მადონას ქალიშვილი მონარქის საყვარლის როლს შეასრულებს მადონას ქალიშვილი 14 წლის ლურდეს ლეონი ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს დედამისის ფილმში “W.E.”
. შეგახსენებთ, რომ მადონას სადებიუტო ნამუშევარი ინგლისის მეფის ედუარდ VIII-ის და ამერიკელი უოლის
სიმპსონის სიყვარულის შესახებაა. სიმპსონთან დაქორწინების გამო, ედუარდმა უარი თქვა სამეფო ტახტზე.
ცნობილია, რომ ლურდესი შეასრულებს უოლისის როლს ახალგაზრდობაში. ზრდასრულ ასაკში ამერიკელის
როლს მსახიობი ები კორნიში შეასრულებს. ედუარდ VIII-ის როლს კი შეასრულებს ცნობილი მსახიობი ჯეიმს
დარსი. შეგახსენებთ, რომ ლურდესი 14 წლის არის და ეს მისი დებიუტი იქნება კინოში. გოგონა ამჟამად გატაცებულია
ტანსაცმლის დიზაინით. მადონას ფილმში მონაწილეობას იღებენ ასევე: ანდრეა რაიზბორო, რიჩარდ კოილი,
ნატალი დორმერი და ლოურენს ფოქსი. პროექტზე მუშაობაში მადონას სამეფო ოჯახიც დაეხმარება.
ფილმი შესაძლოა წელსაც გამოვიდეს კინოეკრანებზე.