საშიში ისტორიები (part 2) - 24 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 24 » საშიში ისტორიები (part 2)
12:29 PM
საშიში ისტორიები (part 2)
ბებიას სახლი

- ერთხელ დასასვენებლად ბებიასთან წავედი ერთი თვით. მაშინ დაახლოებით 8 წლის ვიყავი. მომწონდა ბებიასთან ურთიერთობა, მომწონდა როგორ ვატარებდით ერთად დროს.
ერთხელ ღამით, როდესაც ბებია და ძია დასაძინებლად წავიდნენ, გადავწყვიტე დაძინებამდე ტელევიზორისთვის მეყურებინა და რაღაც საშიშ სერიალს გადავაწყდი, ვიღაც სწავლულზე, რომელიც ზღვის ურჩხულზე ნადირობდა. მსგავსი საშინელებათა ფილმები ძალიან მიყვარდა, ამიტომაც, გადავწყვიტე ყოველთვის მეყურებინა ამ სერიალისთვის. ის გვიან ღამით გადიოდა ხოლმე, როდესაც ყველას ეძინა. მე კი ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი.
ერთხელ, ტელევიზორის ყურების დროს, კარზე კაკუნის ხმა გავიგონე. მოვბრუნდი მაგრამ კართან ვერავინ დავინახე (მინის კარი იყო). ავდექი და სამზარეულოში გავედი, მაგრამ არც იქ ყოფილა ვინმე. შემდეგ ბებიას ოთახში ანთებული შუქი დავინახე, თურმე არ ეძინა და გაზეთს კითხულობდა. მასთან მივირბინე და ყველაფერი მოვუყევი. თუმცა მას არ შეშინებია, რადგან ჩათვალა, რომ ბიძაჩემმა დააკაკუნა. მეც დავმშვიდდი.
დილით ბიძაჩემს ვკითხე, ღამით სასტუმრო ოთახის კარზე შენ დააკაკუნე მეთქი? მაგრამ მან მითხრა, რომ იმ დროისთვის უკვე ეძინა… ამის მერე ღამით მარტო დარჩენას და იმ სერიალის ყურებას ვერიდებოდი…
კაკუნის შემდეგ, რაღაც დროის განმავლობაში, არაფერი განსაკუთრებული აღარ შემინიშნავს და დამავიწყდა კიდეც ის შემთხვევა.
ერთხელ მე და ბებია მის ოთახში ვისხედით და ვკითხულობდით… გვიანი იყო, მაგრამ ბიძაჩემი სახლში არ იყო და მის მოსვლას ველოდებოდით. ჩემი სავარძელი ისე იდგა, რომ პირდაპირ ვხედავდი სამზარეულოს. უცებ შევნიშნე, რომ ლამფის შუქმა შესამჩნევად დაიწყო ციმციმი. ჩავთვალე, რომ მომეჩვენა და კითხვა განვაგრძე. ცოტა ხანში იგივე განმეორდა, ამჯერად ნაბიჯების ხმა და ფეხების ბაკუნიც მოჰყვა. ეს ხმა ბებიამაც გაიგონა, მაგრამ ჩათვალა, რომ ძია დაბრუნდა სახლში. მე ვიცოდი, რომ სახლში არავინ შემოსულა, თუმცა ბებია აღარ შევაშინე.
უცნაური მოვლენები ყოველღიურად გრძელდებოდა. მესმოდა იგივე ნაბიჯების ხმა, შუქი თავისით ირთვებოდა და ითიშებოდა, მაგრამ რატომღაც შიშის გრძნობა გამიქრა და ყურადღებას აღარ ვაქცევდი…
გავიდა რამდენიმე წელი… ერთხელ ბიძაჩემს გამგზავრება დასჭირდა და ბებია მარტო დარჩა. იგი წუხდა, რომ ღამით ვიღაც სახლში დადიოდა და ტაშს უკრავდა. ამის გამო ვერ იძინებდა, რადგან ძალიან ეშინოდა.
ბებიაჩემის სახლი "მკვდარია”. ყვავილები არ ხარობენ, ცხოველები გარბიან, მეზობლებში კი სახლში შესვლის სურვილიც არ აქვთ. მე თვითონაც თავს ვარიდებ ბებიასთან წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს იგი.
არ ვიცი, ცხოვრობდა თუ არა ვინმე იმ მიწაზე მანამდე, მაგრამ ამ სახლში სხვას არავის უცხოვრია, რადგან იგი ბებიაჩემმა ააშენა საკუთარი ხელებით. სახლში ყოფნის დროს, იქედან გამოქცევის სურვილი გიჩნდება… ცოტა ხნის წინ სახლი ვაკურთხებინე, მაგრამ სიტუაციას გაუმჯობესებისა არაფერი ეტყობა…

