NEWS - 26 ნოემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 26 » NEWS
7:59 PM
NEWS
სომეხი წარმოშობის ეპატაჟურმა ტელეწამყვანმა კიმ კარდაშიანმა მთიანი ყარაბაღის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო ტელემარათონი სოციალური ქსელით "დააპიარა" და მის მომხმარებლებს შემოწირულობის გაღებისკენ მოუწოდა.

"ტელემარათონ 2011-თვის შემოწირულობის გასაღებად ცოტა დრო გაქვთ, მე უკვე ვრეკავ," - დაწერა კარდაშიანმა "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე. საბოლოოდ, 24-საათიანი მარათონის შედეგად, 12 მლნ დოლარზე მეტი შეგროვდა.

ტელემარათონი ლოს-ანჟელესიდან თანამგზავრისა და საკაბელო არხების საშუალებით გადაიცემოდა. ღონისძიება სომხური ფონდის "აიასტანის" ორგანიზებით ჩატარდა. 




მომღერალ ლილი ალენს და სემ კუპერს ქალიშვილი შეეძინათ. სასიხარულო ამბავი ლილის პირველმა ყოფილმა საყვარელმა დიჯეი სებ ჩუმ მიულოცა. 

"ვუგზავნი ჩემს სიყვარულს ლილის, სემს და მინი კუპერს", - დაწერა სებმა თავის "ტვიტერზე".

თავად ლილიმ კი სოც-ქსელში ერთი სიტყვა - "შესანიშნავია!" - დაწერა და ამით გამოხატა დედობრივი სიხარული.

მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე მომღერლის დედამ, პროდიუსერმა ელისონ ოუენმა განაცხადა, რომ ლილი ბავშვისთვის ბეტის დარქმევას აპირებს. 

ალენი სემს ცოლად 2011 წლის ივნისში გაჰყვა. ქორწინების ცერემონიაზე წყვილმა აღიარა, რომ ბავშვს ელოდნენ. 

ლილი ორსულად ორჯერ - 2004 და 2008 წელს იყო, თუმცა მომღერალს მუცელი ორჯერვე მოეშალა, შესაბამისად ამ ბავშვს ლილი დიდხანს ელოდა.



ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ტომ კრუზმა და ქეით ჰოლმსმა ხუთი წლის ქალიშვილი - სური პენსილვანიის შტატის ქალაქ პიცბურგში ციგურებით სასრიალოდ პირველად წაიყვანეს. სურიმ მამის დახმარებით, რომელიც ერთი წუთითაც არ უშვებდა ხელს, რამდენიმე წუთში საკმაოდ ოსტატურად შეინარჩუნა ყინულზე წონასწორობა. 

ქეით ჰოლმსი ფიგურული სრიალის გაკვეთილებს თვალს შორიდან ადევნებდა. 

ტომ კრუზი პენსილვანიაში ახალი ფილმის - "გასროლის" გადაღებებზე იმყოფება, რომელშიც ის ყოფილი სამხედრო გამომძიებლის, ჯეკ რიჩერის როლს ასრულებს. ბლოკბასტერის პრემიერა 2013 წლის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი.

ერთგული მეუღლე და ქალიშვილი მთელ დროს ტომთან ერთად ატარებენ - მის გამო კრუზის ოჯახი დროებით საცხოვრებლად პიცბურგში გადასახლდა. 

ცოტა ხნის წინ წყვილმა ქორწინების ხუთი წლისთავი აღნიშნა. მათი ქორწილი 2006 წელს იტალიის ქალაქ ბრაჩანოში, შუასაუკენეების სასახლეში გაიმართა.










კატეგორია: News - სიახლეები | ნანახია: 717 | დაამატა: nini21 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: ninn
(მასალა) თარიღი: (2011-11-27 2:43 AM)




0



პასუხი
kimize gadavirie