My Poems For Miley - 4 აპრილში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აპრილი » 4 » My Poems For Miley
7:11 PM
My Poems For Miley

მთვარეს ვუყურებ...ვაკვირდები და ვფიქრობ...გიტარის წყნარი მელოდია არღვევს სიჩუმეს და სიბნელეს....შენ მეძახი და შიში მიტანს,რადგან ვგრძნობ,რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა...ასე ვარ ზოგჯერ,მოწყენილი თუ მხიარული,ჭირში თუ ლხინში,უეცრად ვჩერდები და შიში მიტანს ისევ,რადგან ეს ყველაფერი სადღაც მინახავს,სადღაც უკვე მოხდა მაგრამ ამავე დროს პირველად ხდება...
ლექსის ან სიმღერის წერისას ზოგჯერ მგონია,რომ ვპოულობ საჭირო სტრიქონს და სიხარული მიპყრობს,რომელსაც შეცბუნება ცვლის რადგან ვიღაც ყურში ჩამჩურჩულებს და ქირქილებს:"ეს უკვე ითქვა,ეს უკვე იყო...ეს ერთხელ იყო!"
ერთი კითხვა მიჩნდება...ერთადერთი საშინელი კითხვა,რომელსაც გავურბივარ...სხვა ცხოვრებაში ნეტავ კიდევ თუ ვიტყვით:
"ეს ერთხელ მოხდა...ეს ერთხელ იყო?"

მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს,
რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა.
შენი ლამაზი სახის დახატვა
ვერ შევძელ, რადგან ვერ ვნახე ფერი,
რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა
და იქნებოდა თვალთ შესაფერი.
შენი ლამაზი ხმის ჰარმონია
ყურში ჩამესმის მე გამუდმებით.
შენი სახელის ყრუ მელოდია
გულის სიღრმიდან ნაზად მომესმის...
და აღარ შემწევს იმისი ძალა,
რომ კვლავ წარმოვთქვა შენი სახელი,
მე ვეღარ შევძლებ ამის დამალვას
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს...
მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
ლექსი რითმებით გამდიდრებული,
მაგრამ გიგზავნი ამ მცირე წერილს,
წერილს დაწერილს ღრმა სიყვარულით.


ყოველთვის ასე ხდება... დიდი და შენდამი უეცარი სიყვარულის შემდეგ შენ მე მიმატოვებ... მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ცისფერი ყვავილები შეიძლება მიატოვოს ქალმა, როდესაც მაისის თეთრ, უმშვენიერეს ვარდებს დაინახავს. იმიტომ, რომ მინდვრის ცისფერი ყვავილების და მაისის თეთრი ვარდების თაიგული არასოდეს იქნება ერთად ლამაზი...

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 803 | დაამატა: AnnE | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: lizamiley
(მასალა) თარიღი: (2011-04-04 8:54 PM)




0



პასუხი
magariaaa thumb wink