ყველაზე საშიში ამბები და ლეგენდები (Part 1) - 22 აგვისტოში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აგვისტო » 22 » ყველაზე საშიში ამბები და ლეგენდები (Part 1)
12:59 PM
ყველაზე საშიში ამბები და ლეგენდები (Part 1)
1) 1860 წელი... ახალ წლამდე 1 თვეა დარჩენილი. ტყუპები : ოფელია და სარა სახლში თბილად,ფანჯარასთან ზიან და ადევნებენ თვალს,თუ როგორ თამაშობენ ბავშვები ეზოში. ოფელიამ გადაწყვიტა ტყუპისცალი და გაემხიარულებინა და სახლის სახურავზე "ჩუმად" ასვლა შესთავაზა... სარაც დათანხმდა. 
გოგონები სხვენისაკენ მიმავალ კიბეს აუყვნენ,სადაც სახლის სახურავზე ასასვლელი იყო... აი ისიც,დები სახურავზე არიან, მათ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და ფრთხილად გადახედეს არემარეს, სახლის წინ დიდი ტბა იყო. 
უეცრად სარას ფეხი დაუსხლტდა და ტბაში ჩავარდა.ბუნებრივია რომ ის მოკვდა... ოფელიამ კი ვერ შეძლო მისი გადარჩენა და სახლში დაბრუნდა... 
კარზე ზარია - ეს მეზობელია... იმის გამო,რომ გოგონების მშობლები სახლში არ იყვნენ, მეზობელმა - ნენსიმ გოგონების შემოწმება გადაწყვიტა,თუ როგორ იყვნენ ისინი... ტყუპები არ ჩანან... ნენსი სამზარეულოსკენ გაეშურა,კარი შეაღო და.... "დაიკივლა" .. ის ხედავს,რომ პატარა ოფელია შავ კაბაშია გამოწყობილი და ხელში დიდი დანა უჭირავს... ის იცინის და ლაპარაკობს , რომ მისი დის სიკვდილი მისი ბრალი არ არის... 
სამზარეულოს კარი ჩაიკეტა... რაღაც მოხდა.. ( 2 საათის შემდეგ ) 
მშOბლები სახლშI დაბრუნდნენ... გოგონები არ არიან...დედამ სამზარეულოს კარი გააღო და რას ხედავს : მეზობელი-ნენსი ყელგამოჭრილი , ხელებ და ფეხებ მოჭრილი გდია... და ისევ სისხლი სდის.. დედას გული წაუვიდა... ცოლის კივილზე მამა დანაშაულის ადგილისკენ გაიქცა.. ის დაიხარა ,რათა ცოლი ხელშI აეყვანა.. და უეცრად ის ძირს დაეცა... პირიდან სისხლმა გადმოასხა.. ის ხედავს რომ ოფელიამ მას დანა ჩაარტყა, გოგონა იცინის... ტყუპისცალმა ძირს დავარდნილ დედას თვალები გამოთხარა ... და ცელოფანშI ჩაყარა, შემდეგ ის ტბისკენ გაეშUრა , სადაც სარა ჩაიხრჩო და მოკვეთილი ნაწილები ჩაყარა.. ეს საშIნელება იყო... ოფელია სახლშI დაბრუნდა და მშOბლები სასტიკად დახოცა... მას შემდეგ არავის არ სმენია გოგონას შესახებ... ორი დღIს შEმდეგ კი აჟღერდა ქრონიკა , რომ ქალაქში ახალწლამდე 1 თვით ადრე 2-2 ადამიანი უგზოუკლოდ იკარგებოდა.... 

[b]2)[/b] ეს ლეგენდა დღესაც აშინებს ვუდსბოროს მცხოვრებლებს, რადგან ლეგენდა ბევრ წიგნსა თუ არქივში დაზუსტებით წერია, ლეგენდის მიხედვით კი დამნაშავე ვერავინ დაიჭირა.. 
