სპეციალურად ifunlove.tk-ს გოგონებისთვის. - 23 თებერვალში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » თებერვალი » 23 » სპეციალურად ifunlove.tk-ს გოგონებისთვის.
6:07 PM
სპეციალურად ifunlove.tk-ს გოგონებისთვის.
 გოგონებისთვის

 

ქალებს ოდითგანვე უყვარდათ კოსმეტიკის საშუალებით თავიანთი მშვენიერების გამოკვეთა. პომადა, რომელიც დღეს მაკიაჟის განუყოფელი ნაწილია, ძველ ეგვიპტეში შეუქმნიათ - იქ თურმე ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინათ ისვამდნენ ტუჩებზე ცვილისა და რკინის ჟანგის ნარევს. ანტიკური ეპოქის ლამაზმანები ტუჩებს ცხიმიანი ფერადი თიხით იღებავდნენ, ძველ რუსეთში კი ბაგეების შესაღებავად ჭარხალს, მარწყვსა და ჟოლოს იყენებდნენ.
პომადის სრულყოფაში დიდი როლი შეასრულა კარდინალმა რიშელიემ, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ვაშლის სურნელი.

კარდინალს მუდამ ედგა მაგიდაზე ვაშლით სავსე ლარნაკი, ერთხელ კი თავის მკურნალს უბრძანა, ცხვი-რის წვერსა და ზედა ტუჩზე წასასმელად მისთვის საგანგებოდ მოემზადებინა ვაშლისსურნელიანი საცხი. სწორედ ამ მკურნალმა შემოიღო ტერმინი "პომადა" (პომმე ფრანგულად ვაშლს ნიშნავს). რა თქმა უნდა, კარდინალისთვის მომზადებული პომადა უფერული იყო, მაგრამ მასში საღებავის დამატება ძნელი არ გახლდათ... სხვათა შორის, ფერადი პომადით ძველად არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც სარგებ-ლობდნენ. მაგალითად, ლუდოვიკო XVI-ის კარზე ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. ტუჩების კონტუ-რის გამოკვეთა სავალდებულოდაც კი ითვლებოდა, რათა პირი წვერ-ულვაშში კარგად გამოჩენილიყო.

 

გოგონებისთვის


საინტერესო ფაქტები
1803 წელს ამსტერდამში, მსოფლიო გამოფენაზე, წარმოდგენილ იქნა ირმის ცხიმისგან მომზადებული პომადა, რომელმაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

1915 წელს პომადის ტუბებით გამოშვება დაიწყეს. ერთი ტუბი 75 დოლარი ღირდა, რაც იმხანად საკმაოდ დიდი ფასი იყო. სარა ბერნარმა ახალ პროდუქციას "დიდი აღმოჩენა" უწოდა და ის "სიყვარულის ჩხირად" მონათლა.
პომადის წარმოებაში გადატრიალება მოახდინა ელენ რუბინშტეინმა. 1920 წელს მან გამოუშვა პროდუქციის პირველი პარტია, რომლის თითოეული ეგზემპლარი 2 დოლარი ღირდა.
აშშ-ში ჩატარებული გამოთვლით, ქალი, რომელიც რეგულარულად ისვამს პომადას, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ამ კოსმეტიკური საშუალების დაახლოებით 35 კგ-ს მოიხმარს. პომადამ ფსიქოსადიაგნოს-ტიკო დატვირთვაც კი შეიძინა. მისი ფერის, მოხმარების წესის, ტუჩზე წასმის მეთოდისა და სხვა შტრიხების საფუძველზე ფსიქოლოგები ქალის ტიპაჟზე, ხასიათზე, ბუნებაზე მსჯელობენ. ასე, მაგალითად:
თუ შეღებვისას ქალი ტუჩებს ფორმას კი არ უცვლის, არამედ ზუსტად მათი მოყვანილობის შესაბამისად ისვამს პომადას, ის თავდაჭერილი, კანონმორჩილი, თანმიმდევრული და პრინციპულია.
თუ პომადა გამოყენებისას თავისთავად იძენს დახრილ ზედაპირს და ასე მახვილკუთხა რჩება, ე. ი. მისი პატრონი გახსნილი და კონტაქტური ადამიანია, თუმცა ყოველ შემხვედრს არ უმეგობრდება, არ უყვარს შეზღუდვები, საკმაოდ თვითდაჯერებულია.
პომადის თანაბრად მომრგვალებული ზედაპირი იმაზე მეტყველებს, რომ მისი პატრონი კარგი მეოჯახეა. მისთვის სახლსა და ოჯახს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მარტოობა კი ტანჯვას აყენებს. შესაძლოა, ჯიუტი და ძალაუფლების მოყვარულიც იყოს.

 

გოგონებისთვის

 

ექსპერტების აზრით, პომადის ფერიც არანაკლებ მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო დეტალია. ღაჟღაჟა წითელს სიცოცხლის მოყვარული და ენერგიული ქალბატონები ირჩევენ, ვარდისფერს - რომანტიკოსები და მეოცნებენი, ნარინჯისფერ-მოწითალოს - ექსტრავაგანტულნი, მარგალიტის ელფერის მქონე პომადა კარიერისტებს უყვართ. მთავარი ის არის, რომ ამ კოსმეტიკური საშუალებით მსოფლიოს ქალთა 70% სარგებლობს და, რაც მთავარია, პომადა ჯანმრთელობისთვის სრულიადაც არ არის მავნებელი, როგორც ხშირად წერენ სილამაზის მოყვარული ქალბატონების დასაშინებლად.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 868 | დაამატა: selly-seluka | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2 - ავტორი: Selly_JB
(მასალა) თარიღი: (2011-03-02 5:53 PM)