2013 წელს მსოფლიოს კინოეკრანებზე დიდი პრემიერა გაიმართება, უკვდავი ფილმის "ბინძური ცეკვების" ახალი ვერსიის სახით, რომლის გადაღებაზეც კენი ორტეგა იზრუნებს.
კენი ორტეგა, რომელიც გამოირჩევა მეგა ჰიტების შემქნით, იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროექტიც უზომოდ წარმატებული გახდება. საქმე ეხება 1987 წელს გადაღებული ცნობილი ფილმის „ბინძური ცეკვების" რიმეიქს. ფილმზე კასტინგი სულ მალე დაიწყება, თუმცა ცნობილი გახდა, იმ ადამიანების ვინაობა, რომელთაც დიდი შანსი აქვთ ფილმში მონაწილეობისა. 21–ე საუკუნის ყველაზე წარმატებული 3 თინეიეჯრი გოგონა, ლეა მიჩელი სერილაიდან „კლუბი", მაილი საირუსი სერიალიდან „ჰანა მონტანა" და დემი ლოვატო სერიალიდან „მიეცით სანის შანსი" შესაძლოა ლეგენდად ქცეული ფილმის გმირები გახდნენ. მამაკაცის როლებზე კასტინგს კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი მსახიობები გაივლიან: ეშტონ კაჩერის, ჯო ჯონასის, ჩეის კრაფორდისა და მეთიოუ მორისონის სახით .
ერთად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, იქნებ კიდევ მრავალი ცნობილი სელებრითი ვიხილოთ სხვადასხვა როლზე.