ლეგენდაის ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ამ სტატიაში ნახავთ ერთ ყველაზე დაზუსტებულ ამბავს რომელიც თავს ახალგაზრდა გოგონას ლიზა მეიერს გადახდა. 
დასასვენებლად წასულმა მშობლებმა თავიანთი ერთადერთი ქალიშვილი რომელსაც ლიზა ერქვა დატოვეს სახლში მარტო. გოგონას სახლში დაუტოვეს ფული და ძაღლი, გოგონა ერთი კვირა მარტო უნდა ყოფილიყო და მის ერთ მეგობარს სთხოვა სახლში დარჩენა, მისი მეგობარი ლიზასთან ორი დღე დარჩა, შემდეგი დღეები კი ლიზა მარტო დარღა სახლში, რადგან მის მეგობრებს საქმეები გამოუჩნდათ. 
ერთ ბნელ ღამეს მარტო დარჩენილ ლიზას უცნაური ხმები შემოესმა, მაგრამ შიშიგან გაჩერებული არ განძრეულა. რამდენიმე წუთის შემდეგ მან რადიო ჩართო, რადიოში კი შემაძრწუნებელმა განცხადებამ გაიჟღერა. ჟურნალისტი ლაპარაკობდა: 
- ციხიდან გამოიქცა ერთ-ერთი გიჟი დამნაშავე, რომელიც წინა წელს იქნა დაჭერილი, ვუდსბოროს მცხოვრებლებს, ვთხოვ დაკეტონ კარებები და ფანჯრები, ნუ გახვალთ სახლიდან შორს და ერიდეთ ტყეებში და პარკებში სეირნობას ღამე..! 
ლისამ კარებები და ფანჯრები ჩაკეტა და ლოგინში დაწვა, შემდეგ დღეს მშობლები ბრუნდებოდნენ და ლისას არაფრის არ ეშინოდა. ლიზამ სახლში ჩააბნელა, ხელი საწოლიდან გადაყო ხელი ძაღლმა აულოკა, ლიზა დარწმუნდა , რომ ძაღლი მას იცავდა. შუა ღამეს ლიზა წყლის წვეთების ხმამ გააღვიძა, ადგა და ნახა, რომ სამზარეულოში ონკანი დაკეტილი იყო, იფიქრა, რომ ონკანის სიძველის გამო ის გაფუჭდებოდა და გასაკეთებელი იყო. ღამე ისევ აალოკინა ძაღლს ხელი და ნაგაზთან ერთად არაფრის ეშინოდა. წვეთების ხმამ ისევ გამოაღვიძა, მაგრამ ონკანი ისევ დაკეტილი დახვდა. გოგონა ფიქრობდა, რომ ონკანი გაფუჭებული იყო და არაფრის ეშინოდა. გოგონას ტკბილად ჩაეძინა. 
დილას გაღვიძებული ლიზა სააბაზანოში შევიდა, აბაზანის ფარდა გადაწია, და არ გაინტერესებს რა ნახა შიგნით? აბაზანაში მისი გატყავებული ნაგაზი ეკიდა და ის წვეთები კი რომლებიც ღამე ლიზას აღვიძებდნენ ძაღლის სისხლის წვეთები იყო, გოგონა შოკირებული დარჩა, ის უკან გამობრუნდა და დაინახა წარწერა სარკეზე: ადამიანებსაც შეუძლიათ ხელის ალოკვა..! ლეგენდის თანახმად სახლში დაბრუნებულმა მშობლებმა გოგონა და ძაღლი ერთნაირად გატყავებული იპოვეს. მკვლელის ვინაობა უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ის შეშლილი დამნაშავე იყო, რომელსაც ადრეც ბევრი ბინძური საქმე ჰქონდა განაკეთები. 

3) მეორე ლეგენდა კი მოგვითხრობს ავსტრალიაში მომხდარ ამბავზე, რომელიც თავს ახალგაზრდა ძიძას გადახდა. 
