teen films - 3 აგვისტოში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აგვისტო » 3 » teen films
10:13 AM
teen films
ბავშვებო ხშირად მინდოდა ფილმის ყურება მაგრამ ვერ ამირჩევია და დრო დამიკარგია ამიტომაც ვდებ თინეიჯერული ფილმების შინაარს მოკლედ ნახეთ რა და კომენტარი არ დაგავიწყდეთ!

1. The Notebook
მოკლე შინაარსი:  
გულისამაჩუყებელი სასიყვარულო ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მოვლენებს ასახავს. ფილმის გმირი ბრძოლის ველიდან უვნებელი დაბრუნდა, მაგრამ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მას უყვარდა, სხვაზე აღმოჩნდა დანიშნული...   

2. The Last Song
  
მოკლე შინაარსი: 
17 წლის ვერონიკა მილერის ცხოვრება ყირამალა დადგემა მას შემდეგ, რაც მშობლები გაიყრებიან და მამა ქალაქ ვილმინგტონში გადავა საცხოვრებლად. იგი მამასთან მიდის ზაფხულის არდადეგების გასატარებლად, მაგრამ მათი ურთერთბა ისევ დაძაბული რჩება. ვერონიკას მამა ყოფილი პიანისტი და მასწავლებელია, რომელიც მშვიდად ცხოვრობს სანაპირო ქალაქში. ახლა ის მუშაობს სურათის შექმნაზე, რომელსაც ადგილობრივ ეკლესიაში გამოფენენ. მამა ვერონიკასთან ურთიერთობის მოგვარებას მუსიკის დახმარებით
ეცდება...  

3) Twilight 
  
მოკლე შინაარსი: 
17 წლის ბელა მამამისთან პატარა ქალაქ ფორქსში ჩამოდის. მას თავისი უცნაური და იდუმალი თანაკლასელი შეუყვარდება. აღმოჩნდება, რომ მისი გულის რჩეული წარმოშობით ვამპირების ოჯახიდანაა, რომლებმაც ადამიანებზე თავდასხმაზე უარი თქვეს. ვამპირის შეყვარება, ეს საშიშია? ეს რომანტიულია, მშვენიერი და მტანჯველი, მაგრამ ამ ამბავს კეთლი დასასრული არ უწერია, მითუმეტეს ვამპირული კლანების მუდმივი დაპირისპირებების გათვალისწინებით...

4)17 Again 
  
მოკლე შინაარსი: 
ფილმი ახალგაზრდა მამაკაცზე მაიკ ო'დენელზე, რომელიც არ არის თავისი ცხოვრებით კმაყოფილი და ოცნებობს წარსულში დაბრუნებას, რომ შეცვალოს ის. და ბედისწერა მას კიდევ ერთ შანსს მისცემს – ერთ დილას მაიკს გაეღვიძება და ის მიხვდება რომ კვლავ ჩვიდმეტი წლისაა...

  
5) Shopaholic 
  
მოკლე შინაარსი: 
ახალგაზრდა გოგონა, შეშლილია შოპინგზე და ძვირფას ტანსაცმელზე, ცხოვრობს მუდმივ ომში მისი საბანკო ანგარიშის ლიმიტს და დიდი ქალაქის ცდუნებს შორის. ამავე დროს პროფესიით იგი — საფინანსო გამომცემლობის ჟურნალისტია, რომელიც სხვებს აძლევს რჩევებს თავიანთი კაპიტალის სწორ მართვაში…  

6) Wild Child 
 
მოკლე შინაარსი: 
16 წლის პოპი მური გათამამებული და თავის თავზე შეყვარებული გოგონაა მდიდარი ოჯახიდან, რომელიც ლოს–ანჟელესში ცხოვრობს. როდესაც პოპის მორიგი წვეულება კვლავ სკანდალით სრულდება, მამა მას მკაცრი წესების მქონე ინგლისურ სკოლაში აგზავნის. პოპი ცდილობს ჩვეული სკანდალური იმიჯი დაიმკვიდროს ახალ გარემოშიც. თუმცა, ბრიტანელ მასწავლებლებთან შეჭიდება არც ისე იოლი აღმოჩნდება.  

7)The Princess Diaries 
  
მოკლე შინაარსი: 
15 წლის მია სან-ფრანცისკოში ჩვეულებრივი ამერიკული ცხოვრებით ცხოვრობს. მამის გარდაცვალების შემდეგ გოგონა შეიტყობს , რომ მისი მამა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პრინცი იყო, ის კი სამოფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრეა. ახლა მია ნამდვილი პრინცესა უნდა გახდეს, ისწავლოს ეტიკეტი და სამეფო მანერები...  

8)Whip It 
 
მოკლე შინაარსი: 
ფილმი მოგვითრობს ისტორიას გოგონაზე ტეხასის პატარა ქალაქიდან. მთავარი გმირი, რომელიც გლამურული სილამაზის კონკურსების მუდმივი მონაწილეა, ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას როლერების შეჯიბრში.  

9)StarStruck 
  
მოკლე შინაარსი: 
ჯესიკა ოლსენი ლოს-ანჯელესში ჩადის თავისი ნათესავების მოსანახულებლად და ჩასვლისთანავე დისგან იგებს ადგილობრივ სახელგანთქმულ პიროვნება - კრისტოფერ უაილდზე. ერთ ღამეს ჯესიკა შემთხვევით ხვდება კრისტოფერს. ისინი გიჟურ თავგადასავალში მოყვებიან და ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ როცა ჯესიკა სახლში ბრუნდება კრისტოფერი ტელევიზიაში კითხვაზე თუ ვინ იყო ის გოგო ვისთანაც ნახეს, პასუხობს, რომ მას არ იცნობს და არასდროს შეხვედრია. ჯობდა ასეთი პასუხი არ გაეცა...   

10)greta
   
მოკლე შინაარსი: 
გრეტა მოგზაურობაში წავა, მაგრამ არა დასასვენებლად. ის თექვსმეტი წლისაა, ლამაზი და ძალიან მეამბოხე. ის სავსეა სარკაზმით, მაგრამ ეს არ უმსუბუქებს დარდს. მისი დედა, კარენი, რომელიც მესამედ გათხოვდა, გრეტას ზაფხულის გასატარებლად ბაბუასთან და ბებიასთან აგზავნის, მაგრამ მას ეს არ უხარია. გრეტა უყვება მოხუცებს იმის შესახებ, რომ მზადაა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, თვითმკვლელობის მეთოდებს კი ბლოკნოტში იწერს. მას სინამდვილეში სურს სიცოცხლე თვითკვლელობით დაასრულოს და მალევე, აჩვენებს, რამდენად სერიოზულია მისი გეგმები. მაგრამ ამავე ზაფხულს მას პირველი საზაფხულო რომანი გაუჩნდება, რომელიც გახსნის მთელ მის ქარიზმატულობას და ქალურობას.  იმედია მოგეწონათ........ 

დაწერეთ კომენტარები რა!:)))) 
კატეგორია: სხვა | ნანახია: 622 | დაამატა: bubu:8 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
3 - ავტორი: Ronnie
(მასალა) თარიღი: (2011-08-03 7:11 PM)




0



პასუხი
Last Song Wild Child The Notebook Twiliight