Live like there's no tomorrow Part 12 - 6 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 6 » Live like there's no tomorrow Part 12
8:12 PM
Live like there's no tomorrow Part 12
ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მე და ნიკი დავშორდით. ეს ერთი თვე იყო ტკივილის, ცრემლის და მარტოობის. ჰო, მე ბევრს ვტიროდი, მაგრამ არა ნიკის გამო, არამედი იმის, რომ სულელი ავღმოჩნდი და დავიჯერე, რომ მას ვუყვარდი. თურმე არ ვყვარებივარ. ალბათ სელენასავით მეც, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ ,,დროებითი გატაცება’’ ავღმოჩნდი და როცა მოვბეზრდი, სხვა გასართობი იპოვა. მთელი თვე გარეთ არ გამოვსულვარ. ვიცოდი, რომ პაპარაცები ჩასაფრებულები იყვნენ, მაგრამ ვერ მივართვი ექსკლუზიური ინფორმაცია. მეტიც, ყველაფერზე გაბრაზებულმა მათზე ვიყარე ჯავრი და ერთ დღეს, როცა პირდაპირ სახლში მომდაგნენ, კარგად გავლანძღე... 
დღეს დილით ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო ფოტოც წავშალე. მე აღარ ვაპირებ მასზე ტირილს. დღეს სულ სხვა ცხოვრებას ვიწყებ. ყველას უნდა დავანახო, რომ მე არ ვარ ბარბი თოჯინა. მე უკვე ძლიერი ქალი ვარ და ვიცი, თავი როგორ უნდა დავიცვა. ყველას ვაჩვენებ, რომ ნიკის გარეშე უფრო კარგი ვარ. მე დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებ კიდეც. მორჩა, დღეიდან მაილი საირუსი ახალ ცხოვრებას იწყებს_უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი, გაუტეხელი. 
გადაწყვეტილება უკვე მიღებულილა. გადაწყვეტილება, რომელიც სამუდამოდ ცვლის ჩემს ცხოვრებას. ინტერნეტით ფილმზე კასტინგია გამოცხადებული. მე წავალ და აუცილებლად გავიმარჯვებ. გავხდები კარგი მსახიობი და ყველას ვაჩვენებ, რა შემიძლია. 
ეს ტანსაცმელები ჩავიცვი. 
 
მამას მივწერე, დამაგვიანდება-მეთქი და სახლიდან მანქანით გავედი. ჩემი სახლი ჰოლივუდიდან არც ისე შორს იყო, ამიტომ მალევე მივედი. კასტინგისთვის ბევრი ადამიანი იყო მოსული. სათვალეებიც მეკეთა, ამიტომ ვერავინ მიცნო. 
 
კასტინგი ჯერ არ იყო დაწყებული. შიგნით შევედი, დერეფანში ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი და მუსიკების მოსმენა დავიწყე. ცოტა ხანში გამოვრთე და ლოდინი დავიწყე. ერთ მომენტში, ყველამ დაიწყო ძახილი, მოდიანო და მეც ცოტათი ავნერვიულდი, მაგრამ სხვებივით ალბატ არა. მალევე შემოვიდნენ. რამდენიმე უცნობი ადამიანი და ერთიც... 
_ლიამ_ჩუმად ჩავილაპარაკე, მაგრამ არ გამოვლაპარაკებივარ. მივხვდი, რომ ახლა რომ დავლაპარაკებოდი, ყველა მე დამიწყებდა ყურებას, რაც ნამდვილად არ მინდოდა. თვითონ ლიამს არც დავუნახივარ.ერთ-ერთმა კაცმა(ალბათ რეჟისორმა ან პროდიუსერმა) ხმამაღლა თქვა: 
_კასტინგი ნახევარ საათში დაიწყება. მანამდე, შეგიძლიათ თავი მოიწესრიგოთ. 
ვერ წარმოიდგენთ, რა ამბავი ატყდა. ყველა აქეთ-იქით დარბოდა და სარკეში იხედებოდა. ლიამი სხვებტან ერტად ზევით ავიდა. მეც უნდა მოვწესრიგებულიყავი, მაგრამ სარკე ჩანთაში არ მქონდა, ამიტონმ საპირფარეშოში შესვლა გადავწყვიტე. ვიღაცამ მითხრა, მეორე სართულზეაო და მეც ავედი. დიდი სარკე ეკიდა. სათვალეები მოვიხსენი და უკვე თითქმის მოცილებული მაკიაჟის შესწორება დავიწყე. ერთ-ერთი კაბინიდან ვიღაც გამოვიდა. ხმა გავიგონე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, გართული ვიყავი. გვერდით ჩამიარა, მაგრამ არც მაშინ შემიხედავს, სანამ არ მითხრა: 
_მაილი? 
ეს თუ ჟურნალისტია, გავაფრენ-მეთქი, გავიფიქრე და შემოვბრუნდი. ჟურნალისტი არ იყო, ჩემს წინ...
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 713 | დაამატა: geosmiler | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
6 - ავტორი: demisumagresifani
(მასალა) თარიღი: (2011-10-07 5:29 PM)




0



პასუხი
აუუ უმაგრესიააააააა