Live like there's no tomorrow Part 1 - 28 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 28 » Live like there's no tomorrow Part 1
7:29 PM
Live like there's no tomorrow Part 1
მე მაილი მქვია. ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერი ვარ, 16წლის. ვცხოვრობ კალიფორნიაში, კერძოდ ლოს ანჟელესში. მიყვარს, არა ვგიჟდები სიმღერაზე. როგორც ყველა ამბობს, კარგად გამომდის, თუმცა მეგობერების წრის გარდა არსად ვმღერი. რადგან მეგობრები ვახსენე, გეტყვით რომ სამ საუკეთესო ადამიანთან ვმეგობრობ. ესენი არიან ულამაზესი დემი, საყვარელი სელენა და მსოფლიოში ყველაზე მხიარული ადამიანი ჯო ჯონასი. ეს სამი ადამიანი ყველას და ყველაფერს მირჩევნია, თუ მამაჩემს არ ჩავთვლით(დედა არ მყვას). მათთან ერთად გატარებული ყოველი წუთი ნამდვილად დაუვიწყარია. ჯო ისე მიყვარს, ზოგჯერ დემი ეჭვიანობს კიდეც. ჰო მართლა, დამავიწყდა მეთქვა_ჯო და დემი უკვე ორი წელია შეყვარებულები არიან. არ ვიცი, მათი მეგობრობა როდის გადაიზარდა სიყვარულში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები ერთმანეთისთვის არიან შექმნილები. სელენას ჯოს ძმა ნიკი უყვარს. არც მე და არც დემის ნიკი არ მოგვწონს, მაგრამ ჯოს და სელეს ხათრით ვიტანთ. რატომღაც მგონია, რომ სელე არ უყვარს და მინდა მასაც ვუთხრა, მაგრამ როცა ვხედავ, ჩემს მეგობარს მის დანახვაზე თვალები უბრწყინავს, არ მინდა ბედნიერება წავართვა, ამიტომ აღარაფერს ვამბობ და თავს ვირწმუნებ, რომ სიყვარულს ყველა თავისებურად გამოხატავს. 
მოკლედ ჩემს შესახებ უკვე გითხარით, ახლა მოგიყვებით ჩემს ისტორიას, რომელიც შეიძლება სხვებისას გავს, მაგრამ ამავდროულად განსხვავდება. იმედია დაგაინტერესებთ... 
ერთ დღეს ჩვეულებრივად სახლში ვიყავი და სკაიპში დემის ვწერდი, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. გამიკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო, რადგან მამა სამსახურში იყო, სელენას კი არ ველოდებოდი. კარი გავაღე და დავინახე, სელე იყო. 
მე:რატომ არ გამაფრთხილე? რამეს მოვამზადებდი. 
შევამჩნიე რომ სელენა რაღაც მოწყენილი იყო და მიზეზი ვკითხე. თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა. 
_მაილი, ნიკს აღარ ვუყვარვარ. დღეს მითხრა რა, დიდი ხანია მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ გავბედეო. თავიდან მეგონა, რომ ხუმრობდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ სერიოზულად მეუბნებოდა. მაილი, ხომ იცი მის გარეშე ვერ გავძლებ. ნიკი ჩემი ცხოვრების სიყვარულია._სელემ საუბარი დაამთავრა და ისევ ატირდა. 
მე:ასეც ვიცოდი. ნიკი არასდროს მომწონდა, მაგრამ შენი და ჯოს ხათრით არაფერს ვამბობდი. ახლავე მივალ იმ იდიოტთან და დავახრჩობ. შენს ცრემლებს არ შევარჩენ. 
სელენა:თავი დაანებე, ხომ არ ვაიძულებ ვუყვარდე. 
მე: აუცილებლად მივალ. შენ კი სჯობს სახლში წახვიდე და დაისვენო. მანქანით ხარ? 
სელე:ჰო. კარგი მე წავალ და გთხოვ, ნიკს არაფერი უთხრა. 
მე:ტყუილად ნუ მთხოვ, რადგან მაინც ვეტყვი. 
სელენა სახლშ გავისტუმრე, მე კი გამოვიცვალე და წავედი. ეზოში ჯო დამხვდა აუზთან ჩამომჯდარი. ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა. 
ჯო:როგორ ხარ, ჩემო ლამაზო. რამდენი ხანია არ მინახიხარ. 
_ხო აბა, გუშინს მერე. შენი ძმა სახლშია? 
_ნიკი?_გაუკვირდა ჯოს_კი სახლშია. საქმე გაქვს? 
_კი. უნდა მოვკლა. 
_რატომ? 
_სელე იყო ჩემთან და მითხრა, აღარ ვუყვარვარო. საშინლადაა. ტირილის მეტს არაფერს აკეთებს. 
_ნიკს მე დაველაპარაკები და მოვთხოვ, სელენას ყველაფერი აუხსნას. 
_მე თვითონ დაველაპარაკები. სად არის? 
_მისაღებ ოთახშია. გამოგყვე? 
_არა. არ მინდა. 
_კარგი, მაშინ მე დემისთან წავალ. 
ჯომ მაკოცა და წავიდა. მე კი სახლში შევედი. ნიკი დივანზე იჯდა და კალთაზე ნოუთბუქი ედო. თავი ასწია და რომ დამინახა, მითხრა: 
_მაილი? ჯო სახლშ არაა, მგონი დემისთან მიდიოდა. 
_ვიცი, სადაც მიდიოდა, შენთან სალაპარაკოდ... არა საჩხუბრად მოვედი. 
_თუ სელენაზე გინდა საუბარი, დროს ტყუილად კარგავ, რადგან ჩვენ უკვე ყველაფერი გავარკვიეთ 
_სწორედ სელენაზე უნდა გელაპარაკო? იცი, რა დღეშია? აღარ გიყვარს კი არა, არც არასოდეს გყვარებია. ეს ყოველთვის გეტყობოდა. გულუბრყვილო სელენას გარდა ამას ყველა ხვდებოდა. 
_მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ თურმე დროებითი გატაცება ყოფილა. ჩემსა და სელენას შორის ისეთი არაფერი ყოფილა, რომ მის წინაშე თავი ვალდებულად ვიგრძნო. 
_სელენას უყვარხარ და ესაა მთავარი. აუცილებელი არაა თქვენს შორის რამე მომხდარიყო. 
_მაილი, თავი დამანებე. ვალდებული არ ვარ, მოგისმინო_თითქმის ყვირილზე გადავედით. _სელენა არ მიყვარს და თუ გაინტერესებს, სხვაზე ვარ შეყვარებული. 
_აი თურმე რა ყოფილა. როდის მოასწარი? 
_სხვათა შორის შენც იცნობ. გინდა გითხრა ვინ არის? 
_ძალიან მაინტერესებს. 
_ვინ და... 

5კომენტარი თუ იქნება, გავაგრძელებ ახლავე))
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 929 | დაამატა: geosmiler | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
7 - ავტორი: Bella_Cullen
(მასალა) თარიღი: (2011-09-28 9:28 PM)




0



პასუხი
male dade