ამჟამად რეკორდი ჯასტინ ბიბერს ეკუთვნის, მისი კომპოზიცია "Baby" 500 მლნ-მა ადამიანმა იხილა.
რებეკა ბლექმა მომღერლის კარიერა 2008 წელს დაიწყო. თავიდან გოგონა მხოლოდ სკოლის ღონისძიებებზე მღეროდა, შემდეგ მისმა მშობლებმა ხმის ჩამწერ სტუდიას "Ark Music Factory"-ს მიმართეს და 2000 აშშ დოლარად შვილს ალბომი ჩააწერინეს.
რებეკას სიმღერა ცნობილი მისმა უშინაარსო ტექსტმა გახადა. ის "ყველა დროის ყველაზე ცუდ სიმღერად" აღიარეს. ამ ფაქტმა გოგონა შეურაცხჰყო, მაგრამ მოგებაც მოუტანა. "პარასკევი" "i-tunes"-ის საშუალებით 2 მლნ-ზე მეტმა მომხმარებელმა გადმოწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ რებეკა მილიონერი გახდა.