრებისთვის.

"სიყვარული ბრმაა - ქორწინება - თვალის ამხელი."

"სიყვარული ძლიერია, მაგრამ მაინც დელიკატური. ის შეიძლება იყოს გატეხილი. ვიღაც ნამდვილად, რომ შეიყვარო, ეს უნდა გაიგო. ვიღაცის სიყვარულისთვის გონება, რომ დაკარგო, ამას პატივი უნდა სცე."

"სიყვარული გადაწყვეტილებაა, არც ემოციაა და არც გრძნობა, რომელსაც თუ გულით მიიღებ, ყველაფერს გაუძლებს."

"არაუშავს თუ აკოცებ სულელს. არაუშავს თუ სულელს დართავ უფლებას გაკოცოს, მაგრამ არასოდეს მისცე კოცნას უფლება გაგასულელოს."

"ეს ძალიან მშვენიერია - შენი სიყვარული, მაგრამ ასევე ძალიან სასიამოვნოა - შენი სიძულვილი!"
საყვარელი ქართული და უცხოური სიმღერები სიყვარულზე ♥:







კატეგორია: ფოტო ART ★ | ნანახია: 774 | დაამატა: Makako | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: SmileMari
(მასალა) თარიღი: (2011-06-25 1:15 AM)




0



პასუხი
mindodaa dolomde chamekitxa magram siyvaruli uazro iluzia nagdad ar aris!!! etyoba ar gyvarebia!!!! rom geyvareba martla mashin albat mixvdebi