სტუმარი ტყიდან

– ბიძაჩემის სახლი ერთ-ერთ სოფელში, ტყის პირას დგას. თვითონ ძია ახალგაზრდობაში მეტყევე გახლდათ და სწორედ აქედან დაიწყო მისი უბედურება.
ერთხელ ტყეში სიარულის დროს, იგრძნო, რომ უკან რაღაც მიყვებოდა, მაგრამ ვერაფერი დაინახა და ყურადღებაც აღარ მიუქცევია.
ღამით ძია იმ ქოხში იძინებდა, რომელიც ტყეში აეშენებინა. იმ ღამესაც ქოხში დარჩა და იგრძნო, რომ ძილში რაღაც ახრჩობდა. გაღვიძებულმა დაინახა, რომ ეს "რაღაც” სილუეტი იყო…
იმ ღამით კი დაანება თავი სილუეტმა ბიძაჩემს, მაგრამ მეორე დღეს, სახლში გამოყვა და ღამითაც იგივე განმეორდა. რადგან ზაფხული იყო, ძია საზაფხულო სამზარეულოში იძინებდა ( ) ყოველ ღამით სახლში ერთიდაიგივე მეორდებოდა – იღებოდა შემოსასვლელი კარი, შემდეგ კორიდორში ისმოდა ნაბიჯების ხმა, მიდიოდა იმ ოთახისკენ, სადაც ძიას ეძინა, შედიოდა ეს "რაღაც” და ხრჩობას უწყებდა. ბიძაჩემის ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა, მაგრამ ვერაფერს აწყობდა…
ცოტა ხანში ძიამ ცოლი მოიყვანა და რაღაც დროის შემდეგ, მიხვდნენ, რომ ის "რაღაც” მარტო ბიძაჩემს არ ერჩოდა, რადგან ყველას იგივე ემართებოდა, ვინც საზაფხულო სამზარეულოში იძინებდა… სხვა ოთახების მკვიდრთ სიმშვიდე არ ერღვეოდათ
ამის გამო, იმ ოთახში ძილს ყველა ერიდებოდა.
ერთ ოთახში ეძინათ ბიძას, ბიცოლას და ჩემს ბიძაშვილს. ამ უკანასკნელის საწოლი ოთახის მეორე ბოლოში იდგა… ერთ ღამეს, როცა ყველანი დასაძინებლად დაწვნენ, ბავშვის საწოლზე საბანი გადაიწია, საწოლიდან ვიღაც წამოდგა და ოთახიდან გავიდა. მშობლებმა იფიქრეს რომ ბავშვი ტუალეტში გავიდა და ყურადღებაც არ მიუქცევიათ, მაგრამ 10-15 წუთის შემდეგ, შეეშინდათ, ამდენ ხანს ბავშვი სად არისო. ადგნენ, რომ ოთახიდან გასულიყვნენ და როდესაც შუქი აანთეს, დაინახეს, რომ ბავშვი თავის საწოლში იწვა და მშვიდად ეძინა… ვინ ადგა მისი საწოლიდან და გავიდა, უცნობია…

