ცნობილი ფაქტია,რომ თმის ფერი ბევრ რამეს გვეუბნება ადამიანზე.მოდით,ძირითადი ფერების მიხედვით გავიგოთ,ვის როგორი ხასიათი აქვს! წითური თმა:ჯიუტი და ფეთქებადი ხასიათი გაქვს.გიყვარს სპორტი,რადგან გიყვარს სხვაზე გამარჯვება და ამით ტკბობა.თუ კვადრატული ფორმის სახე გაქვს,მაშინ შეგიძლია,მამაკაცურ პროფესიას დაეუფლო.თუ ოვალური სახე გაქვს,ხელოვნება გეყვარება.წითურთმიანები ასევე ძალიან სულსწრაფები და რისკიანები ხართ,მაგრამ არის პერიოდი,როცა ნაზები და სულგრძელები ხდებით.
წაბლისფერი თმა:ყოველთვის მხიარულობ.ძალიან ჭკვიანი ხარ და ყველაფერს ძალიან სწრაფად ითვისებ.ასევე გაწონასწორებულიდა შრომისმოყვარე ხარ.ბევრი მეგობარი გყავს.საზოგადოების სული და გული ხარ.წაბლისფერთმიანები რომლებსაც კანის ფერი მუქი აქვთ,ჩაკეტილები არიან.ღია ფერის კანის მქონეები კი-სენტიმენტალურები.
ქერა თმა:მოკრძალებული,კეთილი და ნაზი ხარ,ხშირად მელანქოლიური და მეოცნებეც.ბიჭებთან ურთიერთობაში პასიურობა გახასიათებს.მაგრამ თუ შეგიყვარდა,იმსიყვარულის ერთგული რჩები ბოლომდე.ხშირად იტყუები მაგრამ ეს უბოროტო ტყუილია.ცოტა ზარმაცი ხარ მაგრამ ამით არავის აღიზიანებ. შავი თმა:შავგრემანებს ძლიერი ხასიათი გაქვთ. ძალიან სერიოზულები,ცბიერები,ჭკვიანები და მომთბენები ხართ.შესანიშნავად ერკვევით პოლიტიკასა და დიპლომატიაში.გიყვართ სირთულეების გადალახვა.ასევე ძალიან მგძნობიარეები ხართ და გსიამოვნებთ როცა გაქებენ. შენ რა ფერის თმა გაქ?
|