სველ თმას ნუ დაივარცხნით - 21 აგვისტოში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აგვისტო » 21 » სველ თმას ნუ დაივარცხნით
11:38 AM
სველ თმას ნუ დაივარცხნით
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, დიდ ქალაქებში ნალექები შეიცავს ტყვიას, ვერცხლისწყალს და ჯანმრთელობისთვის საზიანო სხვა მავნე მინარევებს. ეს ნივთიერებები თანდათან ილექება თქვენს თმაში და ცვლის მათ სტრუქტურას. ისინი აღწევენ თავის კანში და ორგანიზმში სხვადასხვა ცვლილების მიზეზი ხდებიან.

რასაკვირველია, მავნე ნივთიერებები თმის საშუალებით ორგანიზმში ისეთი რაოდენობით ვერ აღწევს, რომ დაავადებებმა უცებ იჩინოს თავი. ამას დრო სჭირდება. მავნე ნივთიერებებისაგან არსებობს საიმედო დაცვა - თავსაბურავები და ქოლგა.

თუ პრინციპულად უარს ამბობთ ქუდის ტარებაზე და ამაყობთ საკუთარი თმითა და ვარცხნილობით, გაითვალისწინეთ, რომ მას დიდ საფრთხეში აგდებთ. თმა დღეში ერთხელ უნდა დაიბანოთ ვიტამინებისა და სამკურნალო ბალახების შემცველი შამპუნებით. ასევე გამოიყენეთ თმის მოვლის სხვა საშუალებებიც.

თმის ცვენის შეჩერება შესაძლეებლია

თუ თმა გცვივათ, ესე იგი არსებობს ამის გამომწვევი მიზეზი. შესაძლოა არასწორად იკვებებით. გაამდიდრეთ თქვენი საკვები რაციონი ვიტამინებითა და მინერალებით. უმჯობესია აფთიაქში შეიძინოთ და სვათ თმისა და კანისთვის სპეციალურად შექმნილი ვიტამინების კომპლექსები.

ხშირად თმის ცვენის მიზეზი გაცილებით მარტივი და პროზაულია. კოსმეტოლოგიაში არსებობს გამოთქმა "გრენლანდიური სიქაჩლე". საქმე ისაა, რომ ძველად გრენლანდიელ ქალებში მიღებული იყო ტრადიციული ვარცხნილობა - უკან გადაჭიმული, კეფაზე მაგრად შეკრული თმა. თმის ძირი ასეთ დაჭიმულობას დიდხანს ვერ უძლებს და თმა ცვენას იწყებს.

თუ გრძელი თმა გაქვთ, ეცადეთ არ იხმაროთ მაგარი თმისმომჭერები. კოსმეტოლოგები ასევე არარეკომენდებულად მიიჩნევენ სველი თმის დავარცხნას და მჭიდროდ დაწვნას. ერთსა და იმავე ადგილას გადაყოფილი თმა ასევე თმისცვენის საწინდარია. პარიკები, ხელოვნური თმა, შინიონები თმის გათხელებას იწვევს.

თმის დაბანა

ის, თუ როგორ უვლით თმას, მის სიჯანსაღესა და სილამაზეზე აისახება. გახსოვთ ერთი მთავარი წესი? ნამდვილ ქალს ყოველთვის წესრიგში უნდა ჰქონდეს თმა, ხელები და ფეხსაცმელი. თუ თქვენი იმიჯის ეს დეტალები მოვლილი და პეწიანია, ე.ი. სილამაზისთვის ბრძოლა მოიგეთ.

დაფიქრდით, რით იბანთ თავს. ონკანის წყალი ხშირად ჟანგიანია, თუმცა ეს შეიძლება ვიზუალურად არ ჩანდეს. ის ხშირად შეიცავს მიკროორგანიზმებს, სხვადასხვა მიკროელემენტს, ისინი ნალექის სახით თვალითაც შეიძლება შევნიშნოთ.

დიდ ქალაქებში ექიმები უკვე დიდი ხანია გვაფრთხილებენ, რომ ონკანის წყალი არ დავლიოთ. მაშ, რატომ შეიძლება ამ წყლით თავის დაბანა? კოსმეტოლოგები გვირჩევენ თმაზე ანადუღარი წყლის გადავლებას, რომელშიც სხვადასხვა სამკურნალო ბალახი იქნება ჩამატებული, მაგალითად, გვირილა.

ამის გაკეთება ადვილია, სარგებელი კი საკმაოდ დიდი. გვირილა თმას მშვენიერ ოქროსფერ ბზინვარებას ანიჭებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ გაფილტრული ან დამდგარი წყალი. თანამედროვე კოსმეტოლოგიური საშუალებები აჯანსაღებს და ალამაზებს თმას, თუმცა არც ბებიების ძველი მეთოდების დავიწყება ღირს.

კვირაში ერთხელ მაინც თავი კვერცხის გულით დაიბანეთ, ეს ძალიან სასარგებლოა. არსებობს თმის სპეციალური ნიღბებიც. მაგალითად, აიღეთ 1 ცალი კვერცხის გული, აურიეთ პატარა ჭიქა კონიაკი, წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ.

სველი თმის დავარცხნა არარეკომენდებულია, თუ მოკლე ვარცხნილობა არა გაქვთ. გრძელი სველი თმა იწეწება და რაც უფრო მეტად ივარცხნით, მით მეტი რჩება სავარცხელზე. ეცადეთ არ გაიშროთ თმა საშრობით, მაღალი ტემპერატურა მის სტრუქტურაზე მოქმედებს და მტვრევადს ხდის.
კატეგორია: ტესტი | ნანახია: 1096 | დაამატა: bubu:8 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 10
10 - ავტორი: Selenator
(მასალა) თარიღი: (2011-09-07 12:32 PM)




0



პასუხი
Gaaviitvaliiswiineeb ameeebs.Magraaam bubuu ramdenjer gadmoaikopiree siaxleebi?!