Live like there's no tomorrow Part 16 - 12 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 12 » Live like there's no tomorrow Part 16
11:36 PM
Live like there's no tomorrow Part 16
ილით ისე ტკბილად მეძინა, სანამ მაღვიძარის ხმამ არ გამაღვიძა. 8საათი იყო. ფაქტიურად, მხოლოდ 4საათი მიძინია, ამიტომ ძლივს ავდექი. შხაპი რომ მივიღე, ცოტა გამოვფხიზლდი, მაგრამ რიგზე მაინც ვერ ვიყავი. ვსადილობდი, როცა ლიამმა დამირეკა.
_რა მოხდა ლიამ?
_კარგია რომ გღვიძავს, დღეს რომელზე გაქვს მეორე ტური?
_საღამოს. გამომყვები?
_კი აბა რა. იმაზე გირეკავდი, ტექსტი ისწავლე?
_საერთოდ ვერა. გუშინ სიმღერაზე ვმუშაობდი და ისე დავიღალე, ვეღარ ვაზროვნებდი.
_არც მე არ მისწავლია.
_მგონი უკვე ვნანობ, რომ მონაწილეობა მივიღე. დავურეკავ მარშალს და უარს ვეტყვი.
_შენ გააფრინე? ნუ გეშინია, თავიდან ყველა ასეა. პირველად რომ ვთამაშობდი, მეც ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ არაფერი გამომივიდოდა, მაგრამ ხომ ხედავ, დღემდე იგივე საქმეს ვაკეთებ. უარის თქმაზე არც იფიქრო. ცოტა ხანში გამოვალ და მოგეხმარები, ერთად ვისწავლოთ, ოკ?
_ვაიმე რა კარგი ხაარ. მალე მოდი, გელოდები.
გაეცინა:კარგი მალე მოვალ.
ტელეფონი გავთიშე, ჭამას მოვრჩი და სანამ ავალაგე და მოვწესრიგდი, ლიამიც მოვიდა. ისე გადავეხვიე, ვითომ დიდი ხნის უნახავი მყავდა, მისი იმდენად მადლიერი ვიყავი, არ ვიცოდი როგორ გამომეხატა.
ცოტა ხანს ვილაპარაკეთ და მერე დავიწყეთ ტექსტის კითხვა. როლებში ვკითხულობდით. თავიდან სერიოზულად ვერ ვაკეთებდით, მაგრამ მერე დავსერიოზულდით და ბოლოს და ბოლოს, ნახევარი ტექსტის სწავლა მოვახერხეთ, რასაც ალბათ მე რამდენიმე დღე მოვანდომებდი.
_ლიამ, შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ.
_კარგი მაილი. წავედი აბა მე და შენ მოემზადე. ორ საათშ გამოგივლი, 4-ია უკვე.
გავაცილე და დიდი ხანი ვეძებე რა ჩამეცვა. ბოლოს ესენი შევარჩიე:

თმები უბრალოდ ავიწიე, ლიამმაც მომაკითხა და წავედით. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩემი ნამღერით კმაყოფილები დარჩნენ. როგორც უკვე გითხარით, Can't Be Tamed" ვიმღერე:

მითხრეს, რომ დამირეკავდნენ და გამოვედი. საქმე არაფერი გვქონდა, ამიტომ კლუბში წასვლა გადავწყვიტეთ. მომეწონა იქაური სიტუაცია, მხოლოდ ერთი ჭიქა ლიქიორი დავლიე, იმიტომ რომ ისედაც არაჩვეულებრივ ხასიათზე ვიყავი და ბევრი ვიცეკვე. როგორ მინდოდა, ჩემი ასეთი განწყობა მთელი დღე გაგრძელებულიყო, მაგრამ იქ ნიკი დავინახე_არც მეტი, არც ნაკლები ტეილორთან ერთად. ვიფიქრე, არ შევიმჩნევ-მეთქი, მაგრამ ტეიმ რომ დაგვინახა, ჩვენსკენ ოვაციებით წამოვიდა და სხვა რა გზა გვქონდა, მათ შევუერთდით. იქ გაჩერება არარ მომინდა, ამიტომ მალევე წამოვედი. სახლში რომ მივედი, ეგრევე დავწექი, მაგრამ არ მეძინებოდა და ისევ ,,იმაზე’’ დავიწყე ფიქრი.
ღმერთო, რატომ არის სიყვარული ასეთი სასტიკი? მოვა თავისთვის, არაფერს გეკითხება, შენს გულში დასახლდება და ცხოვრებას გიმწარებს. მერე შეიძლება წავიდეს, მაგრამ გულში ყველაფერ ცუდს გიტოვებს. არ მინდა ასეთი სიყვარული. ხომ შეიძლებოდა, საერთოდ არ შემყვარებოდა? აუ ახლა ტეილორთან რო დაიწყოს შეხვედრა, გავაფრენ. ისე იმას რას ვერჩი, მაგრამ ისევ მირჩევნია, ვიღაცებს ხვდებოდეს და ვიცოდე, რომ არასერიოზულად უყურებს(ან იმათ რას ვერჩი, რა ეგოისტი ადამიანი ვარ). აუ ცუდად ვარ. როგორც არასდროს, ისე მინდა სიკვდილი. რაც დრო გადის, მგონი დავიწყების ნაცვლად, უფრო და უფრო მიყვარდება. დავიძინე ახლა, თორემ ალბათ ამდენი ცუდი ფიქრისაგან შევიშლები, და ვიღას დავჭირდები მერე შეშლილი??? როგორც ყოველთვის, ფიქრი ახლაც იმით დავამთავრე, რომ ძლიერი უნდა ვიყო, ყველაზე ძლიერი და ამაყი. არ უნდა მივცე თავს უფლება, მიყვარდეს ის, ვისაც მე არ ვუყვარვარ!!!
გმადლობთ ბავშვებო, რომ მომეცით გაგრძელების საშუალება <3

კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 759 | დაამატა: geosmiler | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 - ავტორი: MiiLeeZz
(მასალა) თარიღი: (2011-10-13 7:31 PM)




0



პასუხი
Momewwonaa <3 gaagrzele male :**