ოცნებებიც ხდება...Part 6 - 8 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 8 » ოცნებებიც ხდება...Part 6
0:28 AM
ოცნებებიც ხდება...Part 6
კარის გაღებას ვაპირებდი, მაგრამ იქიდან ვიღაცამ შემოაღო და პირდაპირ სახეში მომხვდა. 
_ვაიმე_ვთქვი ქართულად და პირზე ხელები ავიფარე.
_რა თქვი?_ინგლისურად მკითხა ვიღაცამ. ხელები მოვიცილე და დავინახე, რომ ჩემს წინ ვიღაც ბიჭი იდგა.


_არაფერი_ვუპასუხე მე და გარეთ გასვლა დავაპირე, მაგრამ მან შემაჩერა.
_აქ რას აკეთებ?
_რა შენი საქმეა?
_დაცვა_დაიყვირა მან._აქ ფანია შემოპარული.
_ფანი? ვინ არის შენი ფანი?_ვკითხე მე.
_შენ რა თქმა უნდა. ვინ არ არის ნიკ ჯონასის ფანი.
ჯონასის გაგონებაზე თვალები კინაღამ გადმომცვივდა.
_შენ ნიკ ჯონასი ხარ? ჯო ჯონასის ძმა?
ისეთი თვალებით შემომხედა, ხმის ამოღება საერთოდ ვინანე.
_ჯო ჯონასის ძმაო?
_რა იყო, რამე შემეშალა?
_არა, მაგრამ შენი აზრით, ნიკ ჯონასი არ არსებობს?
_არ ვიცი, შეიძლება.
_კარგი. შენ მგონი აქაური არ უნდა იყო.
_მერე შენ რა?
_არც არაფერი. კიდევ ერთხელ გეკიხები, აქ რას აკეთებ?
_კიდევ ერთხელ გპასუხობ, რა შენი საქმეა?
ალბათ ჩვენი ეს დიალოგი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, მამა რომ არ მოსულიყო.


_მაპატიე ნიკ, ცოტა შემაგვიანდა. მაილი, უკვე მოდი?
_მოვედი და უკვე წასვლას ვაპირებდი.
_დამელოდე, მეც მალე მოვრჩები.
_კარგი მამა.
ნიკი:მამა? ბილ, ეს შენი შვილია?
ბილი-რეი:ჰო, რა იყო?
ნიკი:რატომ არ ვიცოდი, შვილი თუ გყავდა?
,,შენ კი არა, მეც არ ვიცოდი-მეთქი''_ გავიფიქრე.
დაბნეულობიდან მამამ გამოგვიყვანა: მაილი საქართველოში იზრდებოდა. შტატებში გუშინ ჩამოვიდა.
_ახლა ყველაფერი გასაგებია, იმედია შევხვდებით, მაილი.
მე ნაძალადევად გავუღიმე და მეორე ოთახში გავედი. კომპიუტერს მივუჯექი და მუსიკებს ვუსმენდი. დაახლოებით ნახევარ საათში ნიკი და მამა გამოვიდნენ ნიკი დამემშვიდობა და წავიდა, მამამ კი გიდის ფუნქცია იკისრა და სტუდია დამათვალიერებინა. მერე სახლში წამოვედით. ის იყო უნდა გამომეცვალა, რომ დედამ მითხრა, მაღაზიებში გავიაროთო.ემილიც წამოგვყვა და ისევ დაიწყო შოპინგი.


  
 
შოპინგი ამჯერად უფრო დიდი ხანი გაგრძელდა, მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, ყველაფერს მოვრჩით.
  
შინ დავბრუნდით. ვიფიქრე, ახლა მაინც დავისვენებ და ემისაც დაველაპარაკები-მეთქი, მაგრამ...
ბელატრისა:მაილი, დღეს წვეულებაზე ვართ დაპატიჟებულები და შენ და ემილიც უნდა წამოხვიდე, დროა, საზოგადოებამ მაილი საირუსი გაიცნოს.
მოულოდნელმა სიახლემ საშინლად ამაფორიაქა. არადა, ადრე რამდენჯერ მიოცნებია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ ახლა, ფაქტიე წინაშე რომ დავდექი, ძალიან ავნერვიულდი, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. წყალი გადავივლე, მერე კი ტანსაცმლის ძებნას შევუდექი. შევეცადე, კლასიკურად ჩამეცვა, მაგრამ ჩემს სტილს ბოლომდე ვერ ვუღალატე და ასე ჩავიცვი:

] 
ემილიმ კი ასე:

]
მძღოლმა მოგვაკითხა და წავედით. ერთ-ერთ დარბაზთან დავჯექით. ჩვენი გადმოსვლა და პაპარაცების თავდასხმა ერთი იყო. ძირითადი აქცენტი ჩემზე და ემილიზე ჰქონდათ, რადგან ალბათ ჩვენს იქ მისვლას არავინ ელოდა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, არავინ იცოდა ჩვენი არსებობა.
_ქალბატონო ბელატრისა, ესენი თქვენი ახალი მოდელები არიან?_ჰკითხა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დედაჩემს.
ძალიან მაინტერესებდა, რას იტყოდა_სიმარტლეს, თუ ჟურნალისტს დაეთანხმებოდა. დედამ ჩემი სახე შენიშნა და ხმამაღლა თქვა.
_ეს გოგონა_ხელი ჩემსკენ გამოიშვირა_მაილი, ჩემი შვილია.
ამ სიტყვება საზოგადოების განცვიფრება გამოიწვია. ყველა ჩვენ გვიყურებდა. ჟურნალისტი არ დაიბნა.
_როგორ თუ თქვენი შვილი? აქამდე რატომ არავინ იცოდა ამის შესახებ?
_იმიტომ, რომ მაილი შტატებში არ გაზრდილა. ამის მეტს ამწუთას ვერაფერს გეტყვით_თქვა დედამ, მერე ხელით მანიშნა და შიგნით შევედით.
_თავი ისე დაიჭირეთ, ვითომ არაფერი მომხდარა_გაგვაფრთხილა დედამ. ჩვენც შეძლებისდაგვარად ვცდილობდით, ასე მოვქცეულიყავით.
ემილი:მაილი ნახე, აქ თვით სელენა გომესია. მის გვერდით კი, ახლა გული წამივა, დემი ლოვატო. მაილი, მიჩქმიტე და მიმახვედრე, რომ სიზმარში არ ვარ და ეს ყველაფერი ცხადში ხდება.
ჩემვისაც დაუჯერებელი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი მართლა ცხადში ხდებოდა. დემი და სელენა მარტლაც იქ იყვნენ სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად. როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ:


გამახსენდა, რომ ემილისთვის რაღაც არ მითქვამს.
მაილი:ემი, იცი, დღეს სტუდიაში ნიკი გავიცანი.
ემილი:ვინ ნიკი. ჯონასი? მაგას მერე ამდენი ხანი როგორ მალავდი?
მაილი:ვერ მოვასწარი, რომ მეთქვა.
ემი: როგორი იყო?
მაილი: თავიდან ვერც კი ვიცანი. იცი, აღმოვაჩინე, რომ ადამიანი არც ისეთი სრულყოფილია, როგორც ეკრანებიდან ჩანს. ნიკი ცოტათი უხეშც კი აღმოჩნდა.
ემი:კარგი რა, ნუ აზვიადებ.
_ახლა თქვენთვის თვით ძმები ჯონასები იმღერებენ_გამოაცხადა ვიღაცამ. ემიმ იმხელა იყვირა, ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ მუსიკა ხმამაღალი იყო და მისი ხმა არავის გაუგონია.
ჯონასები სცენაზე ავიდნენ და LA BABY იმღერეს.


მერე სცენა დემისა და სელენას დაუთმეს, რომლებიც one in the same-ს ასრულებდნენ.

სანამ სელენა და დემი მღეროდნენ, დავინახე, რომ ნიკი ჩვენსკენ მოდიოდა...
გაგრძელება აუცილებლად იქნება. ჩემი მეგობრის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დავდებ ამ მოთხრობას თუნდაც ერთი ადამიანისთვის.
 

 
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 648 | დაამატა: smiler | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
5 - ავტორი: ketusa
(მასალა) თარიღი: (2011-09-09 9:41 PM)




0



პასუხი
აუ დააააააააააადეეე