მეთამაშე

ჩემს ოჯახთან ერთად ახალ სახლში გადავედი. სახლი არც ისე ახალი იყო, 70-80იანი წლების… მანამდე ამ სახლში ცხოვრობდა ოჯახი, რომელშიც 3 ბავშვი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, სამივე ბავშვი გარდაიცვალა სხვადასხვა დროს…
ერთხელ, ჩემს ოთახში ვიჯექი და თოჯინას ვეთამაშებოდი. მერე გარეთ გადავწყვიტე სათამაშოდ გასვლა, თოჯინა თავის საწოლში დავაწვინე და ეზოში გადავედი. რომ დავბრუნდი, დავინახე, რომ თოჯინა ახლა სხვა სათამაშოებთან ერთად, სკამზე იჯდა. გამიკვირდა, იმიტომ რომ სახლში მარტო ვიყავი, მაგრამ არ შემშინებია. საღამოს დედას მოვუყევი, მაგრამ არ დამიჯერა, შენ დატოვებდი სკამზე დასმულს, უბრალოდ არ გახსოვსო…
ძილის წინ თოჯინა სათამაშოების ყუთში ჩავაწვინე და დავწექი…
იმ ღამით ასეთი სიზმარი ვნახე – საწოლთან დაახლოებით 7 წლის გოგონა მედგა, რომელიც ძველებურად იყო ჩაცმული, ქერა თმა ღია ცისფერი ბაფთით ჰქონდა შეკრული. ხელში კი თოჯინა ეჭირა, ჩემი თოჯინა. მეგობრულად მიღიმოდა. მე დავუყვირე : ” მომეცი ჩემი თოჯინა !” , მან კი გაკვირვებულმა მიპასუხა : ” არა, ჩემია!”. მე ყვირილს განვაგრძობდი : "ჩემია, დამიბრუნე ჩემი თოჯინა! "… "მაშინ მეთამაშე მაინც, იმდენი ხანია ჩემთან არავის უთამაშია ” – მთხოვა მან და საწოლს მოუახლოვდა… ” არ მინდა შენთან თამაში” – დავუყვირე და გავექეცი… ამ დროს გამომეღვიძა და დავინახე რომ ბალიშთან ჩემი თოჯინა იდო და მის გვერდით თმის ღია ცისფერი ბაფთა
მომდევნო ღამით, კვლავ ვიხილე სიზმარში ის გოგონა. ამჯერად მარტო არ იყო, ხელი ჰქონდა ჩაკიდებული პატარა გოგონასთვის, დაახლოებით 3 წლისა იქნებოდა… ” ხედავ? შენ ჩემთან თამაში არ მოინდომე, მაგრამ ეს გოგო მეთამაშება ხოლმე” – მითხრა მან და წავიდა…
მეორე დილით გავიგეთ რომ დედაჩემი ფეხმძიმედ იყო. 9 თვეში ჩემი და დაიბადა… ცოტა რომ წამოიზარდა, მომიყვა, ძილის დროს ჩემი მეგობარი მოდის ჩემთან და მეთამაშებაო…
მშობლებმა გადაწყვიტეს სახლი ეკურთხებინათ და მალევე აკურთხეს.. ამის შემდეგ, როგორც ჩემმა პატარა დამ თქვა, მისი მეგობარი აღარ გამოჩენილა…




სკაუტი გოგონების ყოფილი ბანაკი ამერიკის შტატში ოკლაჰომაში მდებარეობს, ეს სწორედ ის ბანაკია, სადაც მომხდარმა ამბავმა მთელ ოკლაჰომას დააკარგვინა მოსვენება. ყველაფერი კი 1977 წელს მოხდა. აღნიშნული წლის 12 ივნისს ჩვეულებრივი საზაფხულო ბანაკი გაიხსნა.