წვეულებაზე წასულმა მშობლებმა ბავშვი ძიძასთან დატოვეს, ახალგაზრდა ძიძამ ბავშვი დააძინა თვითონ კი ტელევიოზირს საყურებლად ქვემოთა სართულზე ჩამოვიდა. უცებ ტელეფონმა დარეკა, ტელეფონში კი ბოხი ხმა გაისმა : რატომ არ აქცევ ბავშვს ყურადღებას..?, ძიძამ იმწამსვე გათიშა ტელეფონი და იფიქრა, რომ ეს უბრალო სულელური ხუმრობა იყო, ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი ტელეფონზე, ძიძამ ტელეფონი აიღო, ტელეფონში კი ისტერიული სიცილის ხმა გაისმა. ძიძამ ტელეფონი დააგდო, უცებ ზემოთა სართულიდან ძლიერი ნაბიჯების ხმა შემოესმა. ძიძა ძალიან მშიშარა იყო და იმწამსვე პოლიციაში დარეკა, პოლიციამ სახლში ვერავინ ვერ იპოვა, პოლიციამ ძიძას სთხოვა, რომ დალოდებოდა შემდეგ ზარს, და დიდხანს ელაპარაკა, ამ გზით ისინი დაადგენდნენ მოლაპარაკის მდებარეობას, და აი ისევ გაისმა ზარი, კაცი ამ ჯერზე შემდეგ სიტყვებს ამბობდა : რატომ არ აკონტროლებ ბავშვებს? იქნე ზემოთ ვარ?. პოლიციამ მეორე სართული ისევ გადაამოწმა, და წავიდა. პოლიციის წასვლის შემდეგ ძიძამ ძლიერი ნაბიჯების ხმა გაიგო, მეორე სართულზე ავარდა, იქ მხოლოდ ბავშვი ეგდო, რომელიც აღარ იყო ცოცხალი, დანაწევრებული ბავშვი კუთხეში ეგდო, ხოლო იატაკზე კი სისხლიანი ნაჯახი. ძიძა გადარჩა, მაგრამ მას მკვლელი არ უნახია. ლეგენდის მიხედვით მკვლელი სახლში მარტო დარცენილ გოგონებზე ნადირობს. 

4)მესამე ლეგენდა კი მოგვითხრობს შეყვარებულ წყვილზე. 
წვეულებიდან დაბრუნებული გოგო და ბიჭი მანქანით ბრუნდებოდნენ სახლში, უცებ მანქანა გააჩერეს და უკანა შეაჩერეს და ლაპარაკი დაიწყეს თავიანთ ურთიერთობაზე, თან რადიოში მხიარულ მუსიკას უსმენდნენ, ცოტა ხანში მუსიკა ჟურნალისტის ხმამ შეცვალა, ჟურნალისტი მათ ახსენებდა საგიჟეთიდან გამოქცეულ პაციენტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიქცა საგიჟეთიდან. გოგონამ და ბიჭმა განაგრძეს გზა. შუა გზაში მანქანა გაფუჭდა, რადგან გზაზე უცნაურად იდო ,,ლურსმნების ხალიჩა'' რომელიც აზიანებს მანქანის ბორბალს. ბიჭმა ახლოს მდებარე სახლი დაინახა და შიგ შესვლა გადაწყვიტა დახმარებლის სათხოვნელად. გოგონა ბიჭს მანქანაში ელოდებოდა, ბიჭი კი დიდი ხანი არ გამოჩნდა, როცა უკვე დიდი დრო გავიდა გოგონა ბიჭის მოსაძებნად იმ სახლში შევიდა, რომელიც არც თუ ისე შორს იყო, სახლი მარტო განცაალკევებულად იდგა და უცნაური ვიზუალი ჰქონდა. შიგნით შესულმა გოგონამ დაინახა მისი შეყვარებული, რომელიც კაუჭზე წამონცმული ეკიდა ჭერზე, მის ქვეშ პიანინო იდგა, თუ ბიჭი ფეხს ჩამოდგამდა პიანინოს ხმა გააღვიძებდა მკვლელს. მკვლელი კი გვერდით იწვა და ეძინა, ლეგენდის მიხედვით გოგონამ ბიჭის განთავისუფლება სცადა, იმის მიუხედავად, რომ ბიჭი უკვე მკვდარი იყო, მკვლელს მისი სხეული დასახიჩრებული ჰქონდა, მალე ,,კაუჭას'' გაეღვიძა, გოგონა მთლიანად გამოღადრა და მოკლული ხეზე ჩამოკიდა. ლეგენდის მიხედვით მკვლელი დაიჭირეს და ციხეში ამოხდა სული, მკვლელი სახელან ჯონი იყო და კაუჭიან კაცს ეძახდნენ, მას მარცხენა ხელი არ ჰქონდა. და 30 კაცამდე ჰყავდა ნაწამები და მოკლული. 

