მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩები სანკტ-პეტერბურგელ ქრისტინა რეის
აქვს. გოგონამ 15 წლის ასაკში გადაწყვიტა მულტიპლიკაციურ გმირს, ჯესიკა რებიტს დამსგავსებოდა.
სულ გოგონამ ტუჩების კორექციაზე 7 ათასი დოლარი დახარჯა და მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ პლასტიკურ ქირურგიაზე დამოკიდებულია. ერთი ინექციის ფასი დაახლოებით 70 დოლარია.
ამ დროისთვის გოგონას შეყვარებული არ ჰყავს, თუმცა ფიქრობს, რომ ნამდვილი სიყვარულის პოვნაში სწორედ მისი ტუჩები დაეხმარება. ქრისტინა ირწმუნება, რომ გიგანტური ტუჩები მას ხელს არ უშლის ჭამაში, კოცნასა და საუბარში.
პლასტიკური ქირურგიის თაყვანისმცემელი ამაზე შეჩერებას არ აპირებს. ქრისტინას თავის გარეგნობაში კიდევ არაერთი კორექციის შეტანა უნდა.
"მინდა გავიდიდო მკერდი, შევიცვალო ცხვირის ფორმა. გარდა ამისა, მინდა, რომ ყურებიც წვეტიანი მქონდეს, ისე როგორც ელფებს. მომწონს განსხვავებული რომ ვარ”, – ამბობს ქრისტინა.