ნიკოლი:”მე და Pussycat Dolls-ის გოგონებს ერთმანეთთან კავშირიც კი აღარ გვაქვს” - განაცხადა ბოლოდროინდელ ინტერვიუში ნიკოლ შერზინგერმა, ფისუნია კატების ვოკალისტმა... უფრო სწორად, ყოფილმა ვოკალისტმა.
ნიკოლმა სოლოკარიერაზე ზრუნვა ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაიწყო. თუმცა, მისი პირველი სოლოალბომი 2011 წლის 18 მარტს გამოვიდა. შერზინგერის განცხადებით, ეს ჯგუფში მოღვაწეობის ბრალია, რადგან მას სოლოდისკის ჩაწერა ჯერ კიდევ 2007-ში ჰქონდა განზრახული.
”ჩვენ იშვიათადღა ვკონტაქტობთ, ყველას ბევრი საქმე გვაქვს და ძალიან დაკავებულები ვართ. მე მათი წარმატებები ძალიან მიხარია!” - განაცხადა ნიკოლმა და უპასუხოდ დატოვა კითხვა - მართლა დაკავებულობის გამო გაწყდა 6-ეულს შორის კონტაქტი, თუ კონფლიქტს აქვს ადგილი?