3 გოგონა,8 წლის ლორი ლი ფარმერი, 9 წლის მიშელ გუსი და 10 წლის დორის დენის მილნერი მერვე კარავში დაბინავდნენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა,მაგრამ უცებ ძლიერი ჭექა-ქუხილი ატყდა, რის გამოც ბანაკის წევრებმა თითქმის მთელი საღამო თავ-თავიანთ კარვებში გაატარეს. რა მოხდა შემდეგ, ეს წარმოდგენის ზღვარს სცილდება, დილას 3 გოგონას გვამი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს მკვლელმა დორისი,მიშელი და ლორი გააუპატიურა,სცემა და მოკლა. ბავშვების გვამები კარვიდან დაახლოებით 150 იარდის მანძილზე იყო მიმოფანტული.

პოლიცია მაშინვე ჩაერთო საქმეში და დანარჩენი ბავშვები სასწრაფოდ დააბრუნეს სახლებში. 13 ივნისი ამ ბანაკის მოქმედების ბოლო დღე აღმოჩნდა, რადგანაც ამის მერე აღარც გახსნილა. მეორე დღეს პრესაში გამოქვეყნდა სტატია,სადაც ეწერა,რომ კარავში იატაკი სისხლიანი იყო, მასზე კი ფეხსაცმლის ნაკვალევი ჩანდა, სხვანაირი ფეხსაცმლის ნაკვალევი აღმოაჩინეს კარვის გარეთ. პრესის ეს განცხადება 15 ივნისს კანონის დარღვევად მონათლეს და ძიება გაგრძელდა.

17 ივნისს,ჯეკ შროფი გამოჩნდა,რომელსაც სახლი ბანაკთან ახლოს ჰქონდა,მან განაცხადა,რომ მისი სახლი ერთი კვირით ადრე გატეხეს. როცა დეტექტორზე დასვეს,აპარატმა სიცრუე აჩვენა. ამის შემდეგ პრესაში სტატია გამოქვეყნდა,სადაც შროფი ეჭვმიტანილად დაასახელეს. ჯეკმა უამრავი სატელეფონო ზარი და მუქარის წერილები მიიღო,რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზოგიერთი წყარო ირწმუნებოდა,რომ მკვლელის ან მკვლელების იარაღი ძალაყინი იყო და მასზე თითის ანაბეჭდებიც მოიძევებოდა.

პოლიციამ ჩამოიყვანა საუკეთესო,გაწვრთვნილი ძაღლები, ხალხს იმედი მიეცა, დაგეშეს კიდეც,მაგრამ ძაღლებს არაფერი გამოუვიდათ.

ხალხში ჭორი დადიოდა,რომ ადგილობრივი ჩეროქელი კაცის წყევლა მალე უწევდა ამ ძაღლებს და არავინ იცის ასე მოხდა თუ არა, ის კია რომ 18 ივნისს ერთი ძაღლი მოკვდა.

20 ივნისს გამოცხადდა,რომ ერთი გვამიდან თითის ანაბეჭდების აღება მოხერხდა, და რომ რამდენიმე ეჭვმიტანილი ჰყავდათ. ამ დღეს ორი ცოცხალი ძაღლიდან,ერთ-ერთი მოულოდნელად გაიქცა მანქანების სამოძრაო გზატკეცილზე და იგი მანქანამ იმსხვერპლა. ძაღლის ფასი 10 000-დან 20000 დოლარამდე იყო. ეჭვმიტანილების სიას კიდევ ერთი კაცი შეემატა, ეს ვინმე მაიკი გახლდათ,რომელიც გოგონების ბანაკთან ახლოს ცხოვრობდა, თავისი ბანაკი ჰქონდა მოწყობილი, ოღონდ განმარტოებით ატარებდა დღეებს.

22 ივნისს კი გამოძიებას ხელში ორი ფოტო ჩაუვარდა.რომელზეც 3 ქალი იყო გამოსახული . იგი ამბობდა ეს ფოტოები გვამებთან ახლოს იპოვნესო,ზოგიც აცხადებდა ბანაკისგან ორი მილის მოშორებით ეგდოო.

