ახლა ტელევიზორს ვუცქერდი და ერთი პატარა გოგონა ანახეს, 8 წლის იქნებოდა დაახლოებით. რომელმაც მასწავლებლის თხოვნით, რომელია თქვენი აზრით მსოფლიო შვიდი საოცრებაო, ყველა კლასელისაგან განსხვავებით, (მთელმა ჯგუფმა არეულად, მაგრამ ჩამოწერეს მსოფლიო 7 საოცრება) ასეთი რამ დაწერა: - მიჭირს ამორჩევა იმდენი საოცრებაა მსოფლიოში, ყველაზე დიდ საოცრებად კი ეს მიმაჩნია...
1. რომ ვხედავ ....
2. რომ მესმის ....
3. რომ ვეხები ....
4. რომ შემიძლია გემო გავუსინჯო ....
5. რომ ვგრძნობ ....
6. რომ ვიცინი ....
7. რომ მიყვარს ....
P. S. გამეღიმა ეს რომ მოვისმინე და დავფიქრდი, ჩვენს თავს ხომ იმდენი კარგი რამ ხდება, რაზეც არასოდეს ვფიქრდებით, ჩვენთვის ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა... მინდოდა თქვენც გენახათ და გავაფორმე ისე, როგორც წარმოვიდგინე იმ პატარა გოგონას ნათქვამი...
|