ჟურნალმა Forbes-მა 2010-2011 წლების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების მორიგი რეიტინგი შეადგინა. ამ ჯერზე ლიდერი ანჯელინა ჯოლი გახდა,
რომელმაც 30 მილიონი დოლარი გამოიმუშავა 2010 წლის მაისიდან 2011 წლის მაისამდე.
მას იგივე შემოსავლით სარა ჯესიკა პარკერი მოსდევს, ხოლო მესამე ადგილზე ჯენიფერ ენისტონი გავიდა 28 მილიონი დოლარით.
ჯულია რობერტსი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობად ითვლებოდა მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. მთლიანი სია ასე გამოიყურება:
1. ანჯელინა ჯოლი - 30 მილიონი დოლარი 2. სარა ჯესიკა პარკერი - 30 მილიონი დოლარი 3. ჯენიფერ ენისტონი - 28 მილიონი დოლარი 4. რიზ უიზერსპუნი - 28 მილიონი დოლარი 5. ჯულია რობერტსი - 20 მილიონი დოლარი 6. კრისტენ სტუარტი - 20 მილიონი დოლარი 7. კეტრინ ჰეიგლი - 19 მილიონი დოლარი 8. კამერონ დიაზი - 18 მილიონი დოლარი 9. სანრა ბულოკი - 15 მილიონი დოლარი 10. მერილ სტრიპი - 10 მილიონი დოლარი
|