Live like there's no tomorrow - 2 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 2 » Live like there's no tomorrow
7:20 PM
Live like there's no tomorrow
დემისთან სელე, ჯო, ნიკი და კოდი იყვნენ.
დემი:რა კარგია რომ მოხვედი შენთან დარეკვას ვაპირებდი.
მე:რა ხდება?
სელე:არაფერი ისეთი. აი ნიკი ამბობდა, პრემიერაზე ვინ გამომყვებაო. მე არ მცალია.
დემი:არც მე და ჯოს.
კოდი:და არც მე.
მე:რა იყო, შეთანხმდით. ტყუილად ნუ მიყურებთ, ხომ იცით, რომ მარტო არ წავალ.
ნიკი:რა იყო, მარტო შეგჭამ?
ჯო:არ მეგონა, ასე მშიშარა თუ იყავი, ლამაზო.
მე:შიში რა შუაშია. არ მინდა
დემი:ცოდოა ნიკი. მარტო ხომ არ წავა?
ნიკი:თავი გაანებე, თავს იფასებს.
მე:აი ახლა ნამდვილად არ წავალ.
ჯო:ჩემი ხათრით წადი,
მე:ხო კარგი, ნუ შემჭამეთ. წავალ. როდის მიდიხარ?
ნიკი:ზეგ?
მე:ზეგ? შენ არ თქვი, ერთ კვირაშიაო? მთელი კვირა შენთან რა გაძლებს.
ნიკი:მანამდე რაღაცეები მოსაგვარებელია. ნუ გეშინია, გაძლებს biggrin
კოდი:მე ახლა უნდა წავიდე. კარგად ბავშვებო.
სელე:ხო, მეც.
ჩვენ გაგვეცინა.
მე:განმრატოება თუ გინდოდათ, გეთქვათ, ვინ გიშლიდათ.
სელე:მაილიი. მოგკლავ.
სელე და კოდი წავიდნენ. ცოტა ხანს გავჩერდი და რვა საათისთვის მეც წამოვედი. სახლში მივედი, ვიმეცადინე, მერე რაც უნდა წამეღო, გავამზადე, აე რომ, ხვალისთვის მარტო ჩალაგება მრჩებოდა. მამას დაველოდე, ვივახშმეთ და დავწექი.
დილით ჩვეულებრივად კოლეჯში წავედი. მე და კოდი ერთად ვიჯექით და ბევრი მაცინა. მერე გამიმხილა, რომ სელენა ისევ უყვარდა. სიხარულისგან კინაღამ ვიყვირე. კიდევ კარგი, თავი შევიკავე, თორემ მასწი ისეთ ხასიათზე იყო, უეჭველი გარეთ გამაგდებდა. biggrin
სახლში რომ მივედი, ბარგი ჩავალაგე. ბავშვებთან აღარ გავსულვარ. მესინჯერით ველაპარაკე, მერე ცოტა ვჭამე და რადგან დილის 4-ზე უნდა გავფრენილიყავით, ადრე დავწექი. ნაღვიძარა დავაყენე, მაგრამ როდის იყო მისი ხმა მაღვიძებდა? ასე რომ, საყვარლად გაფრინდებოდა ჩემი თვითმფრინავი, ნიკი რომ არ მოსულიყო და თავზე წყალი არ გადმოესხა. ოთახის კარი ღია მქონდა და სახლში, ალბატ, მამამ შემოუშვა. კარგად გამოვლანძღე, მერე გარეთ გავაგდე და ჩავიცვი.

აეროპორტში 4-ის ნახევარზე მივედით. რეგისტრაცია სწრაფად გავიარეთ და ჩავჯექით. ვიფიქრე, ცოტას დავიძინებ-მეთქი, მაგრამ ვინ დაგაძინა. ნიკი ჩემს გვერდით იჯდა და ტვინი გამიბურღა. მერე შემომთავაზა, რამე ვითამაშოთო. მისი ლაპარაკის მოსმენას, ისევ თამაში მერჩივნა და ნამიოკობანას თამაში გადავწყვიტეთ.
ნიკი:რაზე გინდა?
მე:სურვილებზე.
ნიკი:ok. მე კოცნაზე. biggrin
მე:იოცნებე.
ნიკი:ვნახოთ.
დავიწყეთ.

სამჯერ ნიკმა გამოიცნო, მე კი ვერც ერთხელ.
ნიკი:არ გიმართლებს ლამაზო. მთელი კვირა გკოცნი.
მე:ჯერ არ დამთავრებულა :@
ძალიან მოვინდომე, და შემდეგი ოთხი მე გამოვიცანი, ასე რომ გამარჯვება მე დამრჩა.
მე:მთელი კვირა ჩემს სურვილებს ასრულებ. როგორ მოგწონს? ახლა კი მაცადე...
როგორც იქნა, ჩავფრინდით. სასტუმროს ნომრები დავჯავშნეთ და ბარგი ავატანინეთ. ჩემს ნომერში შევედი, წყალი გადავივლე და დავიძინე. 12საათი იქნებოდა, რომ გავიღვიძე, უფრო სწორდა, კარზე ზარმა გამაღვიძა. ნიკი იყო.
ნიკი:მსახიობებს რესტორანში უნდა შევხვდე, წამოხვალ?
მე:არა, სასტუმროში დასარჩენად წამოვედი აქ. მიდი, შენ წვენი მომიტანე.
ნიკი:რა?
მე:ხომ არ დაგავიწყდა, რომ სურვილები უნდა შემისრულო? მიდი, დროზე. მე მანამდე გამოვიცვლი.
კარი მივუჯახუნე, კაბა ამოვარჩიე და ჩავიცვი.

ნიკი ამოვიდა. ხელში ვაშლის წვენი ეჭირა.
გამეცინა:ეს არ მინდა, ფორთოხლის მომიტანე.
ნიკი:ახლა ამას თავზე გადაგასხამ. ხო იცი, ჭკუა არ დამიშლის.
მე:რაც არ გაქვს, რას დაგიშლის. კარგი წაიღე, საერთოდ არ მინდოდა. biggrin
მოკლედ, რესტორანში წავედით და...


5კომენტარი თუ არ იქნა, აღარ გავაგრძელებ.
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 653 | დაამატა: geosmiler | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
9 - ავტორი: geosmiler
(მასალა) თარიღი: (2011-10-03 5:54 PM)




0



პასუხი
avtvirte ukve bavshveboo. miy