მაქციები მითი თუ რეალობა… - 30 ივნისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივნისი » 30 » მაქციები მითი თუ რეალობა…
8:21 PM
მაქციები მითი თუ რეალობა…

ვამპირებზე შექმნილი ლეგენდების მსგავსი სხვა თქმულებებიც არსებობს: ადამიანებს ძალუძთ ცხოველებად, განსაკუთრებით, მგლებად, სავსე მთვარეზე, გადაქცევა. არ არსებობს ამის უარმყოფელი არანაირი საბუთი. მსგავსი რამ ტიპიურია, მაგალითად ლასკების გამოქვაბულის კედლებზე შესრულებული ნახატებში, რომლებზეც ცხოველების სახის მქონე მონადირეები არიან გამოსახულნი. მსგავსი რამ, მსოფლიოს შამანების კულტურებშიც შეინიშნება. მოცემული მოვლენის გამოძახილი გახლავთ ზოდიაქოს ნიშნები, სადაც ტიპები დაყოფილია კუროდ, კირჩხიბად და ა.შ. ანუ ადამიანები შედარებულია ცხენთან, ხართან, კატასთან და ა.შ.

ასეთი რწმენის პირველწყაროს პოვნა საკმაოდ რთულია. თუ ვამპირებზე და ალქაჯებზე ჩანაწერები მხოლოდ მე-12  მე-15 საუკუნეებში გაჩნდა, მაქციებზე ჩანაწერები ჯერ კიდევ ძველ რომაელ და ბერძენ მწერლებთან მოიპოვება. ამის დამამტკიცებელია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 125 წელს რომაელი პოეტის, მარცელ სიდეტის ჩანაწერი მაქციის შესახებ. სიდეტის მიხედვით, მგელკაცი არის ღმერთების მიერ დასჯილი ადამიანი, რომელიც გარიყულია საზოგადოებიდან და ცხოველური იერი აქვს მიღებული.  ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ბერძნები და სკვითები, რომლებიც შავი ზღვის ნაპირებზე დასახლდნენ, ადგილობრივ მცხოვრებლებს, საკუთარი სურვილით მგლებად გადაქცევის მქონე ჯადოსნებად თვლიდნენ, რომლებსაც, ამასთან კანიბალიზმის კარგი მადა ახასიათებდათ და რომ მათთვის, ლიკანთროპია სიამოვნების მიღების წყაროს წარმოადგენდა. ბერძნული სიტყვა "ლიკანთროპი” ადამიანის მგლად გადაქცევას ნიშნავს. ( lycos  – "მგელი”, anthropos – "ადამიანი”) ითვლება, რომ მაქციამ ჩვეულებრივ ადამიანს უნდა უკბინოს რომ ისიც მაქცია გახდეს.

 

მე-15 – მე-16  საუკუნეებში ყველას ვისაც მაქციად თვლიდნენ სასტიკად უსწორდებოდნენ, როგორც ჯადოქრებს საფრანგეთში, 1520-სა და 1630 წლებს შორის, დაფიქსირებულ იქნა ლიკანთროპიის 30000 მეტი შემთხვევა რაც ნაწილობრივ გაღარიბებული გლეხების კანიბალიზმით აიხსნება. თუმცა, მრავალი მათგანი საკუთარ თავს მართლა მგლად თვლიდა და, საკუთარი ცრურწმენის ზეგავლენით, ხოცავდა და ჭამდა ადამიანებს.

ცნობები მსგავსი შემთხვევების შესახებ ჩვენს დროშიც გვხვდება. 1975 წელს, ერთმა ახალგაზრდამ, სტანფორდში, გულში დანა დაირტყა, მანმადე კი, როგორც შემდეგ ძიებაში მისმა კოლეგამ აღნიშნა, მან დაურეკა თანამშრომელს და უთხრა რომ, "მისი სახე და ხელები ფერს იცვლის და რომ თავად ის – მაქციად გადაიქცევა. ახალგაზრდა გაჩუმდა, შემდეგ ყმუილი დაიწყო”.

