ოცნებებიც ხდება part 2 - 2 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 2 » ოცნებებიც ხდება part 2
10:16 PM
ოცნებებიც ხდება part 2
[c]ჩემსკენ გამოიხედეს და რომ შევხედე, გული ამიჩქარდა. ეს ის ქალი იყო, რომელსაც უკვე კარგა ხანია სიზმრებში ვხედავდი.
[img][/img]
მის გვერდით კი დაახლოებით მისი ასაკის მამაკაცი იდგა.
შევეცადე აღელვება არ შემემჩნია და დირექტორს მივუბრუნდი:
_რატომ მეძახდით?
_ამ ადამიანებს შენთან უნდათ ლაპარაკი. მე დაგტოვებთ, ხელს არ შეგიშლით.
დირექტორი გავიდა და სრულიად უცხო ადამიანებთან მარტო დავრჩი. ქალი მომიახლოვდა და სახეზე მოფერება დამიწყო. თავი ცივად გავწიე და ვკითხე:
_რატომ გინდათ ჩემთან ლაპარაკი?
_მაილი, მე ბელა მქვია. ეს კი ჩემი ქმარია ბილი-რეი.
_და ჩემთან რა გინდათ?
_მაილი, როგორ გითხრა, ჩვენ შენი მშობლები ვართ.
გული ისე ჩქარა მიცემდა, მეშინია არ ამომივარდეს-მეთქი.
_ჩემი მშობლები?
_ჰო ძვირფასო. გთხოვ, შანსი მოგვეცი, რომ ყველაფერი აგიხსნათ.
_არაფრის ახსნა არ მჭირდება. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ 16წელი უთქვენოდ გავატარე და როგორმე მომავალშიც გავძლებ.
დირექტორი კაბინეტიდან გამოვედი და კარი მივაჯახუნე. მესამე სართულზე ავვარდი(სადაც ჩემი ოთახი იყო). ემილი იქ დამხვდა. საწოლზე დავწექი და ტირილი დავიწყე.
ემილი:რა მოგივიდა მაილზ?
მე: ემი, აქ ჩემი მშობლები იყვნენ?
_რა? ვინ არიან?
_არ ვიცი და არც მაინტერესებს. ჩამეხუტ
ე, გთხოვ.

[img][/img]
რამდენიმე დღე გავიდა. ბელა და ბილი-რეი(დედ-მამას ვერ დავუძახებ) ყოველდღე მოდიოდნენ ჩემს სანახავად, მაგრამ მე არ ვნახულობდი. მათ ყოველ მოსვლაზე ოთახში ვიკეტებოდი და მანამდე არ გავდიოდი, სანამ არ წავიდოდნენ. ერთ დღესზც მოთხრეს, რომ ისევ მოვიდნენ. ზევით ასვლას ვაპირებდი, მაგრამ ემიმ შემაჩერა.
_მაილს, შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ. შენ ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყავი. დამალვას როდემდე აპირებ? არ ჯობს, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიო?
_მგონი მართალი ხარ. დამალვას აზრი არ აქვს. მივალ და მოვისმენ მათ ახსნა-განმარტებას, თუმცა არა მგონია ამან რაიმე შეცვალოს.
_ყოჩაღ ჩემო კარგო. ემილიმ მაკოცა და ზევით ავიდა. მე კი დირექტორი კაბინეტისკენ წავედი. დავინახე, რომ ჩემი მშობლები უკვე მიდიოდნენ და დავუძახე მოიცადეთ-მეთქი...
გინდათ გ
აგრძელება?

[c]
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 661 | დაამატა: smiler | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
4 - ავტორი: LaTiNGirL
(მასალა) თარიღი: (2011-09-03 11:23 AM)




0



პასუხი
gaagrdzelle <3