Live like there's no tomorrow Part 14 - 11 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 11 » Live like there's no tomorrow Part 14
8:01 PM
Live like there's no tomorrow Part 14
_მაილი, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ...
ძალიან ვწუხვარო, ალბათ არ ამიყვანეს, მე კიდე რა ოცნების კოშკებს ვაწყობდი.
_არა უშავს ლიამ, შენი რა ბრალია.
_დამამთავრებინებ?
_გისმენ 
_მოკლედ, რეჟისორს მოეწონე, მაგრამ ასე თქვა, რომ ვისაც ავიყვანთ, სიმღერა და დაკვრა უნდა შეეძლოსო და...
_მერე ვინ გითხრა რომ არ ვმღერი და არ ვუკრავ?_გული სიხარულისგან კინაღამ ამომივარდა.
_მართლა მაილი, სერიოზულად ამბობ? ვაიმე რა მაგარია. მაშინ ორ საათში გელოდები, სადაც გუშინ ვიყავით, ისევ იქ ვართ.
_კარგი ლიამ.
ტელეფონი გამოვრთე და სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე. ისე მიხაროდა, ვითომ უკვე აყვანილი ვიყავი. ყველამ დამირეკა და ძალიან გახარებულები იყვნენ. მოკლედ, ისღა დამრჩენოდა ჩემი ნამღერი მოსწონებოდათ და ყველაფერი რიგზე იყო. საათნახევარში უკვე მზად ვიყავი. ტანსაცმელი ბევრი არ მიძებნია, ხელში რაც მომყვა ისე ჩავიცვი:

ნახევარ საათში სტუდიაში ვიყავი. ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო. სხვა როლებისთვის ყველა შერჩეული იყო. მხოლოდ მთავარი როლისთვის(რონი მილერისთვის) უნდა შეერჩიათ მსახიობი. ამდენი გოგონადან მხოლოდ სამი ვიყავით დარჩენილი: მე,
ეშლი

და ვანესა

ისინი ჩემზე ბევრად გამოცდილები იყვნენ, ამიტომ იმედი თითქმის დავკარგე. ცალ-ცალკე უნდა შევსულიყავით. მე პირველი შევედი. ლიამი იქ არ იყო, ამიტომ გუნება მთლად გამიფუჭდა.
_რას გვიმღერებ?_თქვა ერთ-ერთმა(მგონი პროდიუსერი იყო)
_შეიძლება ჩემი სიმღერა ვიმღერო?
_რა თქმა უნდა, მინუს ხმა თუ ჩაწერილი გაქვს.
_მაქვს.
ჩანთიდან დისკი ამოვიღე და მივეცი. რამდენიმე წამში ჩართეს, მიკროფონი მომცეს და დავიწყე არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაწერილი სიმღერა 7things, რომელიც ნიკთან დაშორების შემდეგ დავწერე და რომელშიც ხშირად იყო ნახსენები სიტყვა სიძულვილი.

სიმღერა რომ დავამთავრე, გაეღიმათ. ალბათ მიხვდნენ, ვის ეძღვნებოდა, მაგრამ ნამღერით კმაყოფილები ჩანდნენ.
_გაბრძანდით და დაგველოდეთ.
გამოვედი, დანარჩენი ორი გავამხნევე(მერე რა, რომ კონკურენტები იყვნენ) და დერეფანში ლოდინი დავიწყე. დაახლოებით ერთ საათში ორივენი მორჩნენ. მერე გვითხრეს, გადაწყვეტილებას ერთ საათში მივიღებთო.
მე:არ გინდათ, სადმე გავიდეთ და ცოტა ვჭამოთ? ნერვიულობისგან მშივდება.
გოგონები დამთანხმდნენ და არც ისე შორს მდებარე ღია კაფეში მივედით. კარტოფილი და ჰამბურგერი ვჭამეთ და ცოტა ყავა დავაყოლეთ.


