თუ წინაისტორია ფილმისა „სექსი დიდ ქალაქში", რომელსაც ჰქცია ”კერის დღიურები” ოდესმე გამოჩნდება დიდ ეკრანზე, ახალგაზრდა შარლოტას როლს ნამდვილად სელენა გომესი ითამაშებს. „იცით, არა თქვენ არ იცით... კასტინგი-ეს კატასტროფაა, მაგრამ გომესის სურათებს ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ის ნამდვილად კარგი შარლოტა იქნება"- თქვა ფილმის შემქმნელმა კენდისმა. –„ის ისეთი საყვარელია". კენდისმა თავისი არჩევნის შესახებ The Daily Caller-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მწერალმა დაადასტურა, რომ ფილმის შესახებ უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სურათი მოგვითხრობს ოთხი გოგონას შესახებ - კერი, სამანტა, შარლოტა და მირანდა - 1980-ანი წლების ნიუ ორკში, როდესაც ისინი ახალგაზრდები იყვნენ.