News - 1 აპრილში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აპრილი » 1 » News
10:01 PM
News
15 წლის ანჯელინა ჯოლის ფოტოებს აუქციონზე გაყიდიან 
ახალგაზრდა ანჯელინას ფოტოები Profiles in History-ის მიერ მოწყობილ აუქციონზე გაიყიდება. ეს ჰოლივუდელი მსახიობის ერთ-ერთი პირველი ფოტოსესიაა, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ გადაიღეს. ფოტოზე ანჯელინა სულ 15 წლისაა. აუქციონზე ასევე გაიყიდება ახალგაზრდა მერლინ მონროს, დრიუ ბერიმორის, ჰოლი ბერის და კირსტენ დანსტის გამოუქვეყნებელი ფოტოები. ეს ფოტოები კიდვ ერთხელ ადასტურებენ, რომ ანჯელინას არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია ტუჩების გასადიდებლად. 

ნატალი პორტმანი "ოსკარის” დაუმსახურებლად მიღებაში დაადანაშაულეს 
„როგორ შეიძლება ასე? 85% ფილმში ხომ მე ვცეკვავდი, აღიარება და ჯილდოები კი ნატალის გადაეცა. ეს უსამართლობაა", - აცხადებს სარა ლეინი. იგი ბალერინაა და ნატალის დუბლიორია ფილმში. სარამ განაცხადა, რომ უმრავლესობა სცენებში ცეკვავდა იგი და არა პორტმანი. პროდიუსერებს სურდათ, რომ მაყურებელი დაერწმუნებინათ იმაში, რომ სწორედ ნატალი ცეკვავდა ყველა სცენაში. სარას მათ თხოვეს ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეენახა, მაგრამ ბალერინამ მათ არ დაუჯერა. ლეინის განცხადების შემდეგ ბენჟამენ მილპიემ – ნატალის მეუღლემ და ფილმის ქორეოგრაფმა – თქვა, რომ მისი პორტმანი ძალიან ბევრს შრომობდა იმისთვის, რომ ბალერინის ფორმაში ჩამდგარიყო. 85%-ს ცეკვებისას მისი განცხადებით სწორედ ნატალი ასრულებს. ამას სარა ლეინი არ ეთანხმება და ამბობს „არა!" პორტმანი მხოლოდ 15%-ს ცეკვავს და დანარჩენს კი თვითონ ასრულებს. ბალერინა ითხოვს აღიარონ მისი წვლილი ფილმში. მათ ხომ სულ დაავიწყდათ მადლობა გადაეხადათ მთავარი მოცეკვავისთვის ფილმში „შავი გედი". 

ლინდსი ლოჰანი დანაშაულს არ აღიარებს 
იმის და მიუხედავად, რომ მსახიობი შესაძლოა ციხეში მოხვდეს, ლინდსი მაინც თავის უდანაშაულობას ამტკიცებს. შეგახსენებთ, რომ ლოჰანს დანაშაულის აღიარებისთვის 25 მარტამდე მისცეს დრო. ვადა გასულია, მაგრამ ლინდსი უარს აცხადებს ამ შემოთავაზებაზე. როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, ლინდსი რამოდენიმე დღის წინ შეხვდა თავის იურისტს, რომელმაც მსახიობს სხვადასხვა ვარიანტები შესთავაზა. ლინდსი მაინც არ იშლის და ამბობს, რომ მას არ მოუპარავს არაფერი და რომ ამას სასამართლო დაადგენს. ლინდსის ახალი მოსამართლე დაუნიშნეს – სტეფანი სოტნერი, რომელიც საკმაოდ მკაცრ მოსამართლედ ითვლება, მაგრამ სამართლიანია. საქმის მოსმენა დანიშნულია 22 აპრილს. არის საშიშროება, რომ 22 აპრილამდე, ლინდსი მაინც ჩასვან ციხეში. მაგრამ, თუ ლოჰანი დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას და მოსამართლე აპატიებს მას გამოსაცდელი ვადის დარღვევას, ყოვლად შესაძლებელია სასამართლოდან ლინდსი თავისუფალი გამოვიდეს. 

კატეგორია: News - სიახლეები | ნანახია: 648 | დაამატა: Selly | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: Tasiko-JB
(მასალა) თარიღი: (2011-04-01 10:37 PM)




0



პასუხი
აუუ რას ერჩით ჩემ ნატალიის! aaa