ბევრი არაფერი გვიჭამია. ცოტა ვისაუბრეთ, ერთმანეთი უკეთ გავიცანით და წამოვედით. ერთი საათი თითქმის გასული იყო. ნერვიულობა უკვე პიკს აღწევდა. ყველაზე მეტად მაინც მე ვნერვიულობდი. როგორც იქნა, დაგვიძახეს. რეჟისორმა ცალ-ცალკე შეგვაქო და გვითხრა, რომ სამივემ ძალიან რთული კასტინგი გავიარეთ და საუკეთესოები ვიყავით.
რეჟისორი:მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი თქვენგანი, თავისი გამოუცდელობის მიუხედავად სხვებზე უკეთესი აღმოჩნდა(გამოუცდელი რომ თქვა, იმედი მომეცა). გადაწყვეტილია_ვერონიკას როლს მაილი შეასრულებს.
ეს სიტყვები რომ გავიგონე, სიხარულისგან ვიკივლე. ეშლი და ვანესა ჩამეხუტნენ და მომილოცნენ.
აშკარად ეტყობოდათ, რომ გულით მილოცავდნენ და ეს ყველაზე მეტად მახარებდა.

ცოტა ხანში პროდიუსერმა თქვა, მაილის მარტო უნდა დაველაპარაკოთო, ამიტომ გავიდნენ, მაგრამ სანამ გავიდოდნენ, ჩუმად ვუთხარი, საღამოს ჩემთან გელოდებით-მეთქი. რეჟისორი კარგა ხანს მელაპარაკა და გამაფრთხილა, რომ წინ რთული სამუშაო გველოდა. მეც დავპირდი, რომ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებდი. დავემშვიდობე და სახლში წამოვედი. არა, უფრო სწორად გამოვფრინდი. თუ სადმე შუქნიშანი მხვდებოდა და ვჩერდებოდი, ვინმეს ვურეკავდი და ჩემს ამბავს ვახარებდი, ასე რომ, სახლში მისვლამდე ყველასთან დარეკვა მოვასწარი და ჩემთანაც დავიბარე. მივედი, წყალი გადავივლე. მერე ერთ მოახლეს ვუთხარი, ტკბილეული და კერძები მოიტანეთ და გაამზადეთ, სტუმრებს ველოდები-მეთქი, მე კი დავიბანე და გამოვიცვალე.
საღამოს ყველა ჩემი მეგობარი და ახლობელი მოვიდა(ტიშიც იყო). ჩემი ბედნიერებით ყველა ხარობდა. უხაროდათ, რომ ჩემი მხიარული ღიმილი დაბრუნდა. ის დღე არაჩვეულებრივად გავატარე. ღამე ჩემთან დემი და სელე დარჩნენ და მთელი ღამე საუბარში გავათენეთ.
დილით რომ ავდექი, მაშინვე კომპს მივუჯექი სიახლეების დასათვალიერებლად. ვნახე, რომ ნიკს ისევ ახალი გოგო ჰყავდა(ეს ამბავი უკვე აღარ მაკვირვებდა, რადგან მსგავსი სიახლე ყოველდღე მხვდებოდა). ერთი მხრივ, ეს ამბავი გამიხარდა კიდეც, რადგან ვხვდებოდი, რომ სერიოზულად არავის უყურებდა. მერე ვნახე, რომ ჩემზე ეწერა, ,,უკანასკნელ სიმღერაში’’ იღებს მონაწილეობსაო. კომენტარებით გავიგე, რომ ეს ამბავი ბევრს გაუხარდა, რაც ძალიან მესიამოვნა. მერე კონკურსების გვერდები გადავათვალიერე და რაღაც ახალ კონკურსს მოვკარი თვალი, სიმღერის შესახებ იყო. დიდი ყურადღება არც მიმიქცევია, რადგან ფილმის გამო ვერანაირ კონკურსში მონაწილეობას ვერ მოვახერხებდი, ამიტომ მალევე დავხურე. დელენა გავაღვიძე და შოპინგზე წავედით. რამდენიმე ახალი კაბა ვიყიდე, იმათაც, მერე ორივე სახლში მივიყვანე და მეც წამოვედი. 4საათზე რეჟისორთან დაბარებული ვიყავი, ამიტომ სწრაფადვე მოვემზადე, ლიამს დავურეკე და გამომიარა და წავედით...

კომენტარები თუ იქნება, გავაგრძელებ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბოდიში.
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 800 | დაამატა: geosmiler | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
4 - ავტორი: smiler
(მასალა) თარიღი: (2011-10-11 8:37 PM)




0



პასუხი
vaime shen ver warmoidgen, rogor gamaxaree <3 male dade gtxooov