5)- ერთ ძველ ქალაქში ცხოვრობდა ორი გოგონა: მენდი და კელი. მათ ერთმანეთი სკოლაში გაიცვნეს, და დადგა მათი კოლეჯში წასვლის დროც, მენდი დიდი ხანი ამბობდა რომ უცნაურ სიზმრებს ნახულობდა და ამით შეწუხებული იყო. 
მედი და კელი კოლეჯში კარგად ერთობოდნენ, უკვე რამდენიმე თვე იყვნენ კოლეჯში და მათი გამოცდების დროც დადგა, წინა ღამეს ისინი დიდ ხანს ემზადებოდნენ. კელი მენდის ოთახში იყო გასული და ამზადებდა მას, რადგან ის ძალიან ზარმაცი და უცოდინარი გოგონა იყო, მათ მენდის საძინებლიდან რაღაცის ხმა გაიგონეს, კელიმ სთხოვა მენდის დაეკეტა ფანჯარა მის ოთახში, მენდი ოთახში შევიდა, გამოსვლისას კი თქვა, რომ ოთახში ფანჯარა დაკეტილი იყო. 
გოგონები ღამემდე მეცადინეობდნენ, ღამე მენდის ძილი მოუნდა და კელის უთხრა რომ ძალიან ეზარებოდა მეცადიონებოა, სთხოვა მას გასულიყო მის ოთახში თვითონ კი დაიძინებდა. კელი მის ოთახში გავიდა და ცოტა დაისვენა, მალე მას გაახსენდა, რომ კელისთან მისი წიგნი ჰქონდა დარჩენილი და შებრუნდა ოთახში, აიღო წიგნი და მენდის საძინებელ ოთახში გავიდა, ოთახი ჩაბნელებული დახვდა, როგორც კი ის ოთახში შევიდა უცხო ხმამ დაიჩურჩულა: 
-გთხოვ! არ აანთო შუქი! 
კელიმ იფიქრა რომ ეს მენდი იყო, და მას ნახევრად ეძინა, შემდეგ კი უკან გამობრუნდა. 
დილას კელი გაემართა გამოცდების დასაწერად, მენდის კარები ღია დახვდა, იფიქრა, რომ მენდი უკვე ქვემოთ იყო ჩასული რადგან ოთახში სინათლე არ ენთო, ის ქვემოთ ჩავიდა და შეუდგა გამოცდების დაწერას, თუმცა საკლასო ოთახში მენდი არ დახვდა, კელი გამოცდას ხელის კანკალით წერდა, დამთავრების შემდეგ კი მენდის ოთახში ავარდა, მენდის სახლი ცარიელი იყო, ხოლო როცა მენდის ოთახში შევიდა, იქ საშინელი სანახაობა დახვდა.... საწლთან მკვდარი მენდი ეგდო, ხოლო კედელზე კი სისხლით ეწერა: კმაყოფილი ხარ, იმით რომ შუქი არ აანთე...?
კატეგორია: სასაცი.. / საინ.. | ნანახია: 857 | დაამატა: FenTy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 - ავტორი: XaaT1
(მასალა) თარიღი: (2011-08-26 12:41 PM)




0



პასუხი
dedaaaaa