ძიებამ დაადგინა,რომ ეს ფოტოები ვინმე ჯინ ლიროი ჰართის მიერ უნდა ყოფილიყო გამჟღავნებული,ის ადრე ფოტოსალონში მუშაობდა.

30 ივნისს პრესას ჯინის დედა,ელლა დაუკავშირდა,რომელმაც განაცხადა,რომ უკვე შეწუხებული იყო შერიფის საქციელით, გამოძიება განუწყვეტლივ ცდილობდა ხაზი გაესვა იმისთვის,რომ ფოტოებთან ჯინს ჰქონდა კავშირი, ამას იმისთვის აკეთებდნენ,რომ მისი შვილის მიმართ ეჭვი კიდევ უფრო გაზრდილიყო.

ეფ ბი აი-მ კი განაცხადა,რომ მათ დამამტკიცებელი საბუთი ჰქონდათ იმისა,რომ ჯინი მკვლელობის დროს სადღაც იმ არემარეში იმყოფებოდა.

ერთ-ერთმა შერიფმა განაცხადა,რომ ჯინ ჰართი კვლავ ამ მიდამოებში იმყოფებოდა და მისი ძებნა მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასზე ინფორმაციისთვის ჯილდო უკვე 138 000 გახდა.

ჯინ ჰართი აქამდეც გახლდათ ნასამართლევი,ქურდობისთვის, გატაცებისთვის, გაუპატიურებისთვის, ორჯერ ჰქონდა პატიმრობა მისჯილი და გაქცეული იყო ციხიდან.

ძალიან მალე გავრცელდა ლეგენდები,რომ ჰართი ჩეროქის ინდურ მედიცინაში იყო განსწავლული და მეტაფიზიკურ ძალებს იყენებდა, რისი საშუალებიტაც აქამდე ძიებას წარმატებით ემალებოდა. მას 2 ქალის გაუპატიურება დაუმტკიცდა და 9 წელი მიესაჯა,მაგრამ აქედან მხოლოდ 3 წელი მოიხადა. შემდეგ გაიქცა და დაიწყო სახლების გაქურდვა, ბოლოს დაიჭირეს და 305 წელი მიუსაჯეს.

ჯინ ჰართი რაც დააკავეს,იქიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა. იყო თუ არა ის ნამდვილი მკვლელი, თუ უბრალოდ წარსულში ნასამართლევი ადამიანი არასაჭირო ადგილას აღმოჩნდა არასაჭირო დროს? მოკლედ 2007 წელსაც ჩაატარეს ლაბორატორიული ტესტები და ვერ დაამტკიცეს,რომ დამნაშავე ნამდვილად ჯინი იყო, ასე რომ შესაძლოა ნამდვილი მკვლელი ახლაც გარეთაა.

ეს ბანაკი კი უკვე ხელშეუხებელია,იქ მისვლას ადამიანები ერიდებიან, ამბობენ რომ როდესაც წვიმს, გოგონების ტირილის ხმა ისმის. ასევე ამბობენ,რომ აქ ბავშვის მოსიარულე ჩრდილებიც შეუნიშნავთ. ასეა თუ ისე ბანაკში მკვლელობების თემა პოპულარული გახდა და ბევრი ფილმიც გადაიღეს, მაგალითადპარასკევი 13 (1980 წელს გადაღებული) ამ ფილმის მეორე და მესამე ნაწილებიცაა გამოსული. The Burning (1981 წელს გამოვიდა) Madman (1982 წელი) Sleepaway Camp (1983)
კატეგორია: სასაცი.. / საინ.. | ნანახია: 825 | დაამატა: FenTy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: demisumagresifani
(მასალა) თარიღი: (2011-09-24 12:52 PM)




0



პასუხი
eseni yvela ido da tu gmerti gwams mtavari poto sheanacvlebine da guli miwuxss