როგორც ამბობენ ჩვეულებრივ, მაქციათა სამი ტიპი არსებობს – მემკვიდრეობითი (რომელიც წყევლის გამო თაობიდან თაობას გადაეცემა), მოხალისე (ჭეშმარიტი ზნედაცემულობის გამო წარმოშობილი) და კეთილმოსურნე (რომელიც თავისი მხეცური სადარდებლის გამო ადამიანური სირცხვილის გრძნობას განიცდის).

ასევე შესაძლებელია, რომ ჭვავის რქის (ჭვავის რქა – ნედლეული რისგანაც მზადდება ე.წ. "ლსდ”.) პურში ჩამცხვარი თესლები მსგავს ჰალუცინაციებს იწვევს. 1951 წელს საფრანგეთის სამხრეთით მდებარე სოფელი პონ-საინტ-ესპიტი შუასაუკუნეობრივმა ძრწოლამ მოიცვა. მთელი მოსახლეობა პურის პარტიით იქნა მოწამლული(შეშლილობა რომელსაც ჭვავის რქის თესლი იწვევს). მათგან ხუთი ადამიანი დაიღუპა. ცოცხლად გადარჩენილთაგან ერთნი ციდან ჩამოვარდნილ ცეცხლის ბურთებს ხედავდნენ, სხვანი კი ფანჯრიდან გადახტომის მძAფრ სურვილს განიცდიდნენ, ანდა მათ შესაჭმელად გამზადებულ მონსტრ-ცხოველებს ხედავდნენ. შოფლის მოსახლეობა კოლექტიურად შეიშალა.

იყო თუ არა შუასაუკუნეებში დაფიქსირებული ხშირი, მსგავსი შეშლილობა მოწამლული პურის შეჭმით გამოწვეული?! თუკი, ეს სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ ეს ნამდვილად გაუზვიადებელი ლიკანთროპიაა.

მაქციების სამშობლოდ ჩრდილოეთ ევროპას ასახელებენ, საიდანაც მათი მოძმე მონსტრები – ვამპირები არიან. გერმანიისა და რუმინეთის პატარა სოფლებში დღესაც გაიგონებთ უძველეს ლეგენდებსა და ისტორიებს მათ შესახებ. ცნობილია რომ ხალხს ყველაზე მეტად სავსე მთვარობის პერიოდის ეშინოდათ რადგან ლეგენდის მიხედვით მაქციები ამ დროს არიან აგრესიულები და საშიშები. ვამპირებისგან განსხვავებით მაქციას შეუძლია ადამიანს დღისითაც დაესხას თავს. როგორც უძველესი ჩანაწერებიდან ირკვევა მაქცია გადაქცევის პროცსში იცვლება არა მარტო ფიზიკურად არამედ მენტალურადაც. ლიკანთროპია განუკურნებელი სენია. მისი სასტიკი შედეგებისგან თავის დაღწევა მხოლოდ დროული ჩარევით არის შესაძლებელი. მაგალითად, ევროპული ძველი სახლების სარდაფებში ხშირად უპოვიათ გალიები ან სპეციალური ქამრები, რომლებითაც მაქციები გადაქცევის პროცესში ასწრებდნენ საკუთარი თავის დაბმას. გარდა ამისა ისინი ხშირად გარბოდნენ ტყეებში და ნაკლებ დასახლებულ ადგილებში სადაც თავის ენერგიან ხარჯავდნენ.

ადამიანებს ყოველთვის სჯეროდათ და სწამდათ ის რისი დაჯერებაც უნდოდათ. სინამდვილეში არავინ იცის მაქციები ნამდვილად არსებობენ თუ არა. იქნებ ეს მკვლელობის ნიღაბი ან სტილია?! ყოველი შემთხვევისთვის მე გირჩევთ სავსე მთვარობის დროს ნაკლებად ისეირნოთ ტყეებსა და ბნელ ადგილებში, აგრეთვე ერიდეთ ეშვებისმაგვარი კბილების მქონე მომხიბვლელ გოგოებსა და ბიჭებს.  :D :D :D :D


წყარო: The Vampire Diares Georgian Fans
კატეგორია: სხვა | ნანახია: 797 | დაამატა: NaTaLi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: lovetwilightlile
(მასალა) თარიღი: (2011-06-30 8:35 PM)




0



პასუხი
me vampirebi mirchevniaaaaaaa....vampirebi moerevian aba raaaaa