10. Bella Thorne
ბელა ალბათ გეცნოთ სერიალიდან Shake It Up.ეს რიჟა გოგონა ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, თუმცა ვარაუდობენ რომ შემდეგ წლებშიც აქტიურად შეინარჩუნებს ამ სტატუსს.
9. Emily Osment
ემილი ოსმენტი ყველასათვის ცნობილია მაილი საირუსის საუკეთესო მეგობრის როლით სერიალში Hannah Montana. 19 წლის არაჩვეულებრივმა ქერა გოგონამ საკუთარი ალბომიც კი გამოუშვა სახელწოდებით Fight or Flight. მართალია ჰანა მონტანა დაიხურა, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ ემილი სხვაგანაც შეგვახსენებს თავს.
8. Bonnie Wright
ეს გოგონა მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი მაშტაბის მქონე ფილმის Harry Potter–ის მონაწილეა. მართლაც რომ გაუმართლა ! ეს 19 წლის რიჟა ქალბატონი ლონდონიდაა და ხშირად ყოფილა დაკავებული სხვადასხვა სატელევიზიო პროდუქტებში.
7. Taylor Momsen
ტეილორი ერთადერთი როკერი გოგონაა, რომელიც ყველას ხიბლავს. ყველამ ალბათ მშვენივრად იცით Gossip Girl, სადაც ის მონაწილეობს. ის ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და ამართლებს ფრაზას "იყავი ის ვინც ხარ".
6. Miranda Cosgrove
მირანდამ სახელი ნიკელოდეონით გაითქვა iCarly–ით. ის 18 წლის ნიჭიერი გოგონაა. მას გააჩნია მუსიკალური კარიერაც.
5. Demi Lovato
ერთ–ერთი ყველაზე გმორჩეული ვარსკვლავი დისნეის ისტორიაში. დემიმ თინეიჯერებს თავი შეაყვარა Camp Rock–ითა და სერიალით Sonny With a Chance. მშვენიერ 18 წლის ვარსკვლავს ამჯერად რაღაც პრობლემები აქვს.
4. Victoria Justice
18 წლის არაჩვეულებრივი გოგონა ასევე ნიკელედიონის ეკრანებზე მოგვევლინა – Victorious–ში. მას ასევე აქვს მუსიკალური კარიერა.
3. Selena Gomez
სელენას თვლიან როგორც ლამაზს, ჭკვიანსა და ნიჭიერს დისნეის სამყაროში. თინეიჯერებს თავი შეაყვარა ფილმით თანამედროვე კონკიაზე. 18 წლის ვარსკვლავს მთავარი როლი აქვს დისნეის სერიალში Wizards of Waverly Place.ის ასევე დაკავებულია მუსიკალური კარიერით და მონაწილეობას იღებს სახვადასხვა ფილმებში.
2. Dakota Fanning
დაკოტამ თავი მაყურებელს ბავშვობიდან შეაყვარა. განსაკუთრებით ფილმით I Am Sam. 17 წლის ქერა გოგონას საკმაოდ ნიჭიერად თვლიან ჰოლივუდში.
1. Miley Cyrus
მაილიმ დისნეიში ყველაზე მეტად გაითქვა სახელი. ჰანა მონტანამ ყველაზე მაღალი რეიტინგი მოიპოვა და ყველაზე მეტად გახდა პოპულარული. 18 წლის ვარსკვლავს უკვე საკუთარი მუსიკალური და სამსახიობო კარიერა აქვს. გაზრდის მიუხედავად ყველას ახსოვს 13 წლის მხიარული გოგონა რომელიც დისნეიში პირველად მივიდა.
|