Live like there's no tomorrow Part 13 - 7 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 7 » Live like there's no tomorrow Part 13
5:00 PM
Live like there's no tomorrow Part 13
ჩემს წინ ლიამი იდგა. გამიღიმა და გადავეხვიე.
_როგორ ხარ?
_კარგად მაილს. შენ აქ რას აკეთებ?
_შენი აზრით?
_შენ რა, ქასთინგზე მოხვედი?
_ხო, რა იყო, ცუდი მსახიობი ვიქნები?
_არა, პირიქით. ჩათვალე, რომ უკვე აყვანილი ხარ.
_ჯერ არ გავსულვარ.
_ჰო, მაგრამ გგონია, შენთან ერთად თამაშს გავმაზავ?
_შენც თამაშობ?
_ჰო. აბა შენ რა გგონია, რისთვის ჩამოვედი?
_რავი მე. სიზმარი კი არ მინახია.
_გავიგე შენ და ნიკი დაშორებულხართ. ძალიან ვწუხვარ.
_არ მიყვარს ამაზე საუბარი.
_კარგი. მე წავალ და ვეცდები, ურიგოდ შეგიშვან, თორემ ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება.
_არა უშავს, მოვიცდი.
ლოყაზე მაკოცა და წავიდა. ცოტა ხანში ყველაფერს მოვრჩი და მეც გავედი. რამდენიმე წუთში დაიწყო ქასთინგი. 3-4 ადამიანი უკვე შესული იყო. როდის მომიწევს რიგი-მეთქი, ვფიქრობდი, როცა ხმა გავიგონე:
_შემდეგია მაილი საირუსი.
ყველამ ჩემსკენ გამოიხედა. ალბათ აქ არავინ მელოდა. გაოცებული სახეებით მიყურებდნენ. საშინლად ავნერვიულდი, თავი გავამხნევე და შევედი.


ლიამმა გამიღიმა, მაგრამ სხვები ასეთი ლმობიერები ნამდვილად არ ჩანდნენ. პატარა ტექსტი მომცეს. გადასაკითხად მხოლოდ 3წუთი მქონდა. აზრი ძლივს გამოვიტანე, ის ჩქარა გადავიკითხე. მერე ხმამაღლა წამაკითხეს. ხმა მიკანკალებდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ლიამმა მოწონების ნიშნად თავი დამიქნია. მერე ერთ-ერთმა მითხრა, დაგირეკავთო და გარეთ გამოვედი. სახლში მივედი, მანქანა დავაყენე და შიგნით შევედი. ყველამ ერთად იყვირეს:
_გილოცავ დაბადების დღეს.
დაბადების დღეს? სულ არ გამხსენებია, დღეს ხომ 3ნოემბერი იყო. ჩემი გაოცებული სახის დანახვაზე მიხვდნენ, რომ არ მახსოვდა და სიცილი დაიწყეს. ყველა აქ იყო:დემი, სელე, ჯო, ნიკი, კოდი და კოლეჯის რამდენიმე მეგობარი. აი თურმე რატომ არ მირეკავდნენ. მე კი ვიფიქრე, დამივიწყეს-მეთქი.
ის საღამო არაჩვეულებრივად გავატარე.


თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა. რაღაც არა, ვიღაც. ბევრი ვიძახე, ვივიწყებ-მეთქი, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე. მიყვარს და რა ვქნა? მაგრამ მაინც არ ვაპატიებ, რამდენჯერაც არ უნდა მთხოვოს.
ამ ფიქრებით დავწექი, 12უკვე სრულდებოდა და ჩემი დაბიც მთავრდებოდა. ნუთუ არ მომილოცავს-მეთქი_ვფიქრობდი და სიზმრის სამყაროსკენ მივემართებოდი, მაგრამ მობილურის ხმამ გამომაფხიზლა. უცხო ნომრიდან იყო:

,,Gilocav chemo pataraa <3 gmertma bednieri gamyofos. Vici, chem sms-s ar gaxsnidi da aqedan imitom mogwere.miyvarxar’’
მინდოდა მიმეწერა, მეც ძალიან მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ სიამაყეს ვერ გადავაბიჯე და ტელეფონი გამოვრთე. მალევე დამეძინა.

დილით რომ გავიღვიძე, ერთი სული მქონდა, როდის დამირეკავდნენ და პასუხს მეტყოდნენ. უკვე ნერვები დაწყვეტაზე მქონდა, როცა ნანატრი ზარის ხმა გაისმა. ტელეფონისკენ ისე ჩქარა გავიქეცი, რაღაცას ფეხი წამოვკარი და კინაღამ დავეცი.

_გისმენთ.
_მაილი, შენ ხარ?
_ჰო ლიამ, რა ხდება?
_ფილმთან დაკავშირებით გირეკავ.
_მალე მითხარი, თორემ ლამის გავგიჟდი.
_მაილი, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ...

იმედია მოგეწონებათ და დააკომენტეებთ))
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 829 | დაამატა: geosmiler | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
5 - ავტორი: LaTiNGirL
(მასალა) თარიღი: (2011-10-07 6:27 PM)




0



პასუხი
Kaiaaaaaaaa <33