მეგობრობა - 24 მარტში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » მარტი » 24 » მეგობრობა
2:40 PM
მეგობრობა


ვინ არის მეგობარი?

მეგობარი ის ადამიანია, რომელთანაც არ გეშინია იყო ის, რაც ხარ.

მოსდის, რომელიც შენ არ მოგწონს. (უცნობი ავტორი)

***

ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია,სიმაგრე დაურღვეველია… გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია. ამხანაგი მტერთა მაზიანებელია, უცხოსთან გამოსაჩენია… ჭირში მომხმარეა, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია. (სულხან-საბა ორბელიანი)

***

როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობრები ყოველთვის მიხვდებიან, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არ არის. (ჰ.მ.ე.)

ო, რა შვებაა, ენით უთქნელი შვება მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს. (დინა მერაია მალოქ კრეკი)

***

ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ. (ლევ ტოლსტოი)

***

მეგობრები ახალგამომცხვარი ნამცხვრის თეფშით ქუჩაზე გადმორბიან. მეგობრებს საამებლად საკუთარი კატის კნუტები მოჰყავთ. მეგობრები შენთვის ნათქვამ მწარე სიტყვას თავს უშვერენ. მეგობრები ვაშლით სავსე კალათას ზღურბლთან ტოვებენ. მეგობრები თოვს შენი კარის წინაც წმენდენ. მეგობრებს არად უღირთ გამარჯვება, თუ შენ მარცხდები. მეგობრები შენს კატას უვლიან. მეგობრებს ვერასდროს ვერავინ შეცვლის. (ჯუდით ს. გრანტი)

მეგობარმა იცის, როგორ მოისმინოს რაოდენობრივად შენი სიტყვები, და მერე ხარისხობრივად გიპასუხოს. (უილიამ დინ ჰოუელსი)

მეგობრები მეგობრებად იმიტომ რჩებიან, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში არ ერევიან. ( რიჩარდ ალენი)

მეგობარი არასოდეს გეტყვის: ,,ხომ გეუბნებოდი”,მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა. (უენდი ჯინ სმიტი)
ყოველთვის ვგრძნობდი: მეგობრობის გემო, ნუგეში, მისი უმაღლესი პრივილეგია სწორედ ისაა, რომ არაფრის ახსნა გჭირდება. (ქეთრინ მენსფილდი)
ნამდვილი მეგობრობა იქაა, სადაც ორ ადამიანს ჩამოვარდნილი დუმილი სიმყუდროვეს ქმნის. (დეიბ ტაისონ ჯენთრი)
დუმილი მეგობრებს შორის ნამდვილ საუბარს წარმოშობს, სადაც სათქმელი კი არ ფასობს, არამედ ის, რომ თქმა არ გჭირდება. (მარგარეტ ლი რანბეკი)
როცა ადამიანებს შინაგანი სინათლე აქვთ, ანათებენ კიდეც. მერე, სიბნელეში გზის გაკვლევისას, ერთმანეთს ამით ამოვიცნობთ, ისე, რომ სახეების ნაკვთებით ამოცნობა და გულებში ჩახედვა არ დაგვჭირდება. (ალბერტ შვაიცერი)

განსაკუთრებული მეგობარი

ზუსტად არავინ იცის,როდის იბადება მეგობრობა. როგორც თასი ივსება წვეთწვეთობით და რომელიღაც წვეთი პირთამდე ავსებს, აქაც, სათნოებათა წყებაში, ბოლოსდაბოლოს აღმოჩნდება ერთი, რომელიც გულებს პირთამდე გვივსებს. (ჯეიმს ბოსუელი)
მეგობრობას, გრძნობათაგან უპირველესს, ალბათ ის შენსანიშნავი, ენით უთქმელი შეგრძნება ქმნის, რომელიც შენს გვერდით მყოფ ადამიანს – ერთ მამაკაცს, ერთ ქალს – დანარჩენებში გამოგარჩევინებს, ერთადერთს მრავალთაგან, ვინც გაინტერესებს, ვინც შენს ზრახვებსა და გემოვნებას ესადაგება. (ჯულია დარინგი)
დრო გადის და მეგობტების უზარმზარ წრეში ნელ-ნელა ერთ მეგობარს გამოვყოფთ ხოლმე, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ჩვენთან ყოფნა და რომლისთვისაც, როგორც ვხვდებით, უამრავი რამ გვაქვს სათქმელი. ვერ იტყვი, რომ ის ყველაზე ათი თავით მაღლა დგას, ვერც იმას იტყვი, რომ სხვები არიან დიდი აზრისა მასზე, არც ჩაცმულობით გამოირჩევა… მაგრამ როცა შინ ერთად ვბრუნდებით, უცებ ვამჩნევთ, რომ ერთნაირი ფეხსაცმელი გვაცვია – გამძლე და უბრალო, და არა ისეთი ძვირფასი და იშვიათი, ჩვენს დანარჩენ მეგობრებს რომ აქვთ… (ნატალია გინზბურგი)
მეგობრები უბრალოდ ჰარმონიას კი არ ქმნიან, როგორც ზოგს ჰგონია, არამედ – მელოდიას. (ჰენრი დევიდ ტორო)~

მადლობელიიიიიიიიიიი ვაააააარ!

რომ შემძლებოდა საზეიმო თავყრილობაზე სიტყვის წარმოთქმით გამომეხატა ჩემი შენდამი ღრმა სიყვარული, – დაიმორცხვებდი, გაწითლდებოდი და გარიდებას ეცდებოდი. არაფერს გეტყვი. მინდა იცოდე, რომ გულში ამ სიტყვებს სულ ვიმეორებ. (მერიონ ს. გარეტი)
რაოდენ დასანანია, რომ მეგობრისათვის სასწაულის მოხდენა არ შეგიძლია (მაია ვ. პატელი)
უეჭველია, რომ ჩემს მტრებს ვიმსახურებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ჩემი მეგობრები დავიმსახურე. (უოლტ უიტმენი)

კატეგორია: სხვა | ნანახია: 723 | დაამატა: MIleeeY_JB | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 - ავტორი: -LiiiZz
(მასალა) თარიღი: (2011-03-24 6:36 PM)




0



პასუხი
ai icit raa me skolashi 3 megobari myvda da matma mitxres shentan megobroba agar mindao ai me dzalian metkina guli cry cry cry