ბარბადოსელი
პოპ-მომღერალი რიანა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სიგიჟის ზღვარზეა.
რიანას მსოფლიო მუსიკალური ტურნე უკვე 10 თვეა გრძელდება. ამ დროის
განმავლობაში მომღერალმა ასზე მეტი კონცერტი გამართა, რის შედეგად ძალიან
გადაიღალა. ვარსკვლავის მეგობრები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
ღელავენ - რიანა 24 საათის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
დუბლინში
პოპ-ვარსკვლავს კულისებში კინაღამ გული წაუვიდა, ერთ-ერთ კონცერტზე კი
ნერვული შეტევა დაემართა. მაშინ მომღერალი ფსიქიატრიულში გაგზავნას
გადაურჩა.
"ვგრძნობ, რომ ჭკუიდან გადავდივარ, ეს ჯოჯოხეთია!", - წერდა რიანა "ტვიტერში" მორიგი კონცერტის შემდეგ.
მომღერალი სიმშვიდის მოპოვებასა და განტვირთვას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობს. მას ბოლო დროს სასმელით ხელში ხშირად ხედავენ.